№14 ლალი მოროშკინა ვირუსის გავრცელებას მსოფლიო პოლიტიკურ აფიორად მიიჩნევს
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ახლახან ლალი მოროშკინას ახალი წიგნი დაიბეჭდა, რომლის სახელწოდებაა – „სამი დღე ვაქცინამდე“ და რომელსაც მკითხველისგან, საკმაოდ დადებითი შეფასებები მოჰყვა. მას პირბადის ფორმა აქვს, რაც ავტორის იდეა იყო. წიგნის პრეზენტაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაიმართა და ჟურნალისტებს ის უფასოდ გადაეცათ. როგორც თავად ლალი ამბობს, კორონავირუსმა ადამიანებს ბევრი რამ დაანახვა და ასწავლა. ხოლო, რას საქმიანობს ის სიღნაღში საგანგებო სიტუაციის დროს, რას ურჩევს მოსახლეობას და რის გამო შეაყვარა თავი ვირუსმა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ლალი, რამ გადაგაწყვეტინა წიგნის – „სამი დღე ვაქცინამდე“ – დაწერა, რამდენ ხანში დაიწერა ის და ვისაც მასზე ხელი არ მიუწვდება, იქნებ განუმარტო, რაზე აკეთებ მთავარ აქცენტს?
– ამაზე ფიქრი დიდი ხანია, დაწყებული მქონდა – რომ ვუყურებდი მსოფლიო აურზაურს და არსებობდა ვარაუდი, ტრამპი არჩევნების წინ როგორ მოიქცეოდა, რას იზამდა, რომ რამენაირად გაეგრძელებინა თავისი მმართველობა და ზოგადად, როგორ მოახერხებდნენ ზესახელმწიფოები მმართველობის ხელში დაჭერას. ახლა კი ძალიან კარგად დალაგდა ყველაფერი, ის ადამიანებიც გამოიკვეთნენ, ვინც პუტინსა და ტრამპზე ზევითაც დგანან და დღეს მსოფლიო პოლიტიკას განაგებენ. მაგალითად, ასეთია როტშილდების ოჯახი, მათ შორის სოროსი და ასე შემდეგ. ფუნქციების გადანაწილება ორ სახელმწიფოს შორის მოხდა. მე ამაზე ძალიან დიდი ხანია, ვფიქრობდი, ამ მასალებს ვაგროვებდი და ველოდებოდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და აი, ისიც. ანუ რეალურად „გამოიგონეს“ ვაქცინა, რომელიც უკვე არსებობდა და ის გამოგონილი იყო 2015 წელს. მანამდე, ინფორმაციის სახით იყო გაჟონილი 1981 წელს, ერთ-ერთ რომანში – „სიბნელის თვალები“, სადაც ავტორმა ზუსტად ახსენა ვაქცინა და უხანი და ფაქტია, იქ აღწერა ყველაფერი, რაც დღეს მოხდა და ხდება. წიგნში აღწერილია, რომ ჩინელი ჩადის ამერიაკში და ჩამოაქვს გაჟონილი ვაქცინა. რაც მოხდა, ძალიან კარგად ლაგდება ისტორიულადაც და შემდეგ, ქრონომეტრაჟულადაც. ჩინეთში იყო დიდი სამხედრო აღლუმი, სადაც ამერიკაც მონაწილეობდა. ამერიკელმა სამხედროებმა მოახერხეს „გასროლა“ და კიდევ მეორე „გასროლა“ მოხდა იმ ხალხმარავალ ადგილას, სადაც სულეიმანი მოკლეს და უკვე მესამე „გასროლა“ იყო იტალიაში. ანუ, ლეგოს კუბიკებივით, სწორად ლაგდება აზრი, რომ გადანაწილება ხდება და დააკვირდით – როცა ცხრა სამხედრო თვითმფრინავი ჩადის ევროპის ქვეყანაში რუსეთიდან, ეს აბსოლუტურად სხვა რეალობაში გვაყენებს და ფაქტია, იტალია მისცემს რუსეთს ხმას და ისედაც ფიქრობდა რომ რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე ლოილალური იყო. ჩემი წიგნიც ამაზეა, როგორ გადაინაწილეს და როგორ მოხდა სიტუაციის დალაგება. ამაში კი ხელი იმანაც შემიწყო, რომ მაინც გენეტიკოსის შვილი ვარ, ბევრი ლაბორატორიული ცდა გამიგია...
