კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ დაადგინა ქართველმა გამომძიებელმა, რომ საბჭოეთი „ცივ ომს“ წააგებდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

საშინელი რეალობა
  1987 წლის 8 დეკემბერს, ვაშინგტონში, „თეთრ სახლში“ მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას  საშუალო და მცირე სიშორის ატომურქობინიანი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. ხელშეკრულება 1988 წლის 1 ივნისს უნდა შესულიყო ძალაში. მანამდე კი საბჭოთა სამხედრო ექსპერტებმა გასანადგურებელი სარაკეტო შახტების ინსპექტირება ჩაატარეს და გაირკვა, რომ საბჭოთა ატომური რაკეტების 80 პროცენტი ისედაც ქმედითუუნარო იყო და ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე განადგურებული. ანუ, ეს ნიშნავდა, რომ ატომური ომის დაწყების შემთხვევაში, საბჭოთა ბალისტიკური რაკეტების 80 პროცენტი ადგილიდან ვერ დაიძვრებოდა და საბჭოთა კავშირი მესამე, ატომურ მსოფლიო ომს პირველ წუთებშივე წააგებდა... საქმე კი ის იყო, რომ ატომურქობინიანი შახტების 80 პროცენტი, სადაც ბაზირებული იყო საბჭოთა ატომური რაკეტები – „სს 20“ და „სს 22“ – პირწმინდად იყო გაძარცული, ანუ რაკეტიდან მთლიანად იყო ამოღებული პლატინისა და ოქროს ელექტროგაყვანილობები. როდესაც ეს ინფორმაცია გორბაჩოვს მიაწოდეს, მან სასწრაფო გამოძიების დაწყება ბრძანა და საბჭოთა გამომძიებელ-კრიმინალისტთა დიდმა ჯგუფმა საგულდაგულო მოკვლევა დაიწყო. საგამოძიებო ჯგუფს 43 წლის ქართველი პოლკოვნიკი, სოსო მირიანაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც დაწვრილებითი მოხსენება უნდა წარედგინა გორბაჩჩოვისთვის. სამკვირიანი საგულდაგულო მოკვლევის მერე მირიანაშვილმა დაადგინა, რომ 1 200 ატომურქობინიანი შახტიდან მხოლოდ  100 საბჭოთა ატომური რაკეტა თუ შეძლებდა გაფრენას, დანარჩენი პარალიზებული იყო, ანუ ადგილიდან ვერ დაიძვრებოდა.  აშკარა იყო, რომ 1 100 საბჭოთა ატომურქობინიანი ბალისტიკური რაკეტა, რომლებსაც ძვირფასი ლითონებისგან დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა ჰქონდა, მწყობრიდან იყო გამოყვანილი. ეს იყო საშინელი რეალობა და ქართველმა ექსპერტმა გორბაჩოვს ყოველივე დაწვრილებით მოახსენა.

პლატინისა და ოქროს საქმე
  პოლკოვნიკ სოსო მირიანაშვილის მოხსენების საფუძველზე საბჭოთა კავშირის სამხედრო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 600 კილოგრამი პლატინისა და 800 კილოგრამი ოქროს დატაცების ფაქტზე საბჭოთა ბალისტიკური, ატომურქობინიანი რაკეტებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბჭოთა ატომურქობინიანი რაკეტა 1988 წლის 1 ივნისიდან სამი წლის განმავლობაში უნდა განადგურებულიყო, ამასთან, პრაქტიკულად, არანაირი საშიშროება არ არსებობდა ატომური ბომბარდირებისა ამერიკის შეერთებული შტრატების მხრიდან და მესამე მსოფლიო ომის დაწყებისა, რომელშიც საბჭოეთი პირწმინდად წააგებდა, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობდა და მას არნოლდ მარკელოვი, იური პოსპელოვი და ვიქტორ ჩერედნი უძღვებოდნენ. გამომძიებლებმა 4 თვის განმავლობაში 36 საბჭოთა-სამხედრო ობიექტის საგულდაგულო ინსპექტირება განახორციელეს და დოკუმენტირებულად დაადგინეს, რომ 1100 საბჭოთა ატომურქობინიანი ბალისტიკური რაკეტიდან ზუსტად 652 კილოგრამი პლატინა და 811 კილოგრამი ოქრო იყო ამოცლილი, რომლებიც ამ რაკეტების საკონტაქტო-ელექტრონული ქსელებისთვის იყო განკუთვნილი და დადეს დასკვნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვერცერთი  მათგანი ვერ შეძლებდა საბრძოლო დავალების შესრულებას და შახტიდან ვერ აფრინდებოდა... ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „ცივი ომის“ პერიოდშიც კი, თუ ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს ატომურ დარტყმებს მიაყენებდა, საბჭოეთი სრულფასოვან პასუხს ვერ გასცემდა და პირწმინდად წააგებდა გლობალურ ომს. ეს არა მარტო ძარცვა, მავნებლობა და საბჭოთა ქვეყნის ღალატიც იყო. 1988 წლის 2 მარტს მიხეილ გორბაჩოვმა კაბინეტში საიდუმლო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ვლასოვი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ჩებრიკოვი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი. აგრეთვე, მთავარი მომხსენებელი, პოლკოვნიკი სოსო მირიანაშვილი. მას მერე, რაც ქართველმა გამომძიებელმა საბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელობას ოცდახუთგვერდიანი მოხსენება წაუკითხა 1978-1988 წლებში საბჭოთა ატომურ-სარაკეტო ძალების მდგომარეობის შესახებ, მინისტრ იაზოვს გულის შეტევა დაემართა და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სკლიფასოვსკის კლინიკაში. საქმე კი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა გაიაზრა, რომ ატომური შეტევის შემთხვევაში საბჭოთა კავშირი ყოვლად დაუცველი იქნებოდა და გულმაც იმიტომ უმტყუნა. იაზოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ საიდუმლო შეხვედრა არ შეწყვეტილა და გორბაჩოვის სანქციით, სოსო მირიანაშვილს ყველა უფლებამოსილება მისცეს, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ ემოქმედა და უსასტიკესად გასწორებოდა იმ გრანდიოზული დატაცების ყველა მონაწილეს, ვინც საბჭოთა ატომურქობინიანი ბალისტიკური რაკეტებიდან ძვირფასი ლითონები მოიპარა.

