№14 მთვარე და თქვენი ხასიათი
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გააკეთეთ არჩევანი?
ნახეთ შედეგი:
1. თქვენ ლიდერის თვისებები გაქვთ. გამორჩეულად შრომისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით. საკმაოდ მარტივად ახერხებთ რთული, ერთი შეხედვით გადაუჭრელი საკითხების მოგვარებას. გაქვთ უნარი, ყველაფერში პროგრესს მიაღწიოთ.
2. ძალიან გიყვართ სტაბილურობა და ცხოვრების ყოველი მომენტით ტკბებით. ყოველდღიური რუტინაც კი განიჭებთ სიამოვნებას. იშვიათი ნიჭი გაქვთ, გააბედნიეროთ გარშემო მყოფები, განწყობა აუმაღლოთ მათ. ისე მოქმედებთ ადამიანებზე, როგორც მალამო.
3. სიახლეების გაცნობა თქვენი სტიქიაა. ზრუნავთ იმაზე, რომ თქვენი ტვინი სისტემატურად „იკვებებოდეს“ ინფორმაციით. ყურადღებას არ აქცევთ შურიან, დაბოღმილ ადამიანებს. არც იმათ, ვინც თქვენზე ჭორაობს. გამორჩეული ინტელექტისა და ინტუიციის წყალობით ყოველთვის აღწევთ დასახულ მიზანს.
4. მომთმენი და თავშეკავებული ხართ. არ გიყვართ სკანდალები. მაქსიმალურად არიდებთ თავს კამათსა და დაპირისპირებას. უპირატესობას აქტიურ დასვენებას ანიჭებთ, მაგრამ ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გინდათ, რომ დაფიქრდეთ ან საინტერესო წიგნი წაიკითხოთ.