– ანუ, შენი დაკვირვებით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ერთგვარი წინასწარმეტყველი გახდი?
– ამას წინასწარმეტყველებაც არ უნდა. გასაგები იყო, რომ მსოფლიო იდგა მესამე ომის წინ და რაღაც თავისთავად დაალაგებდა სიტუაციას. დადებითი ასპექტი კი ის არის, რომ ეკოლოგიურად გაიწმნიდა დედამიწა. ეს ვირუსი, როგორც ბატონები, ისეთი სახადივითაა და ნაკლებად მიდის ადამიანებთან, ვისაც დალაგებული ნერვული სისტემა აქვს და წყნარად ხვდებიან სიტუაციას. არ დაიჯერებთ, მაგრამ კორონა თავად ირჩევს ვისთან მივიდეს და დაახლოებით, მართლა ისე მუშაობს, როგორც ბატონები. ისევე როგორც ყველა ვირუსი, ისიც ხელოვნურია, მაშასადამე, ატარებს შემქმნელის „დეენემს“. ამ შემთხვევაში კორონა შეიქმნა, როგორც სტრესის გამომწვევი და არა მომაკვდინებელი. ამის გამო არ ემართებათ პატარებს, რომლებმაც არ იციან, რა არის სტრესი. ის პოულობს მოწუწუნე, მაღალი აღზნებადობის ინდივიდებს და მაგნიტივით ეწებება. ამიტომ ადვილად ხვდება პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს, მომღერლებს და უბრალოდ, „მჩხავანა“ ტიპებს. არ ემართება სტაბილური ნერვული სისტემის პატრონებს, ეგრეთ წოდებულ, „ცივსისხლიანებს“. ეს არის ამ ვირუსის დედააზრი: მედიაისტერია, რის შედეგადაც ზესახელმწიფოების ლიდერები უშფოთველად იგებენ კარს მომდგარ არჩევნებს და დედამიწა კი თავისუფლდება „წიოკიანი“ ბალასტისგან. ამიტომ, გირჩევთ, არ აჰყვეთ პანიკას, იკითხეთ „სამი დღე ვაქცინამდე“ და მოეფერეთ კორონას.
– ფიქრობ, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომის წინაპირობის მოვლენები?
– მე ვამბობ, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომის აცილება და უფრო მშვიდობიანად მსოფლიოს გადანაწილება. აქვე გეტყვით, რომ ის ციფრები, რომლებიც მოყვანილია – მაგალითად, დღეს ამდენი გარდაიცვალაო, რეალურად, ეს არის მთლიანად გარდაცვლილთა სტატისტიკა და ყველაფერი კორონაზეა მიწერილი. და, თუ ვინმეს სტატისტიკა აინტერესებს – ყოველთვე, 700 ათასზე მეტი ბავშვი კვდება კიბოთი, ამაზე მეტი მოზარდი – იმავე სენით, 27 ათასი ქალი – მშობიარობის დროს, 40 ათასზე მეტი – ჭლექით და 150 ათასზე მეტი კი – შიდსით. ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთი თვის მონაცემებია და არა ჩემი მოგონილი. თვეში 5 ათასი კორონავირუსით გარდაცვლილი არ არის საგანგაშო რიცხვი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვეულებრივი გრიპი კლავს 40 ათას ადამიანს თვეში. ამ დროს, ალგორითმის ჩართვაა საჭირო. ისინი, ვინც ალაგებენ დედამიწაზე მმართველობას, მათ თავისი გათვლები აქვთ.
– სოციალურ ქსელში დაწერე პოსტი, სადაც მადლობას უხდი კორონავირუსს და ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. რისთვის უხდი მას მადლობას?
