კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ამარცხებს ადვილად დაავადებას

  პლანეტები და ვარსკვლავები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანების ჯანმრთელობაზე, მათ ქცევასა და გუნება-განწყობაზე. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი იმუნიტეტი დაჰყვება. ამის წყალობით კი, ზოგიერთი მათგანი გაცილებით ადვილად ამარცხებს ყველაზე საშიშ ქრონიკულ დაავადებებს, მაშინაც კი, როცა ზოგიერთი ვირუსი პრობლემებს უქმნის.
  დაავადებების მიმართ ფსიქოლოგიური მდგრადობით ყველაზე მეტად ცეცხლის ნიშნები გამორჩევიან – ვერძები, ლომები და მშვილდოსნები. ესენი დინამიკური ცხოვრების წესის მქონე ხალხია. მათში დიდი ენერგია და სასიცოცხლო პოტენციალია, რომლის მეშვეობითაც ისინი ყველაზე საშიშ დაავადებებსაც კი  იოლად უმკლავდებიან, მალე ამარცხებენ და სასიცოცხლო ძალების აღდგენას მოკლე დროში ახერხდებენ.
კარგი რეგენერაციის უნარი აქვთ, ავადმყოფობის შემდეგ კირჩხიბებს, მორიელებს, თევზებს, სასწორებსა და ტყუპებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ცვალებადი ხასიათის და საკმაოდ ემოციურები არიან. ამიტომ ავადმყოფობის დროს მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა შიშია. თუმცა, როგორც წესი, ისინი ახერხებენ, თავი დააღწიონ ავადმყოფობის „კლანჭებს“, იმ შემთხვევაში, თუ გუნება-განწყობა გამოუკეთდათ ან რაიმე ტიპის სტიმული აქვთ ცხოვრებაში. მათ გამოჯანმრთელებაში დიდ როლს ასრულებს სხვა ადამიანის პოზიტიური დამოკიდებულება.
  კირჩხიბის და მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, ყველა სახის ქრონიკული დაავადების მიმართ აქვთ მიდრეკილება, რაც მათი ემოციური ბუნების ბრალია.
  ხშირად უხანგრძლივდებათ გამოჯანმრთელება ქალწულის, თხის რქისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ მათი დამოკიდებულება ექიმების, მედიკამენტებისა და მკურნალობის მიმართ, ძირითადად, სკეპტიკურია. ამასთან ერთად, ამ ადამიანებს, უიმედობა და პესიმიზმი ახასიათებთ. თუმცა, მათდა საბედნიეროდ, ავად გახდომის შანსები, ხშირ შემთხვევაში, დაბალი აქვთ, რადგან მათი უმეტესობა, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს და უფრხილდება.

скачать dle 11.3