№14 ბრძნული აზრები
დოსტოევსკი: არ არსებობს ბედნიერება კომფორტში, ბედნიერებას მხოლოდ ტანჯვით იყიდი.
ვოვენარგი: თუ რამეს ვერ ვამჩნევთ საკუთარ თავში, იმას საკუთარი თავის გარეთაც ვერ დავინახავთ.
მონტენი: თუ გარე პროცესებიდან ყურადღებას გადავიტანთ იმაზე, რაც ჩვენ შიგნით ხდება, მივაგნებთ ჩვენი ცხოვრების გასაღებს.
ოშო: თუ თქვენ შეგიძლიათ, ერთსა და იმავე დროს თავისუფლება და სიყვარული გქონდეთ, მეტი არაფერი გჭირდებათ. თქვენ ყველაფერი გაქვთ, რის გამოც სიცოცხლე გვეძლევა.
მარკესი: ის, ვინც დიდხანს ელის, არაფერი უჭირს, ცოტას კიდევ მოიცდის.
კაფკა: თუ ადამიანმა არ იცის, რისთვის მოკვდება, ის არც სიცოცხლის ღირსია.
ნილოს სინელი: რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენ წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისთვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება.
იოანე ოქროპირი: შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენს ვერ ავნებ, რამდენსაც საკუთარ თავს.
შიმონ პერესი: ადამიანების უმეტესობა უპირატესობას ისტორიას ანიჭებს. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, ისტორიკოსები – მეფეებისა და ხელისუფალთა მაცნეები იყვნენ. ისინი იმას წერდნენ, რაც მათ სჭირდებოდათ.
ჭაბუა: ადამიანი ერთ საქციელში ავსაც თუ ხედავს და კარგსაც, ხშირად მარტო ავს მიბაძავს და კარგს არა.
შოპენჰაუერი: იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, სარკე აუცილებლად დაგვჭირდება.
ლაუდერი: არასოდეს მიოცნებია წარმატებაზე, მე ამისთვის დღე და ღამე ვმუშაობდი.
დოჩანაშვილი: ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.
ვოლტერი: დაბერებისას ადამიანს მხედველობა უფუჭდება, მაგრამ მეტს ხედავს.
სიმონა დე ბოვუარი: ქალად არ იბადებიან, ქალად ხდებიან.
ბრიჯიტ ბარდო: როგორ გარბის დრო, უკვე ათი წელია, ოცდახუთი წლის ვარ.