კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როდის სრულდება ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ღალატით და არის თუ არა ზოგჯერ ის გამოსავალი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ნებისმიერი კონფლიქტი წარმოიშობა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთში საერთო ენის მოძნებნას. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან შეხება არ აქვთ, არც კამათობენ. შესაბამისად, კონფლიქტებში საშინელი არაფერია. მთავარია, კონფლიქტს მივუდგეთ მშვიდად, გავაანალიზოთ და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები. ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ერთგვარი თავისებურებით გამოირჩევა. როგორ უნდა გადაიჭრას ის? ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. არის შემთხვევები, როცა ურთიერთობას ის გადაარჩენს, რაც სხვა გარემოებაში მას სრულიად დაანგრევდა.
  ყველა წყვილი უნიკალურია. იმიტომ, რომ უნიკალურები არიან ადამიანები თავისი გამოცდილების, აღზრდისა და მსოფლმხედველობის მიხედვით. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ქმართან ხშირად გექმნებათ კონფლიქტი, ეს არ არის საკმარისი მიზეზი მასთან დაშორებისთვის, ნუ მიიღებთ რადიკალრ ზომებს. მთავარია, ისწავლოთ კონფლიქტების გადაჭრა. უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ღალატმაც შეიძლება, პოზიტიური გავლენა იქონიოს ურთიერთობაზე.
თამუნა (34 წლის): უკვე იმდენი ინფორმაცია მაქვს წყვილს შორის კონფლიქტზე, რომ შეიძლება, ექსპერტად ჩამოვყალიბდე. ნებისმიერ ოჯახში არის გაუგებრობა. დაპირისპირებაც და ჩხუბიც. როცა ეს რეალობა გავაცნობიერე, თავიდან ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, რომ ოჯახი მალე დამენგრეოდა. ალბათ, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ყველაზე ხშირად, ცოლსა და ქმარს შორის კონფლიქტი უბრალო მიზეზის გამო წარმოიშვება. ზოგჯერ ისეთ სისულელეზე მოგვიწყვია სკანდალი, მერე საკუთარი თავის შემრცხვენია. მიზეზი კი, იცით, რა არის? ის, რომ ახლობელ ადამიანებს არ ესმით ერთმანეთის. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს აზრებსა და გრძნობებზე. ხოლო საპასუხოდ ქმრის მოსაზრებებს ვისმენთ.
– ფიქრობთ, რომ კონფლიქტების მიზეზი გაუგებრობაა?
– გაუგებრობას თუ დავარქმევთ, კი. რეალურად რა ხდება? ის თქვენ არ გისმენთ, ხოლო თქვენ მას არ უსმენთ და ეს გრძელდება უსასრულოდ, მთელი ოჯახური თანაცხოვრების განმავლობაში. კონფლიქტი კი გადაუჭრელი რჩება. რამდენჯერ გიცდიათ, გაგეგოთ, კონკრეტულად რას ამბობს თქვენი ქმარი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის არგუმენტების გაგება. ქმრის პოზიციის მოსმენის შემდეგ კი უნდა შეეცადოთ, თქვენი აზრები მას გააგებინოთ.
– ანუ, ვისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ. შევეცადოთ, მხოლოდ კი არ მოვუსმინოთ, არამედ გავიგონოთ კიდეც?
– თუ არ დააგვიანებთ, კი. მე სანამ ზღვარზე არ მივიყვანე ურთიერთობა, მანამდე ვერაფერს მივხვდი. თურმე კონფლიქტის ჩაწყნარება არ ნიშნავს მის მოგვარებას. სიტუაცია, რომელშიც არ არის მიღწეული კომპრომისი, ისევ და ისევ განმეორდება. უკმაყოფილება თავისთავად არასოდეს გაქრება, პირიქით, დაგროვდება და გაიზრდება, როგორც თოვლის გუნდა. ამ თოვლის გუნდამ ჩემი ქმარი ღალატამდე მიიყვანა. ასე იქცევა თითქმის ყველა კაცი, რომლიც კონფლიქტისგან იღლება. არც ჩემი ქმარი ყოფილა გამონაკლისი.
– ამაზე ასე მშვიდად ლაპარაკობთ?