დაუნდობელი ქართველი „სპეცი“
  მიხეილ გორბაჩოვისა და კომუნისტური პოლიტბიუროს სანქციის მიღების შემდეგ პოლკოვნიკმა სოსო მირიანაშვილმა საქმეში თავისი მეგობარი უჩა ჩხეტია ჩართო, რომელიც საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის სპეციალური ძალების საგანგებო ქვედანაყოფის უფროსი იყო და პოლკოვნიკის ჩინს ატარებდა, ჩხეტიას ანგრარიშზე იყო არა ერთი საგანგებო-ოპერაციული დავალების წარმატებით შესრულება, ქართველი პოლკოვნიკი ოთხი საბრძოლო ორდენის მფლობელი გახლდათ. მისი „შევარდნები“ (ასე უწოდებდნენ უჩა ჩხეტიას ქვედანაყოფს „კაგებეში“) მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე რთული დავალების შესასრულებლად იყვნენ მზად და ერთი ჩავარდნაც არ ჰქონიათ. ამგვარად, სოსო მირიანაშვილის განკარგულებაში მოექცა საბჭოთა კავშირის ყველაზე ქმედითუნარიანი  სპეციალური ქვედანაყოფი და ჩხეტიას ბიჭებმა ოპერაცია „ობლავას“ ფარგლებში 1988 წლის 9-12 მარტს სულ რაღაც 4 დღის განმავლბაში, მთელი საბჭოეთის მასშტაბით 79 ადამიანი დააკავეს და მოსკოვში „კაგებეს“ შტაბ-ბინაში მოიყვანეს ლუბიანკაზე. მათ შორის იყო 11 გენერალი, 57 პოლკოვნიკი და 11 სხვა სამხედრო მაღალჩინოსანი და მაღალი თანამდებობის ოფიცერი. ყველა მათგანი სოსო მირიანაშვილმა დაჰკითხა. შესაბამისი პროცედურების შემდეგ კი მათი საქმეები სამხედრო-საველე ტრიბუნალს გადაეცა. საქმის განხილვა და სასამართლო პროცესები 1988 წლის 15 მაისს, ანუ შეთანხმების ძალაში შესვლამდე 2 კვირით ადრე, დასრულდა და 16 ადამიანს (მათ შორის 7 გენერალს) დახვრეტა მიესაჯა. დანარჩენები კი 15-15 წლით ჩასვეს მკაცრი რეჟიმის ციხეებში. სოსო მირიანაშვილსა და უჩა ჩხეტიას წითელი ვარსკვლავის ორდენები და გენერლის წოდებები მიენიჭათ...
P.S. მას მერე, რაც საბჭოეთი დაიშალა, ჩხეტია და მირიანაშვილი მოსკოვში დარჩნენ, ორგანოებიდან წამოვიდნენ და ერთობლივი დეტექტიური სააგენტო დააარსეს, რომელიც დღესაც მოქმედებს და მას ქართველი გენერლები უდგანან სათავეში.


скачать dle 11.3