კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ვირუსი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13(1004)


– მისტერ დოსტ, ერთი ინფორმაციაც უნდა მოგახსენოთ, რომელიც ჩემმა თბილისელმა აგენტმა მომაწოდა, – თქვა ჯობსმა.
– „თბილისელმა აგენტმა“ რას ნიშნავს? – მხრები აიჩეჩა ნობელიანტმა.
– თბილისი საქართველოს დედაქალაქია. საქართველო კი ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა კავშირში შედიოდა, – აუხსნა ჯობსმა დოსტს.
– ა, რუსეთის პროვინცია. კი, როგორ არა, ყური მაქვს მოკრული, – თქვა დოსტმა და დაამატა, – რა მერე, თქვი აბა?
– მისტერ დოსტ, ამ ქალაქში საიდუმლო მუშა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ანტივირუსის ვაქცინაზე მუშაობს და მას, ამ ჯგუფს პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უწევს კურატორობას. როგორც ჩემი ინფორმატორი ამბობს, ანტივირუსის ვაქცინაზე მუშაობა საკმაოდ წარმატებულადაც მიმდინარეობს, – თქვა ჯობსმა.
დოსტმა ხელი ჩაიქნია და ირონიით თქვა:
– დაიკიდე, მელ, რუსეთის ყოფილ მიყრუებულ პროვინციაში კი არა და, შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ვერ მოუბიათ თავი ამ პრობლემისთვის, – დოსტმა სიგარის კვამლი გამოუშვა და დაამატა, – ისე კი სიმართლე უნდა ითქვას, რომ სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, რუსებს საუცხოო მეცნიერები ჰყავდათ, არაერთ მათგანს პირადად ვიცნობდი და ყველა მათგანის შრომაც კი საფუძვლიანად შევისწავლე, რომლებიც მოგვიანებით, მათზე ტაბუს მოხსნის მერე გამოქვეყნდა. არა, მაინც რა სულელური ქვეყანა იყო და რა სულელები მართავდნენ მას. იმ მეცნიერების ნაშრომებს რომ ტაბუ არ სდებოდათ, ბევრი მიიღებდა ნობელის პრემიას. მაინც, ვინაა ის მეცნიერი, ვინც საიდუმლოდ მუშაობს ანტივირუსის ვაქცინაზე?
– ომარ ხიდაშელი, – დინჯად, დამარცვლით თქვა მელორ ჯობსმა, რომ ქართველი მეცნიერის გვარი სწორად წარმოეთქვა.
ქართველი დოქტორის სახელის გაგონებაზე ირვინ დოსტს სახე წამოეჭარხლა და წამოიძახა:
– რაო? ომარ ხიდაშელი? ხომ არაფერი გეშლება, ჯობს?
– არაფერი მეშლება, მისტერ დოსტ, ნამდვილად ომარ ხიდაშელია, – თქვა ჯობსმა.
დოსტი აცქმუტდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან იმეორებდა, – ომარ ხიდაშელი... როგორ დამავიწყდა ამ კაცის არსებობა, ის ხომ ერთადერთია, ვინც ანტივირუსის ვაქცინის შექმნა და ჩვენი ოპერაციის ჩაშლა შეუძლია.
ნობელიანტი არ ცდებოდა. საქმე ის იყო, რომ სანამ დოსტი ნობელის პრემიას მიიღებდა და შემდგომ კი ფარმაკოლოგიურ კომპანიას ჩამოაყალიბებდა, დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა ვირუსების შექმნაზე. სწორედ მაშინ ჩაუვარდა ხელში დოსტს ომარ ხიდაშელის ტაბუირებული ნაშრომი, რომელიც ჯაშუშებმა მოიპოვეს და მას მიუტანეს. ნობელის პრემია კი დოსტმა, სწორედ, ომარ ხიდაშელის ნაშრომის გამოქვეყნებაში მიიღო. ეს იყო პლაგიატი და არა დოსტის შრომის შედეგი. თუმცა, დოსტიც საკმაოდ მაღალი კლასის ვირუსოლოგი იყო, მაგრამ თავის ცოდნასა და ნიჭს ბოროტად იყენებდა... რამდენიმეწუთიანი აქეთ-იქით სირბილის მერე ირვინ დოსტმა ვნებები დაიცხრო. დინჯად გააბოლა სიგარა და მელორ ჯობსს უთხრა:
– ყურადღებით მისმინე, მელ, ომარ ხიდაშელს უნდა მიხედო, მან ვერ უნდა გააგრძელოს ანტივირუსის ვაქცინაზე მუშაობა. აბა, შენ იცი. უმოკლეს დროში უნდა მოაგვარო ეს პრობლემა. გასაგებია?
– გასაგებია. შეიძლება, წავიდე? – თქვა ჯობსმა.
– წადი, წადი და საქმეს მიხედე! – უთხრა დოსტმა და ჯობსი კაბინეტიდან გაისტუმრა.