– ძალიან კარგად გამოჩნდა, ვინ რას წარმოადგენს, ვინ არის მხდალი, სუსტი, ვინ – გიჟი და ვინ – ნორმალური, ვინ არის ამპარტავანი და ვინ არავინ არ არის. ეს ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების ასეთი ლუსტრაცია. დიახ, მე მიყვარს კორონა და ახლა კარგად მომისმინეთ: 90-იანი წლების გამოვლილების გადასარჩენია ქვეყანა, ჩვენ ვინც 45-დან 55 წლამდე ვართ. ჩვენი მშობლები რისკის ჯგუფში არიან, ხოლო ჩვენს შვილებს, ჩვენნაირი არც იმუნიტეტი აქვთ და არც გამოცდილება. დღეს რომ მითხრან, შენი სიცოცხლე გვჭირდებაო, არ დავფიქრდები, ისე გავიღებ, იმიტომ რომ ლამაზად ვიცხოვრე და მინდა, ჩემმა მონაგარმაც ნახოს ეს ლამაზი ცხოვრება. რა გჭირთ? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით? რა ეგოიზმმა შეგიპყროთ? სულ არ ფიქრობთ მომავალ თაობაზე? ასე ძალიან რამ შეგაყვარათ საკუთარი გვამი? აბა, ეკლესიურები ვართო? რელიგია ჩვენი ცისკარიაო? უმეტესობა მხდალი და არარაობა აღმოჩნდა! გამოკეტილხართ, ისიებთ ერთ ადგილს და ზლუქუნებთ. ალბათ, ეს რომ მხოლოდ საქართველოს პრობლემა ყოფილიყო, დიდი ხანია, მიატოვებდით სამშობლოს, კვლავ რიგები იდგებოდა წითელ ხიდზე და აეროპორტში. ნახევარი საუკუნეა, ამძიმებთ მიწას და სულ არ ფიქრობთ პატარებზე? რას ასწავლით – პანიკას და ისტერიკას? დიახ, მე მიყვარს კორონა, რომელმაც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა! რატომ იყორავდით მუცელს სამარხვო
ნამცხვრებით, თან სანთლებს ანთებდით და თან ძირს უთხრიდით მოყვასს! აი, შედეგი, მუდმივი წუწუნის! ხომ ოცნებობდით მეტეორზე, მიიღეთ და ახლა გონს მოდით, 45-55 ასაკის ადამიანებო. ჩვენი გადასარჩენია ქვეყანა, ჩვენი სიცოცხლე დავდოთ ფსონზე, რომ უმცროსმა თაობამ ბედნიერად იცხოვროს. სადაც დაგჭირდებით, იქ ვიქნები. მე მიყვარს კორონა, რომელმაც დაარესტარტა და გაწმინდა ეკოლოგია! მე მიყვარს კორონა, რომელმაც დაგვანახვა, რა პატარები ვართ და რა დიდია უფალი! ეს ვაქცინა იმაზე საშიში არ არის, რასაც შემდგომ ეს სიტუაცია გამოიწვევს და ველოდები ინსულტებს, ინფარქტებს, გაჟონვებს იმ ხალხში, ვინც პანიკაშია. ასეთი ხალხი ცუდ რეზულტატებს მიიღებენ. ჩინეთმა კი, ქარხნები რომ გააჩერა, საქართველომ ამოისუნთქა და პრიველად მივხვდი სიტყვის მნიშვნელობას – ლაჟვარდოვანი ცა. ასეთი ლაჟვარდოვანი ცა საქართველოში არასდროს ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის მერე და ალბათ, კიდევ საუკუნეები არ იქნება.
