კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 ექიმის რჩევები

კითხვა: ცხვირის ძგიდე მაქვს გამრუდებული და ფიზიკური დატვირთვის დროს მალე ვიღლები. რა გავაკეთო, რომ ამან გულზე არ იმოქმედოს და პრობლემები არ შემიქმნას?
პასუხი: პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა  ქირურგიული ჩარევაა.
კითხვა: მაინტერესებს პოლიკისტოზი და მულტიცისტოზური საკვერციხის სინდრომი ერთი და იგივეა? თუ – არა, რა განსხვავებაა მათ შორის?
პასუხი: მულტიფოლიკულოზი არის დროებითი ხანმოკლე მოვლენა, რომელიც ვლინდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე და ხშირ შემთხვევაში თავისით ალაგდება. რაც შეეხება საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომს, ეს გახლავთ ნოზოლოგია, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: მესტრუალური ციკლის დარღვევა მენარხედან ოლიგომენორეის ტიპით ანუ გადაცდენებით, საკვერცხეების ზომაში მომატება და მრავლობითი სხავასხვა ზომისა და ფორმის წვრილცისტური ჩანართების არსებობა, კაფსულის ფრაგმენტული შესქელება, დომინანტური ფოლიკულის არარსებობა და დამახასიათებელი დოპლეროგრაფიული ცვლილებები, რაც საბოლოოდ იწვევს ანოვულაციას და შესაბამისად – უნაყოფობას.
კითხვა: ვარ 25 წლის. რამდენიმე დღეა, ნიკაპის ქვეშ გამიდიდდა ლიმფური კვანძი (თხილის ხელაა). შეიძლება, ვირუსთან იყოს დაკავშირებული?
პასუხი: შესაძლოა ლიმფური ჯირკვლის გადიდება დაკავშირებული იყოს, როგორც ვირუსულ ინფექციასთან, ისე  ყელში მიმდინარე ინფექციურ პროცესთან და პირის ღრუში არსებულ რაიმე პრობლემასთან (ლორწოვანის დაზიანება, კარიესული კბილი, სანერწყვე ჯირკვლების სადინარის დაცობა და სხვა). გირჩევთ, მიმართოთ სტომატოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3