კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 სამჯერ დავოჯახდი და დღეს მაინც მარტო ვარ

  ახლა, როცა ცხოვრების დიდი გზა გამოვიარე და თითქმის ნახევარი საუკუნე გავლიე, უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ადამიანი ბედნიერ ვარსკვლავზე არ გაჩნდა და იღბალი არ დაჰყვა, ბედი უმტყუნებს. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება ამეწყო, რა აღარ ვცადე, მაგრამ ამაოდ. სამჯერ შევქმენი ოჯახი და სამივეჯერ მიმტყუნა მეორე ნახევარმა. პირველად სტუდენტობის პერიოდში მოვიყვანე ცოლი. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. მერე, წლები რომ გავიდა, შვილი გვეყოლა და რომ მეგონა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო დედამიწაზე, სწორედ მაშინ აღვმოვჩნდი დეპრესიულ სიტუაციაში. ჩემი ცოლი რაიონიდან იყო. ეტყობა, ჩემზე გათხოვება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ სოფელში არ დაბრუნებულიყო და თბილისში დარჩენილიყო. შვილი კი იმიტომ გააჩინა, რომ ბავშვთან ერთად მასზეც მეზრუნა. გავშორდით ერთმანეთს, ბინაც გავუყავი და ქონებაც, შვილს კი, რაც მქონდა იმით ვეხმარებოდი. რამდენიმე წლის მერე ვიფიქრე, ამდენ ხანს რატომ შევაკალი დეპრესიასა და დარდს თავი-მეთქი და ისევ დავოჯახდი. სადღაც სამი წელი მშვიდად ვცხოვრობდით, მაგრამ იმან სულ ბოლო მომიღო. თურმე, ისე მღალატობდა და მადგამდა რქებს ამხელა კაცს, აზრზე ვერ მოვდიოდი. არასდროს ვყოფილვარ აზიატი და არც ცოლისთვის დამიშლია მოკლე კაბის ჩაცმა, სიგარეტის მოწევა თუ დაქალებთან სიარული. ვფიქრობდი, თავისუფლებას რაც მეტად შევუზღუდავდი, მით მეტად გაიხედავდა სხვა კაცისკენ. აქაც შევცდი. წლები ისე დადიოდა სხვა კაცთან, ეჭვიც კი არ ამიღია. მისგან რომ დაორსულდა, მერე გამშორდა და მასთან წავიდა საცხოვრებლად. ეს ჩემთვის ისეთი სტრესი იყო, ენით ვერ გადმოვცემ. კაცისთვის ცოლის ღალატზე უარესი, არაფერია. პირველი ცოლის საქციელი და გულისტკენა სადღა მახსოვდა? მისმა უმსგავსობამ ყველაფერი გადაფარა. ამის მერე პირველ ცოლთან ვცადე შერიგება, თუმცა უარი მივიღე. მერე გავიგე, საყვარელი ჰყავდა, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფდა და მე რაღაში ვჭირდებოდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ათი წელი, ქალისკენ არ გამიხედავს. უფრო სწორად, ცოლის მოყვანაზე არ მიფიქრია, თორემ ბევრ ქალთან მქონდა ურთიერთობა და დავასკვენი – თუ მატერიალურად ფეხზე მყარად არ დგახარ, არავის უნდა შენი ცოლობა. დროებით სექსუალურ კავშირზე – კი ბატონო, ყველა თანახმაა. რომ ვთქვი, ცოლის მომყვანი აღარ ვარ-მეთქი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავდა, საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა და სამსახურშიც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. მასთან დავიწყე შეხვედრა და ექვს თვეში დავოჯახდით. ყველაფერი კარგად იყო, თუმცა, ჩვენს შორის მისი შვილი ჩადგა და სიტუაცია დაიძაბა. ვერ მიტანდა, „მეიაზვებოდა“, დედამისსაც შეურაცხყოფას აყენებდა. გარდატეხის ასაკში იყო და ამ დროს ბიჭები დედის გათხოვებას და მამინაცვალს რთულად ეგუებიან. საბოლოო ჯამში, დედამ შვილი აირჩია და ჩემგან წავიდა. ეს საბოლოო დარტყმა იყო ჩემთვის და მივხვდი – როცა ბედი არ გაქვს, უნდა დაეტიო კაცი შენს ტყავში და ცდებს მორჩე. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სამი ცოლი მყავდა, ისევ მარტო ვარ. თითქოს, შევეჩვიე კიდეც ასეთ ყოფას და რომ ვფიქრობ, რა გადამატანინეს ქალებმა, მათი დანახვაც აღარ მინდა. სამწუხაროდ, დედა მეუბნებოდა: არ იცი, შვილო, ადამიანის გამოცნობა, ყველას ენდობი და საბოლოო ჯამში, შენ რჩები წაგებულიო. ასეცაა. კიდევ ვამბობ, მე ამ სამიდან, არცერთში არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ყველაფერი ვიღონე, ოჯახური იდილია შემენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოვიდა და რას დავაბრალო, თუ არა ბედს? ყველა იმ ჩემი ახლობლის და ძმაკაცის მშურს, ვინც გააზრებულად მოიყვანა ცოლი და დღეს უბედნიერესი ოჯახები აქვთ. მათთან ურთიერთობასაც კი ვერიდები, რომ მათი შემხედვარე კიდევ უფრო არ „დავიგრუზო“ და კიდევ უფრო არ მეტკინოს გული. აღარც საყვარელი მინდა და მით უმეტეს, აღარც ცოლი. უბრალოდ, მინდა, შვილთან აღვიდგინო ურთიერთობა და ყველა ჩემი პირადი გრძნობა მამობრივ სიყვარულში ჩავკლა.
დათო, 49 წლის.
скачать dle 11.3