                                                                           ***
მელორ ჯობსი წარმოშობით ამერიკელი იყო და წარსულში „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს“ ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა. მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსზე კომპრომატების მოპოვების მიზნით არასანქცირებული თვალთვალისა და მიყურადების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჯობსმა ეს კომპრომატები მოიპოვა და შემკვეთს პრეზიდენტად გახდომაში დაეხმარა, მაგრამ სამსახურის დატოვება მაინც მოუწია და ახალი პრეზიდენტი მას ვერ დაეხმარა. ამის მერე ჯობსი ირვინ დოსტთან აღმოჩნდა. მისი სრული ნდობა მოიპოვა და ნობელიანტის მარჯვენა ხელი და ფარმაკოლოგიური კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა. ჯობსს, პროფესიონალიზმთან ერთად, ძალიან ფართო ნაცნობობა ჰქონდა მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებთან, რაც საიდუმლო ინფორმაციის სწრაფად მიღებაში უწყობდა ხელს. ამას ზედ ერთვოდა საქმისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიც და ფაქტობრივად, არ არსებობდა ისეთი ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც მელორ ჯობსს არ შეეძლო.  როგორც კი ჯობსმა ომარ ხიდაშელის განეიტრალების დავალება მიიღო, ორ დღეში, ყალბი პასპორტითა და შეცვლილი გარეგნობით გაემგზავრა საქართველოს დედაქალაქში...
გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, რომელიც ომარ ხიდაშელის რეკომანდაციით ლევან მირცხულავამ დააწესა, ჯობსი ლერი კოლბის პასპორტით ჩაფრინდა საქართველოში და ცნობისმოყვარე თვალს რომ მოჰფარებოდა, თბილისის პატარა სასტუმროში დაბინავდა. ერთი საათი დაისვენა და ისაუზმა, შემდეგ თავის ინფორმატორს დაურეკა და თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში დაუნიშნა შეხვედრა. ჯობსის ინფორმატორი კი უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი სავლე წილოსანი იყო. 45 წლის ქართველი პოლკოვნიკი სოლიდურ ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებდა ჯობსისგან და მას ყველა იმ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა, რომელსაც ის ითხოვდა. წილოსანს კი საკმაოდ ბევრ სახელმწიფო საიდუმლოებაზე მიუწვდებოდა ხელი და ეს არც იყო გასაკვირი. ქართველი პოლკოვნიკი უშიშროების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების ერთ-ერთი უფროსი იყო. წილოსანი ჯობსს პირადად არ იცნობდა და მოღალატე, გამყიდველი პოლკოვნიკი, საჭიროების შემთხვევაში, ჯობსის ხელქვეითებს ხვდებოდა. ფული კი ქართველ მაღალჩინოსანს ინკოგნიტო ანგარიშზე ერიცხებოდა. მისი „დავერბოვკება“ კი მას მერე მოხდა, როდესაც ჯობსის ერთ-ერთმა ხელქვეითმა ჯერ კიდევ მაიორ წილოსანს უჩვენა საიდუმლო საბუთი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან 2008 წლის აგვისტოს ომის წინ რუსეთს ქართული საიდუმლო სამხედრო-სტრატეგიული ობიექტების სია გადასცა. მაშინ წილოსანი სამხედრო დაზვერვაში მუშაობდა, თან ფარულად თანამშრომლობდა „გრუსთან“. ჯობსის „კანტორას“ კი ეს საბუთი „გრუს“ იმ ოფიცერმა მიაწოდა, რომელიც ასევე, დიდი გასამრჯელოს ფასად მუშაობდა ჯობსზე და რუსეთიდან აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს. ამგვარად, ჯობსს მთელს მსოფლიოში ჰქონდა შექმნილი ჯაშუშთა ქსელი და მისი ხელქვეითები საუკეთესოდ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. ჯობსი ყოველთვის ხელქვეითების მეშვეობით მოქმედებდა და პირადად არასდროს ხვდებოდა „დავერბოვკებულ“ აგენტებს. სავლე წილოსანი პირველი იყო, ვისაც ჯობსი უნდა შეხვედროდა და ასე იმიტომ მოიქცა, რომ მას ეს პირადად ირვინ დოსტმა დაავალა. პარიკითა და წვერ-ულვაშით შენიღბულმა ჯობსმა, რასაც მუქი სათვალეც ერთვოდა, პუშკინის დაცარიელებულ სკვერში გაიარ-გამოიარა. ბოლოს სკამზე ჩამომჯდარ, მუქსათვალიან წილოსანს  მიუახლოვდა და უთხრა:
– ხომ ვერ მეტყვით, თბილისის მარჯვენა სანაპირო უფრო ლამაზია თუ მარცხენა?
– მე ძირძველი თბილისელი ვარ და მთელი ქალაქი მიყვარს, – პაროლზე პაროლით უპასუხა წილოსანმა ჯობსს, რომელიც პოლკოვნიკს გვერდით მიუჯდა და უთხრა:
– მე ლერი კოლბი გახლავართ და ინფორმაცია მჭირდება ომარ ხიდაშელზე.
– ხომ მოგაწოდეთ უკვე, – თქვა პოლკოვნიკმა.
– უფრო დაწვრილებითი, სრული ინფორმაციაა საჭირო.
– კონკრეტულად?
