კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 გიორგი სუხიტაშვილი: „სამაძელკას“ მეძახიან

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

კორონავირუსმა ყველა ადამიანს შეუცვალა ცხოვრების წესი და გვაიძულა, სახლებში იზოლაციისთვის მიგვემართა, რადგან, როგორც გვაფრთხილებენ, ვირუსისგან თავდაცვის საშუალება სწორი ჰიგიენა და სოციალური დისტანციაა. რა თქმა უნდა, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილიც ითვალისწინებს რეკომენდაციებს, დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებს და სოციალურ ქსელში გამომწერებს და მეგობრებს ლაივ-ვიდეოებითაც ახალისებს.
  გიორგი სუხიტაშვილი: ტრაგიკულად არ ვუყურებ სახლში ყოფნას, თვითიზოლაციასა და კარანტინებს. რა თქმა უნდა, შეზღუდულად ვმოძრაობთ, თუმცა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ გაჩერებულა და არ ვჩერდებით. მიხარია, რომ ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები გასულები არიან თბილისიდან, გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. პანიკას ის თესავს, როცა ადამიანებს არ აქვთ ადეკვატურ ინფორმაციაზე წვდომა. რიგი ადამიანების მორალის იმედად ვერ დავრჩებით, ესენი იქნებიან ჟურნალისტები თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. სამწუხაორდ, ხშირად გვიწევს იმაზე საუბარი, რომ კონკრეტული ადამიანები ასეთ სიტუაციებს იყენებენ. როგორც ომში დადიან ხოლმე მარადიორები, ჩემთვის იგივე პრინციპია. მარადიორობა ჩემს რეგიონში ორჯერ მაქვს ნანახი, ორი ომი ვნახე და კარგად ვიცი მათი სახეები, როგორ შეიძლება, ადამიანი გარდაიქმნას რაღაც უსახო არსებად. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ ვითარებაში ხელის მოთბობას ცდილობს, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესმენი იქნება თუ ადამიანი, რომელიც კონკრეტულ პოზიციაზეა და ხელის მოთბობა შეუძლია, ჩემთვის არის მარადიორი.
– ანუ „პიკის საათი“ კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს.
– კი, ვმუშაობთ. უბრალოდ, გრაფიკი და განრიგი შეიცვალა. სამსაათნახევრიანი გადაცემა იყო და ორსაათნახევრიანი გახდა, წყვილში ვმუშაობდით და ახლა თითო-თითო ვმუშაობთ, უსაფრთხოება კარგად არის დაცული. კვირაში ორი დღე მიწევს სახლიდან გასვლა. არც არაფერი მომიმარაგებია, თუმცა მომარაგებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მარტო ვცხოვრობ ჩემს ძაღლთან ერთად და ჩემი მოთხოვნები ბევრსულიან ოჯახებთან შედარებით ნაკლებია. როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა, რომ ადამიანები მაღაზიაში მიდიან და საჭმელს ყიდულობენ, რომ არ მოუწიოთ ყოველდღე სიარული და მერე, ქუჩაში რომ  გამოვლენ, ახლა ამაზე არ დაიწყონ ლაპარაკი, გარეთ რას დადიანო. ბოდიში თქვენს მკითხველთან და ცოტა მეტად გავანძრიოთ ტვინი, არ შეიძლება ასეთ დროს ყველაფერზე ქირქილი, კრიტიკა. ყველა უნდა გადავრჩეთ ერთად დგომით, ოღონდ ორი მეტრი დისტანციით.
– იცავ რეკომენდაციებს?
– რა თქმა უნდა, თუმცა შეფუთული არ დავდივარ. ნიღბით ქუჩაში სიარული ჩემთვის, მაპატიოს ყველამ, უვიცობის შედეგია. უცებ საიდაღაციდან, რომ გამოხვიდე ნიღბით – ეს სხვაა, მაგრამ მიზანმიმართულად ქუჩაში იარო ნიღბით, არასწორი მგონია. თუ იმის გეშინია, რომ ვიღაცამ გაკოცოს ან მოგახველოს, ყურადღებით იყავი, ახლოს არავის გაუარო, თან ქუჩაშიც არ დადის იმდენი ხალხი, რომ კოცნა-პროშნა მოგიწიოს. ჯიბეში სულ მიდევს ანტისეპტიკური ხელსახოცი და რამეს თუ ვეხები, ავტომატუად ვიწმენდ, მაქსიმალურად ვიზღვე თავსაც და სხვა ადამიანებსაც. რადიკალურ ზომებს არ მივმართავ. თან, მარტო ვარ, სტუმრები არ მოდიან ჩემთან და ასეთ ვითარებაში მეც არ მივდივარ არავისთან. ჩემებთან თუ გადავალ ან პაპასთან ჩავალ. მასთან, რა თქმა უნდა, ნიღბით მივდივარ, რადგან შეიძლება, კორონავირუსი არა, მაგრამ სხვა ვირუსი მქონდეს, პაპა უკვე 86-ე წელშია და არ არის კარგი, რამე რომ მივუტანო.
