კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 კარტოფილი ჩვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია, არამედ სასარგებლოც. ის შეიცავს ნახშირწყლებს, ფრუქტოზასა და გლუკოზას, ბევრ უჯრედისს. 300 გრამი კარტოფილში ვიტამინების დღეღამური ნორმის ნახევარია. კარტოფილი აწესრიგებს გულის მუშაობას არითმიის დროს. შეშუპების დასაცხრომად  უნდა მიიღოთ უმარილო 1 კილოგრამი კარტოფილი, ნებისმიერი სახით ან დაიცავით დიეტა: 3-4 დღის განმავლობაში მიიღეთ დღეში 1 ლიტრი რძე, 1 კილოგრამი კანიანად აირღუმელში შებრაწული კარტოფილი, 100 გრამი შაქარი.
  კარტოფილის ახალგამოწურული წვენი ამუხრუჭებს საკვების მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს მიიღეთ ნახევარი ჭიქა წვენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 3 კვირა. გულძმარვასა და გასტრიტს შემდეგნაირად ციკლებით კურნავენ: 10 დღე სვამენ კარტოფილის წვენს, ხოლო 10 დღე ისვენებენ. 10 დღის განმავლობაში, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა დალიოთ ერთი ჭიქა ახალგამოწურული კარტოფილის წვენი. მცირე რაოდენობის კარტოფილის წვენის მიღება აქვეითებს არტერიულ წნევას. მას აქვს შარდმდენი და მსუბუქად გამხსნელი თვისება, რისთვისაც საჭიროა დალიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  კარტოფილის  ახალგამოწურული წვენი კურნავს ეგზემას, დამწვრობას, ტროფიკულ წყლულებს, კოჟრებს, დერმატიტს.
  კარტოფილის წვენი, სტაფილოსა და ნიახურის წვენთან ერთად, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა ანემიის დროს.
  ბევრი სასარგებლო ელემენტია კარტოფილის კანშიც. ამიტომაც კარტოფილი კანიანად უნდა გაწუროთ. ხარშვისა და შეწვის დროს კარტოფილი ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს. გამომდინარე იქიდან, რომ უმ კარტოფილს არავინ მიირთმევს, უმჯობესია, მისი ახალგაწურული წვენის დალევა. დიდ ეფექტს იძლევა, აგრეთვე, კანზე უმი კარტოფილის რბილობის დაფენა. ის კურნავს პრობლემურ უბნებს და აცხრობს ანთებას. წვრილად გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. 2 საათის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით. კარტოფილის წვენში დიდი რაოდენობით C ვიტამინია, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. დღეში 1 ჭიქა კარტოფილის წვენი ძალიან დაგეხმარებათ განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში.
მინერალური მარილებიდან კარტოფილში ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის შემცველი ნაერთები. მიკრო- და მაკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, იოდი, მანგანუმი.  კარტოფილის ქიმიური შედგენილობა გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გაიშიფრა, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები ადამიანმა გაცილებით ადრე შეამჩნია. დღეისთვის ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის და სხვა), ვიტამინებს. ბევრს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა. სინამდვილეში კარტოფილი მდიდარია C, B1, B2, B6, B9, PP, K, D, U ვიტამინებით.
  უმი კარტოფილის სანთლები წარმატებით გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. მოხარშული კარტოფილის დიეტას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მათ შორის – ჰიპერტონიული დაავადების დროს. კალიუმის უხვი შემცველობის გამო კარტოფილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.
  კარტოფილის ქერქი და მწვანე ნაწილები შეიცავს ტოქსიკურ სტეროიდს – ალკალოიდ სოლანინს, ამიტომ ის სიბნელეში უნდა შეინახოთ. თუ მაინც სინათლეზე დაგრჩათ და გაგიმწვანდათ, აუცილებლად ჩამოაჭერით და გადაყარეთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საკვებად.
წითელი კარტოფილი შეიცავს უამრავი სახის ვიტამინს, ის უფრო მეტად დაბალკალორიულია და აქვს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებები. შეიცავს კონკრეტული ტიპის ანტიოქსიდანტს, რომელიც ორგანიზმში ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ის საუკეთესო საშუალებაა:
1) საჭმლის მონელებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის;
2) ანთების საწინააღმდეგოდ, წითელი კარტოფილი ასევე, კარგია ართრიტის სამკურნალოდ და მათთვის, ვისაც სხეულზე დაწყლულებული ადგილები აქვთ;
3) წითელი კარტოფილი განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავანოიდებს, რაც კიბოს პრევენციას უწყობს ხელს.  ასევე, ის მდიდარია A და C ვიტამინებით;
4) საუკეთესო საშუალებაა კანის მოვლისა და აკნეს სამკურნალოდ;
5) ძალიან კარგია გულის დაავადების სამკურნალოდ და ჰიპერტონიული დაავადების მქონე ადამიანებისათვის;
6) წითელი კარტოფილი აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე.
скачать dle 11.3