კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 უკანასკნელ ჟამზე

  საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო, რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ, რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არცერთი – მომდევნოზე! იქნებ იმიტომაც, რომ მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ, როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ. თავდაპირველად იტყვიან, რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ – ჟამნები. უფალი მოითმენს, მოითმენს და მერმე იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა!
  როდესაც განკითხვის დღე დადგება, იგი იმდენ ხანს გაგრძელდება, რაც სჭირდება ექვსი ფსალმუნის გალობას... ახლა ყველას სული სხეულით აქვს დაფარული, სამსჯავროზე კი სხეული იქნება სულით დაფარული.
  ანტიქრისტეს გამეფებამდე ცოტა ხნით ადრე დაკეტილი ტაძრებიც გარემონტდება და არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. მოაოქროვებენ ტაძრებსა და სამრეკლოების გუმბათებს, ხოლო როცა დაასრულებენ მთავარს, ანტიქრისტეც გამეფდება. ილოცეთ, რათა უფალმა ეს დრო გაგვიხანგრძლივოს განსამტკიცებლად: საშინელი დროება გველოდება. ტაძრების რესტავრაცია ანტიქრისტეს გამეფებამდე გაგრძელდება და არნახული ბრწყინვალება იქნება მათში.
  და ხედავთ, მთელი ეს მზაკვრობა როგორ მზადდება? ტაძრებში გარეგანი ბრწყინვალება იქნება, მაგრამ იქ სიარული არ შეიძლება, რამეთუ მათში უსისხლო მსხვერპლი არ შეიწირება. ის იქნება არა ეკლესია, არამედ „შესაკრებელი ეშმაკისაი“ (გმოცხადება 2; 9)! ასეთ ტაძრებში სიარული არ შეიძლება: მათში მადლი არ იქნება!
... დადგება დრო, როდესაც იქნება „ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი“ და გაჩაღდება მსოფლიო ომი. შუა ომში იტყვიან: მოდით, ერთი ამოვირჩიოთ და მან მართოს მთელი ქვეყანა. აირჩევენ კიდეც! ამოირჩევენ ანტიქრისტეს, როგორც საყოველთაო მმართველს და დედამიწაზე უმთავრეს „მშვიდობისმყოფელს“. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ და ფხიზლად ვიყოთ! როგორც კი მთელს ქვეყანაზე საყოველთაო არჩევნები გამოცხადდება, იცოდეთ, რომ იგი ანტიქრისტეა და ხმის მიცემა არ შეიძლება!
  ბოლო ჟამს ადამიანები დემონებით აივსებიან და ისინი არც ილოცებენ და არც პირჯვარს გამოისახავენ, მხოლოდ ერთმანეთის დახოცვა ედებათ გულში. დემონები ეცდებიან, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს შეპყრობილი კაცისკვლის ჟინით. თვით სატანა კი ამოვა რა ტარტაროზიდან, თორმეტი წლის ბიჭუნაში შევა, რომელიც შემდგომში ანტიქრისტე იქნება, მთავარი სულთამხუთავი.
ნეტარი და სამგზის ნეტარია ადამიანი, რომელიც არ ისურვებს და არც იხილავს ანტიქრისტეს ღვთივსაძულველ სახეს. ვინც მას უყურებს და მოუსმენს მის ღვთისმგმობ ლაპარაკს, ყველა მიწიერი სიკეთის აღთქმით (დაპირებით), მოიხიბლება და თაყვანს სცემს მას, რის გამოც მასთან ერთად წავა საუკუნო ცეცხლში!
  ეს კი ასე მოხდება: წმიდა ადგილას დადგება საძაგელი მოოხრებისა და ამ სოფლის მაცდურნი. ღვთისუარმყოფელ ადამიანებს ცრუ ნიშან-სასწაულებით მოხიბლავენ. მათ შემდეგ გამოჩნდება ანტიქრისტე! მთელი ქვეყანა ერთდროულად იხილავს მას.
ეს მოხდება არა ეკლესიაში, არამედ ჩვენთან სახლში! უწინ კუთხეში მაგიდა იდგა წმიდა ხატებით, შემდეგ კი მაცთურ ყუთს დადგამენ ადამიანების მოსახიბლად. მრავალი ჭეშმარიტებისა გზისგან შეცდომილი იტყვის: ჩვენ გვსურს, მოვუსმინოთ ახალ ამბებს. აი, სწორედ ახალ ამბებში წარმოსდგება ანტიქრისტე და ისინიც გაჰყვებიან მას.
ბერი ანტონი
скачать dle 11.3