– შენი და პაპას ურთიერთობამ არავინ დატოვა გულგრილი. მეც და უცნობმა ადამიანებმაც კიდევ სხვა კუთხით გაგიცანით.
– ძალიან მიხარია. ეს არის ჩემი ყოველდღიურობა. მოთხრობას რომ ვწერ, ჩემი ძირითადი პერსონაჟები პაპა და ბებო არიან. დოკუმენტურ თემებზეა, ვწერ იმაზე, რაც მახსენდება. მოთხრობა-სტატუსებს ადამიანების მხრიდან საკმაო ინტერესი მოჰყვა. სამწუხაროდ, ბევრმა ამ საკითხშიც დაინახა ნეგატივი, რომ თითქოს დავდგი. ყველას ვეუბნები: წამოდით და მდიეთ და თუ ჩემზე კარგი ტიპები ხართ, იყავით, ჩემზე მეტად თუ გიყვართ მოხუცები, ძალიან
გამიხარდება.
– ამ სიტუაციაში თუ ახერხებ პაპასთან ჩასვლას?
– კი, ორ დღეში ერთხელ ჩავდივარ ხოლმე. მიმაქვს, რაც სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობ, არ იყოს უყურადღებოდ. ვმეგობრობთ, ხან ვჯუჯღუნებთ ხოლმე. ძირითადად, იმაზე ვჯუჯღუნებთ: რად გინდოდა, რატომ მიყიდე, რატომ ჩამომიტანეო. ჩვენი ჩხუბის თემა ეს არის ხოლმე – რატომ იყიდე და მე თავი გამანებე. ჩვენი შეხვედრა ორივესთვის დიდი ბედნიერებაა. ყოველი დღე, როცა პაპას ვნახულობ, ჩემთვის არის საჩუქარი. თან, ბებო წელიწად-ნახევარია, რაც გარდაიცვალა და უფრო მეტად გამიმძაფრდა მოთხოვნილება, რომ მარტო არ იყოს. ერთად რომ იყვნენ, უფრო იმედიანად ვიყავი და ძალიან განვიცდი ხოლმე. ზოგჯერ რთულია, მაგრამ საკუთარი თავი უნდა დააყენო მის ადგილზე: ამდენი შვილი გყავს, შვილიშვილი და მარტო ხარ, მაგრად „ტეხავს“.
– არასდროს უსაყვედურია?
– არა, პაპას არასდროს არაფერი უთქვამს ჩემთვის ამაზე. ერთი იმას მეუბნება: მინდა, ვიცოდე, რომ კარგად ხარო. ისე არ გამომივიდეს, რომ მხოლოდ მე ჩავდივარ სანახავად, უბრალოდ, მე უფრო ხშირად მიწევს ხოლმე. არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და რამდენჯერ სოფელში შევხვედრილვართ მე და ჩემი ძმა.
– თვითიზოლაციის თემას რომ დავუბრუნდეთ – სოციალურ ქსელში, ლაივში, ხალხს ვარჯიშსაც ასწავლიდი და თმაც კი გადაიპარსე, თან სხვებიც გამოიწვიე.
