კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როცა ცოლი გარბის

ლოურენს ოლივიე

  მისტერ ეიდი მაღალი, მხარბეჭიანი, მზემოკიდებული, ცისფერთვალა კაცი,  დაბნეული  იჯდა და პატარა ულვაშს აწვალებდა.
– მოსაყოლი ბევრი არაფერია, ჩემს ცოლს ჩემთან განქორწინება და სხვაზე გათხოვება უნდა. მიყვარს ცოლი, მის ნაკვალევსაც კი ვეთაყვანები.
– ჰმ, ჩემთან რატომ მოხვედით? – ჰკითხა დეტექტივმა ლეინმა.
– ექვსი თვის ვადაზე დამთანხმდა, თუ ექვსი თვის მერე აზრს არ შეიცვლის, მაშინ უნდა შევეშვა. ის კაცი, ვიღაც საძაგელი, გრძელთმიანი ტიპია. მგონი, კრიმინალთან უნდა ჰქონდეს კავშირი.  რას მირჩევთ, როგორ  მოვიქცე? – ჰკითხა ბოლოს.
 ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ. ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს მოგიჩენთ. წარმოვიდგინოთ,  თქვენმა ცოლმა გაიგო, თქვენც ისევე ისწრაფვით თავისუფლებისკენ, როგორც თვითონ. ნახავს, რომ თქვენ მიიზიდეთ და მოხიბლეთ ქალიშვილი, რომელსაც შავისა და თეთრის გარჩევა შეუძლია,  ყველა მისი მეგობარი კი  იტყვის, უფრო ეშხიანი ქალი მოძებნაო. ეს კი ჭკუაში არ დაუჯდება. შეეცდება, ისევ მოგიპოვოთ, მაგრამ გაუმეორებთ მის ადრე ნათქვამს: „უმჯობესია დავშორდეთ, ხასიათით ვერ ვეწყობით!” თუ ისე მოიქცევით, როგორც მე დაგარიგებთ, გამარჯვების შანსი ოთხმოცდაჩვიდმეტი პროცენტი გაქვთ.
–  კეთილი, – თქვა მისტერ ეიდმა, – ყველაფერს გავაკეთებ.
 ენი ეიდის მოვარდისფრო-იისფერი, ნაზი კაბა ეცვა, ოცდათხუთმეტ წელზე გაცილებით ნაკლებს მისცემდით. თავის მეგობარს ესაუბრებოდა. ეს ქალი ყოველთვის ყველაფერში თანაუგრძნობდა. ორივე ქალბატონს ქმარი უშლიდა ნერვებს. ბირჟის, აქციებისა და გოლფის მეტი სალაპარაკო რომ არაფერი ჰქონდათ. მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა.
– ორიოდე დღის წინ ჩემი ქმარი ისეთი გულგატეხილი ჩანდა... ახლა კი, ხომ ნახე, ეს გოგო ჩამოიყვანა აქ!  ეგონა, ვიეჭვიანებდი. რა სისულელეა! ისეთი გოგოა, მხოლოდ კაცები რომ აინტერესებს.  მოიცა, აქეთ მოდის...
– რა კეთილი ხართ, თქვენს აგარაკზე  რომ მომიწვიეთ, – უთხრა მალენმა მისის ეიდს, - ზოგი ქალი ქმრის მეგობრებზე ეჭვიანობს ხოლმე.  მით უმეტეს, რომ  აშკარაა, ქალებს მოსწონთ. კინაღამ გავგიჟდი, რომ გავიგე ცოლიანიაო. რატომ ხდება, რომ სიმპათიურ მამაკაცებს ახალგაზრდობაშივე  დაიტაცებენ ხოლმე?
მისის ეიდი მოიღუშა.
– ალბათ, ბევრი მეგობარი კაცი გყავთ.
–  დიახ. ქალებს კაცები მირჩევნია. ქალებს რატომღაც თვალში არ მოვუდივარ.
 – იქნებ იმიტომ, რომ მეტისმეტად კარგად ექცევით მათ ქმრებს, – ავად ჩაიცინა  მისის ეიდმა.
– იცით, ზოგჯერ მეცოდებიან კაცები, თავიანთ მოსაწყენ ცოლებზე რომ არიან მიჯაჭვული. ბუნებრივია, ქმარს ვინმე ახალგაზრდა და მხიარულ ქალთან მოუნდება ყოფნა. მე ვფიქრობ, ძველი ურთიერთობის შეწყვეტა და ცხოვრების თავიდან დაწყება კარგი საქმეა. წავედი, ჩაისთვის ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო.
– რა საძაგელი არსებები არიან ეს თანამედროვე გოგონები. მგონი, ჩემი ქმრის დათრევა უნდა, – დაიბოღმა მისის ეიდი  და თავადაც მაღლა ავიდა. მისი ქმარი საწოლ ოთახში ტანსაცმელს იცვლიდა და თან ღიღინებდა.
– კარგი დროს ატარებ,  ძვირფასო? – ჰკითხა ცოლმა.
– ოჰ, ძალიან.
– მოხარული ვარ, მინდა, რომ ბედნიერი იყო... – მხრები აიჩეჩა ქალმა და უცებ ჰკითხა, – რამდენი ხანია ამ გოგოს იცნობ?
–  ვის? მალენს? კარგად არ მახსოვს. რამე მნიშვნელობა აქვს?
– არა, არაფერი. არასდროს გიხსენებია.
ჩაის შემდეგ მისტერ ეიდი  და მალენი მდელოზე მისეირნობდნენ.  