– დიახ, ახლა უკვე მშვიდად ვლაპარაკობ. თურმე, ასეც ხდება. არ იყო ადვილი, მაგრამ ღალატმა ჩვენი ურთიერთობა გადაარჩინა. დაუჯერებლად გეჩვენებათ ჩემი ნათქვამი? მეც ძნელად წარმომედგინა. გადაწყვეტილიც მქონდა, რომ ეს დაასრულებდა ჩვენს ოჯახს. სწორედ მაშინ დავსხედით მე და ჩემი ქმარი სალაპარაკოდ. თურმე, რამდენი რამე გვქონდა გულში „ჩამარხული“. რამდენი წყენა გვქონია დაგროვილი. რატომ არ ვუსმენდით ერთმანეთს. რატომ არ ველაპარაკებოდით ისე, როგორც საჭირო იყო. მე დავინახე, როგორ განიცდიდა ჩემი ქმარი თავის საქციელს. მისაყვედურა: შენი ბრალიც არის, რომ იძულებული გავხდი, სხვასთან წავსულიყავიო. ვნანობ და გული მტკივა. ოჯახი ჩემთვის ძვირფასია და ასე ადვილად არ უნდა დავთმოთ ერთმანეთიო.
– ამის მოსმენა ადვილი არ იქნებოდა.
– საშინელება იყო. წარმოუდგენლად დავითრგუნე და ვიტირე. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა მაშინვე არ მოგვარებულა. მაგრამ ყინული გალღვა. მწარე გაკვეთილმა გვასწავლა ის, რომ თუ ერთმანეთი გვინდა, ანგარიშის გაწევა უნდა შევძლოთ. უნდა ვისწავლოთ, რომ ეგოისტობა ცუდია. წყვილებს ვურჩევ, უმჯობესია, სწრაფად მოგვარდეს ის პრობლემა, რაც გაწუხებთ, ვიდრე ელოდოთ, სანამ ემოციები უკიდურესობამდე მიგიყვანთ და გადმოინთხევა მოულოდნელად, თანაც, სრულიად მიუღებელი ფორმებით.
– ღალატი ხომ არის სრულიად მიუღებელი ფორმა..
– არის, მაგრამ ღალატით ყველაფერი არ სრულდება. ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. მეც ვიყავი მის ღალატში დამნაშავე და როცა ეს საკუთარ თავთან ვაღიარე, ყველაფერი დალაგდა. მარტო შენკენ არ „გადმოქაჩო“ საბანი. ზოგჯერ საკუთარი თავი მის ადგილზეც უნდა დააყენო. მხოლოდ ასე შეიძლება ურთიერთობის მოგვარება. მტკივნეულ საკითხებზეც უნდა ისაუბროთ. ხშირად თავს ვიკავებთ, რომ თითქოს გული არ ვატკინოთ. სინამდვილეში, ამ წყენას, ტკივილს ვიგროვებთ და მერე ვეღარ ვაკონტროლებთ იმ ქარიშხალს, რომელიც მას მოაქვს. ისაუბრეთ, მაგრამ ისაუბრეთ ისე, რომ თქვენი ესმოდეს და გაიგოს.
– სწორი საუბარი ხელოვნებაა. ყველამ ეს არ იცის.
– თუ სურვილი გექნება, შეუძლებელი არაფერია. უნდა თქვა, რაც გაწუხებს კონკრეტულ სიტუაციაში. მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი კაცს არ ესმის. ვერც იმას მიხვდება, რატომ აბრახუნებთ ჭურჭელს და კარს. ბუნებრივია, ამაზე თავის უკმაყოფილებას გამოხატავს და მერე, ალბათ, იჩხუბებთ. ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეს, მთავარი – ის თქვენი საყვარელი ადამიანია. უთხარით, რომ უკმაყოფილო ხართ არა მისი ხასიათით, არამედ კონკრეტული სიტუაციით. „მოდი, გავერკვეთ, რატომ წარმოიქმნა ის“ – ეს არის სიტუაციის განმუხტვის მთავარი გასაღები.
– ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის უნდა დაუთმოთ ქმარს.
– არანაირად. მაგრამ ქმარმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახში წარმოქმნილი კონფლიქტი ხდება ორს შორის, შესაბამისად, დამნაშავეებიც ორივენი თანაბრად არიან.

скачать dle 11.3