– რა ვერ გაიგეთ? სრული, დაწვრილებითი ინფორმაცია ომარ ხიდაშელსა და მის ჯგუფზე – სად და რა პირობებში მუშაობენ, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და რა დონის დაცვის სისტემა აქვთ... – თქვა ჯობსმა.
– მისტერ კოლბი, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაასაიდუმლოეს და მასთან წვდომა ძალიან შეიზღუდა, მათ შორის ჩემთვისაც. გუშინწინ მთელი ჯგუფი ახალ ლაბორატორიაში გადაიყვანეს, რომლის ადგილმდებარეობაც მე არ ვიცი. ცნობილია ის, რომ ომარ ხიდაშელი წარმატებით მუშაობს ანტივირუსული ვაქცინის შექმნაზე და ძალიან  მალე მიაღწევს წარმატებას. სწორედ, ამიტომ გააძლიერეს მათი უსაფრთხოება. ეს ინფორმაცია მე ძველი დაცვის თანამშრომელმა მომაწოდა და მათ ახლა სხვა დაცვა ჰყავთ. ამ პროექტს პირადად პრემიერ-მინისტრი კურირებს და როგორც უკვე გითხარით, უმაღლესი დაცვის დონე და საიდუმლო გრიფი აქვს, – მიუგო წილოსანმა.
– პოლკოვნიკო, თქვენ იმხელა გასამრჯელოს იღებთ, რომ უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეთ. ასე რომ, კეთილი ინებეთ და გაინძერით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ხელმძღვანელობა შეიტყობს, როგორ გადაეცით რუსეთს სტრატეგიული საიდუმლო ინფორმაცია და არ მგონია, თავზე ხელი გადაგისვან. სამაგიეროდ, თუკი ჩემ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მომაწვდით, სოლიდურ პრემიას მიიღებთ, – თქვა ჯობსმა.
– გასაგებია, მისტერ კოლბ. შევეცდები, თქვენი მოთხოვნა შევასრულო, –  მიუგო პოლკოვნიკმა.
– შეეცადეთ, პოლკოვნიკო და ამისთვის, მაქსიმუმ, სამ დღეს გაძლევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ, – თქვა ჯობსმა. პოლკოვნიკს თავისი მობილურის ნომერი უთხრა და დამატა, – ინფორმაციებს რომ მოიპოვებთ, ამ ნომერზე დამირეკეთ.
– კარგი, მისტერ კოლბი, შეხვედრამდე! – თქვა პოლკოვნიკმა და პუშკინის სკვერიდან მიმავალ ჯობსს თვალი გააყოლა. შემდეგ დინჯად წამოდგა სკამიდან და რუსთაველის გამზირისკენ აიღო გეზი.
                                                                                   ***
  თბილისში ყალბი პასპორტით ჩამოფრენილ ჯობსს „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ საიდუმლო თანამშრომლები ასხდნენ კუდზე და მასზე თვალთვალი წამითაც არ წყდებოდა. ყოფილ „ცეერუს“ აგენტს ფედერალები თბილისის აეროპორტში ელოდნენ და ჯერ კიდევ იქ „ჩაიბარეს“. სავლე წილოსანის ნაცვლად კი ჯობსს უშიშროების სამსახურის ქართველი აგენტი შეახვედრეს, რომელიც წინასწარ შემუშავებული სცენარით მოქმედებდა, ანუ მელორ ჯობსის მისია სანახევროდ გაშიფრული იყო და ფედერალებს ამ ვოიაჟის საბოლოო მიზანი აინტერესებდათ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ როდესაც ომარ ხიდაშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და მოქმედების გეგმაზე შეთანხმდნენ, დოქტორი და მინისტრი კი ლაბორატორიისა და ვირუსოლოგების სანახავად წავიდნენ, პრემიერს შეერთებული შტატების ელჩმა დაურეკა და დაჟინებით სთხოვა, საელჩოში სტუმრად სწვეოდა. პრემიერი მიხვდა, რომ ელჩს მასთან პირისპირ საუბარი სურდა და ასე დელიკატურად ამიტომ მიიწვია. პრემიერს თავპატიჟი არ გამოუდია, თანხმობა მაშინვე განაცხადა და ერთ საათში უკვე ელჩის პირისპირ იჯდა.
– ბატონო ლევან, მოდი, დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა ბატონ ომარ ხიდაშელთან თქვენი შეხვედრისა და შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, უფრო სასარგებლო და უსაფრთხო იქნება, თუკი ბატონი დოქტორი ჩვენი, შეერთებული შტატების მფარველობითა და დახმარებით განახორციელებს ამ „ღორის გრიპად“ წოდებული ეპიდემიის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას. და, თუ თქვენ და ბატონი ხიდაშელი ყაბულს ხართ, მაშინ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი ორ საათში აიჭრება ცაში და ბატონ ხიდაშელსა და მის მეუღლეს შეერთებულ შტატებში გადააფრენს. მისი ქალიშვილი პარიზში და მისი ვაჟი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს, ასევე, უსაფრთხოდ იქნებიან – მათ ჩვენ დავიცავთ.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3