– ერთი რამ უნდა გაიაზროს ხალხმა, ვინც უნდა იყოს ადამიანი, მომღერალი თუ სხვა პროფესიის, მას შეუძლია სხვა საკითხზეც გამოთქვას თავისი მოსაზრება და ამის უფლება აქვს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ მაქვს უფლება, მაგალითად, აივანზე ვზივარ და დავინახე ვიღაცამ ნაგავი დაყარა და ვთქვა: რომ ამ მართლა ნაგავმა ტიპმა დაყარა ნაგავი. შენ, ვინ გეკითხება, წადი იმღერეო – ეს არის ხალხის დამოკიდებულება. არავინ იცის და ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი მიაქვს სპორტს. სულ ვვარჯიშობ ჯერ კიდევ 6 წლიდან და ფიტნეს-ინსტრუქტორებიდან ახლად წამოსული ბარე ორი შემეჯიბროს ცოდნაში. გულწრფელად ვამბობ: ბევრი ტრავმაც მიმიღია და ცუდი მწვრთნელებიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე იმდენი ცუდი რამე გამოვცადე, მყესი და კუნთი არ მაქვს, დაზიანებული ან გაწყვეტილ-მიბმული არ იყოს. იმდენი ოპერაცია მაქვს გადატანილი, „სამაძელკას“ მეძახიან. ზოგმა ვარჯიში იცის, მაგრამ მოტივაცია არ აქვს, ზოგს მოტივაცია აქვს, მაგრამ არ იცის, სახლის პირობებში როგორ გამოიყენოს ქვაბი, ზურგჩანთა, წყლის ბოთლი და მე ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება. მე მაქვს ჩემი გვერდი „ფეისბუქზე“. ვარჯიშის ვიდეო დავდე და ამით მოტივაცია მივეცი ხალხს, თან ვასწავლე, როგორ შეიძლება სახლის პირობებში ვარჯიში. რაც შეეხება თავის გადაპარსვას, სულ მინდოდა, მაგრამ გადაღებების გამო ვიკავებდი თავს. თან, არ მიმაჩნია, რომ მიხდება. მოკლედ, ლაივი ჩავრთე და მოდი, თავს გადავიპარსავ-მეთქი და დავიწყე გადაპარსვა. კომენტარებში ამბავი ატყდა... ორ დღეში 130 ათასი ნახვა ჰქონდა და 500-ზე მეტი კომენტარი. იმდენი უტაქტო, უზრდელი, ქსენოფობი, ჰომოფობი აღმოჩნდა, არ ვიცი, რა სჭირს ამ ხალხს. მლანძღავდნენ, რატომ იპარსავ თავს ლაივშიო, თან ჩემს გვერდზე ვაკეთებდი. ვიღაცებმა დამიწერეს: მუსლიმანს ჰგავხარ, მეჩეთიდან გამოქცეულო, თათარს ჰგავხარ, ტეორისტი ხარ, კამიკაძე.. ფუ, რას ჰგავხარო. თან ვერც ვპასუხობ და ასეთ კომენტარებს ვშლი, რადგან ბევრი მუსლიმანი მეგობარი მყავს და ბევრ მართლმადიდებელზე მეტად მიყვარს. სულ ვცდილობ, ადამიანებს არაფერი ვავნო. ბევრი მინუსი მაქვს, სისუსტეები, ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრებით სხვას არ ვაზიანებ. თუ დავაზიანებ და ამიხსნიან, ბოდიშსაც მოვიხდი – არც ეს არის პრობლემა. მოკლედ, ამ მხრივ, ბევრი სამუშაო გვაქვს.
– გამოწვევას აჰყვა ხალხი?
– კი, რამდენიმე ოჯახმა ერთად გადაიპარასა თავი. 20 კაცი მაინც ვიცი, ვინც გადაიპარსა. ვიღაცებმა დამიწერეს – ფსიქოზი გაქვს, ფსიქოზის ნიშნები გაქვსო. მოვიდნენ, შემამოწმონ, არც ფსიქოზი მაქვს, არც დეპრესია, უბრალოდ, თავი გადავიპარსე. მოკლედ კარგი ხმაური გამოიწვია. სხვათა შორის, ვგეგმავ, რომ ჩემს გვერდზე ორი ლაივი გავაკეთო, პატარა კონცერტი. თბილისის მერიიდან დამიკავშირდნენ და ამ დღეებში თბილისის მერიის ბიგ-ბენდის სარეპეტიციოში გავაკეთებთ პატარა კონცერტს, სავარაუდოდ, მე ვიქნები ჩემი მინუს-ფონოგრამებით. ჩემი სახლიდანაც გავაკეთებ ლაივ-კონცერტს და მაქსიმალურად ვეცდები, ხალხი გავახალისო, მიუხედავად ჩემთვის გასაკვირი ნეგატიური კომენტარებისა, რომელიც მართლა მწყინს, რადგან არ არის ამის მიზეზი. ადამიანებს მაღალი სტანდარტები დავუწესეთ, იდეალური ადამიანები შევქმენით ჩვენს გონებაში და არ გვსურს, დავინახოთ, რომ ყველას აქვს ცუდი მხარე. ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთებად, როგორებიც არიან. საკუთარი თავიდან დავიწყოთ, გავზომოთ ყველაფერი და გავჩერდებით, სხვებზე ნეგატიურს არაფერს აღარ ვიტყვით.

скачать dle 11.3