ნამცხვრებით, თან სანთლებს ანთებდით და თან ძირს უთხრიდით მოყვასს! აი, შედეგი, მუდმივი წუწუნის! ხომ ოცნებობდით მეტეორზე, მიიღეთ და ახლა გონს მოდით, 45-55 ასაკის ადამიანებო. ჩვენი გადასარჩენია ქვეყანა, ჩვენი სიცოცხლე დავდოთ ფსონზე, რომ უმცროსმა თაობამ ბედნიერად იცხოვროს. სადაც დაგჭირდებით, იქ ვიქნები. მე მიყვარს კორონა, რომელმაც დაარესტარტა და გაწმინდა ეკოლოგია! მე მიყვარს კორონა, რომელმაც დაგვანახვა, რა პატარები ვართ და რა დიდია უფალი! ეს ვაქცინა იმაზე საშიში არ არის, რასაც შემდგომ ეს სიტუაცია გამოიწვევს და ველოდები ინსულტებს, ინფარქტებს, გაჟონვებს იმ ხალხში, ვინც პანიკაშია. ასეთი ხალხი ცუდ რეზულტატებს მიიღებენ. ჩინეთმა კი, ქარხნები რომ გააჩერა, საქართველომ ამოისუნთქა და პრიველად მივხვდი სიტყვის მნიშვნელობას – ლაჟვარდოვანი ცა. ასეთი ლაჟვარდოვანი ცა საქართველოში არასდროს ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის მერე და ალბათ, კიდევ საუკუნეები არ იქნება.
– ლალი, ვიცი შენი ძირითადი შემოსავალი სასტუმროა სიღნაღში. დღეს, როცა ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია, დროს როგორ კლავ და რას საქმიანობ?
– არ ვარ გამოკეტილი, ვმუშაობ და ჩემი ხელით ვაკეთებ რემონტს სასტუმროში, რადგან ერთ თვეში, ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება. ასე რომ, ვარ სიღნაღში მეგობართან ერთად. სახლში გამოკეტვა და საგანგებო სიტუაცია არ ნიშნავს ერთ კედელში გამოკეტვას – ჰაერზეც უნდა გახვიდე და კარგი ხასიათიც შეინარჩუნო. ჩემი ერთი მეგობარი ჩამოფრინდა ინგლისიდან და კარანტინშია იყალთოს სასტუმროში. მასაც მივაკითხეთ მეგობრებმა და ჩავუტანეთ წიგნები. ჩემი დღევანდელი შემოსავალი ჰონორარებია, დისტანციური სწავლება და პარალელურად, მიწაზეც ვმუშაობ და ვშრომობ. ბოსტანში ყველაფერი მაქვს, რითიც თავის გატანა შემიძლია. ადრე ვფიქრობდი, რომ არც მე შემეძლო სიღნაღში წამოსვლა, დათესვა და მარგვლა, ჩემზე მეტად შავ ხიზილალაზე გაზრდილი არ მგონია, ვინმე იყოს.
– ამბობენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ქართული ეკონომიკა დაიწყებს ჩამოშლას და ამაზე რა პროგნოზი გაქვს?
– ვფიქრობ, ჩვენი ეკონომიკაც ძალიან მალე დადგება ფეხზე. წარმოიდგინეთ, იმდენად კარგად მოვიქეცით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩვენით იწყებს და ამთავრებს ბრიფინგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი დაფინანსება წამოვა. ხომ იცით, ომების მერე, იწყება დიდი სიხარული და ზეიმი და ჩვენ მივიღებთ ამ ზეიმს. საქართველოში ბევრი კომერციული დაწესებულება ჭკვიანურ სვლებზე გადავიდა. ცხოვრება არ უნდა გაჩერდეს. კანონმორჩილები ვართ და თუ სოციალური დისტანციის ფონზე შევძლებთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას, ცხოვრება მალევე ჩადგება თავის კალაპოტში. კიდევ ვამბობ, კორონავირუსს ახასიათებს მაგნიტიზმი ავადმყოფურ, მაღალი ნერვული აშლილობის მქონე, სტრესულ ხალხზე. ვინც ხედავს, რომ ეს ვირუსი პოლიტიკური ვირუსია და ზოგადად, ყველა ვირუსი პოლიტიკურად გამოყვანილია, ის სწორად აფასებს მოვლენებს.