– ასე მგონია, უნდა შევეშვათ ამ თამაშს. ჩემმა ცოლმა წეღან ისეთი სიძულვილით შემომხედა... – ძლივს ამოთქვა მისტერ ეიდმა, ვარდების ბაღში თვალს რომ მიეფარნენ.
– ნუ სწუხართ, ყველაფერი რიგზეა, – დაამშვიდა მალენმა, – თქვენი ცოლი გამოჩნდა ტერასის კუთხეში, გირჩევნიათ მაკოცოთ.  მან კაცს ხელები მოხვია, მისტერ ეიდს თავბრუ დაეხვა.
 ... მოგვიანებით, როდესაც მისტერ ეიდი მალენს შეხვდა, შეწუხებული სახე ჰქონდა.
– საშინელ დღეშია. ისტერიკა დაემართა.
 – ძალიან კარგი. ჩვენც ხომ ეს გვინდოდა.
 – ასე მითხრა, ის გოგო შენზე გათხოვებას აპირებს. ჩავალაგებ ჩემს ნივთებს და წავალო – ამან ამაფორიაქა.
მალენმა გაიცინა.
– მე გასწავლით, რა უნდა უპასუხოთ. თავადვე მიგატოვებ, ავიბარგები-თქო! თქვენს ცოლს იმის გაფიქრებაც კი გააგიჟებს, რომ თქვენ ლონდონში დროს გაატარებთ.
მეორე დილას მისტერ ეიდმა ახალი ამბავი შეატყობინა.
– მომისმინეთ, იქნებ უკვე გვაქვს ის შედეგი, რისთვისაც ეს ყველაფერი წამოვიწყეთ? ჩემი ცოლი უკვე საკმაოდ ნერვიულობს.  ამბობს, რომ აგარაკზე იმ ტიპს მოიპატიჟებს. ნამდვილად გავგიჟდები!
– გულს ნუ გაიტეხთ, – დაამშვიდა მალენმა, – ყველაფერი მშვენივრად მიდის. ორიოდე კვირაც და... თქვენს წუხილს ბოლო მოეღება...
– ასეთი ძნელად შესაცდენი კაცი არასოდეს მინახავს, – შესჩივლა ქალიშვილმა დეტექტივ ლეინს. თავის ცოლზე გიჟდება! დაავადებულია იმ ქალით. ნეტა იცოდეთ, რა ფასად დამიჯდა, რომ ჩემთვის ეკოცნა, თუმცა მერე კი მოეწონა! მისის ეიდი, რა თქმა უნდა, გაცოფდა. მისი ორივე მამაკაცი მე მეარშიყებოდა.
დეტექტივმა დაფიქრებულმა შეხედა.
– მალენ, დარწმუნებული ხარ, რომ სიტუაციას აკონტროლებ? ზედმეტი არ მოგივიდეს. ჩვენი მიზანი მათი შერიგებაა. ისტერიკაში ჩავარდნილი, ეჭვებით შეპყრობილი ქალი საშიშია. ზუსტად უნდა განსაზღვრო, რისი გაკეთება შეუძლია იმ ქალს.
– ყველაფერი კარგად იქნება. მისტერ ეიდიც მითითებებს ბრწყინვალედ ასრულებს. ჩემზე უთხრა, მისი ცოლად შერთვა მსურსო!
დეტექტივმა ისევ გადააქნია თავი.
– მალე უნდა მორჩეს ეს ამბავი...
ერთბაშად კარი გაიღო და ოთახში მისტერ ეიდი შემოვარდა.
– სად არის? – მერე მალენს მოჰკრა თვალი, – ძვირფასო! – შეჰყვირა მან და ქალიშვილის ხელები თავის ხელებში მოიმწყვდია. – ძვირფასო, შენ იხსენი ჩემი ოჯახი. ამ სამ დღეში სასწაული მოახდინეთ. მე თქვენ გაღმერთებთ! ენს აღარ უნდა, რომ გამშორდეს.  ისეთი მადლობელი ვარ თქვენი...
შეცბუნებულ ქალიშვილს კაცმა მკლავები მოჰხვია. ამ დროს ისევ გაიღო კარი და ამჯერად გამხდარი, მწვანეკაბიანი ქალი შემოვიდა.
– ასეც ვიცოდი! ვიცოდი, ამასთან რომ წამოხვიდოდი! გინდა, გული გამისკდეს! ოღონდ დამიბრუნდი! არასოდეს გისაყვედურებ ამ ამბის გამო. გოლფსაც ვისწავლი, შენ რომ არ მოგეწონება, ისეთთან არავისთან ვიმეგობრებ. ამდენი წელი ჩვენ ხომ ასე ბედნიერები ვიყავით ერთად.
– ენი? შენ ხომ გინდოდა, იმ სულელ ჯორდანს წაჰყოლოდი ცოლად. რატომ არ მიყვები?
მისის  ეიდმა დაიკივლა და მალენს მიუბრუნდა:
– შე ცბიერო ქალო! შე საზიზღარო, მაცდურო, როგორ წამართვი ქმარი! – და უცებ მის ხელში პისტოლეტმა იელვა.
სანამ დეტექტვი და მისტერ ეიდი გონს მოვიდოდნენ, გაისროლა კიდეც.
მისტერ ეიდი გაოგნებული მიშტერებოდა სისხლში მოსვრილ ქალს. მერე ცოლს შეხედა, რომელმაც გიჟივით  გადაიხარხარა.
–  მის გამოჩენამდე წმიდანივით იქცეოდი, ახლა კი ისე შეიცვალე, ვეღარ გცნობ...
 ქალი ქვითინით მოეხვია  ქმარს.
 დეტექტივმა  ყურმილი  აიღო და პოლიციაში დარეკა...
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3