№14 ეს საინტერესოა
* იტალიელი გულშემატკივრები ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურები იყვნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 79 წელს იტალიის ერთ-ერთ ქალაქში გაიმართა გრანდიოზული შეხვედრა იულიუსისა და კლავდიუსის გლადიატორებს შორის. ქალაქში მცხოვრებლებმა იმდენად დაკარგეს სიფრთხილე, რომ ვერ შეამჩნიეს... როგორ ამოიფრქვა ვულკანი ვეზუვი.
* შუა საუკუნეების ინგლისურ „კარგი მანერების წიგნში“ ნათქვამია, რომ წესიერმა ადამიანებმა მხოლოდ მარჯვენა ხელით უნდა მიირთვას საჭმელი. მეორე ხელი კი სულ სხვა რამისთვისაა საჭირო – დაცემინების დროს ცხვირისა და პირის დასაფარავად.
* 1603 წელს ვინმე პრუდენცია ბრუნიმ სასამართლოში უჩივლა თავის მდგმურს, რომ მან დააზიანა მისი საკუთრება – იმისთვის რომ იმუშაოს, სახურავში ხვრელი გააკეთაო. მდგმური კი კარავაჯო იყო, რომელიც ასე აკვირდებოდა ოთახში შემოსულ სხივს.