კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ალერგიული დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული. მსოფლიოს მოსახლეობის 30-40 პროცენტს ეს სენი ამა თუ იმ ფორმით აქვს გამოვლენილი და მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა მთელ მსოფლიოში ჯეროვნად მუშაობს და მკურნალობის მეთოდებიც დღითი დღე იხვეწება, ალერგიულ დაავადებათა სიხშირე კლების ნაცვლად იმატებს.
  სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 20 პროცენტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება კანის ალერგიული დაავადების ერთ-ერთი ფორმა – ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება ანუ კვინკეს დაავადება, ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი.  რაც შეეხება ალერგიის მიზეზს, პრობლემის თავი და თავი ატოპია გახლავთ. ატოპია ალერგიის ის სახეა, რომლის ჩამოყალიბებაშიც წამყვანი როლი მემკვიდრეობითობას აკისრია. ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალერგიულ დაავადებათა განსაზღვრული სახეობები წინაპრებმა „გვიანდერძეს“.
  ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია (ურტიცა – ჭინჭარი) პოლიეტიოლოგური დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ მას მრავალი ფაქტორი იწვევს, უმთავრესი მიზეზი კი მედიკამენტები, საკვები, ინფექციები, მწერის ნაკბენია. არსებობს ჭინჭრის ციების ისეთი ვარიანტებიც, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის, სიცივის, სითბოს, ვიბრაციის, მზის ან წყლის ზემოქმედებით ვითარდება.
  ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული მორეციდივე ანუ პერიოდული გამწვავებით მიმდინარე ანთებითი დაავადებაა. ბავშვთა ასაკში ამ პათოლოგიის მთავარ მიზეზს კვებითი ალერგენები წარმოადგენს, ყველაზე ხშირად – კვერცხი, რძე, არაქისი, სოია და ხორბალი. ბავშვებისგან განსხვავებით, მოზრდილებში საკვებისმიერი ალერგია იშვიათია. ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხშირად ოთახის მტვერიც იწვევს. დაავადების მიმდინარეობას ძალზე ართულებს სტაფილოკოკური და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია.
  ატოპიური დერმატიტი სამ ასაკობრივ ჯგუფში – ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში ვლინდება. ბავშვებში კანის პათოლოგიური ცვლილებები უპირატესად შუბლისა და ლოყებზე ვითარდება და თავის ქალის თმიან ნაწილსა და ნიკაპზე ვრცელდება. გამონაყარის ტიპური ადგილებია იღლიები, იდაყვისა და მუხლისქვეშა ფოსოები, მაჯები, ხელის მტევნები. გამონაყარს ხშირად ერთვის კანის ზედა ფენის აქერცვლა და ქერქების წარმოქმნა. დაზიანებულ კანში იოლად იჭრება ინფექცია და საკმაოდ რთულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უდებს სათავეს.
  ჭინჭრის ციების შემთხვევაში გამონაყარი ძლიერ წააგავს ჭინჭრის ნასუსხს, სხეულის ნებისმიერ ადგილას ჩნდება და ძლიერ ქავილს იწვევს. ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმაა კვინკეს შეშუპება, რომელიც სახის, ლორწოვანი გარსისა და სხეულის სხვა ნაწილების შესიებით გამოიხატება. მას ქავილი არ ახასიათებს, თუმცა შესაძლოა, წვისა და ტკივილის შეგრძნება ახლდეს თან. კვინკეს შეშუპება ძალზე საშიშია, თუ პირისა და ხახის ლორწოვან გარსებზე განვითარდა.
  კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი პოლიმორფული ანუ მრავალფეროვანია, თან ახლავს ქავილი, შეშუპება და შეწითლება.
გამონაყარს კანზე მრავალი დაავადება იწვევს. ვინაიდან კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი მრავალფეროვანია, დიაგნოზის დასმისას უნდა გამოვრიცხოთ სხვა მსგავსად მიმდინარე პათოლოგიები, მათ შორის – ინფექციური, სიმსივნური დაავადებები, იმუნოდეფიციტით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობა, ვარიკოზული ეგზემა, სებორეული დერმატიტი, კანდიდოზი, მუნი.
  გაითვალისწინეთ: ბავშვები, რომლებსაც მცირე ასაკში უვლინდებათ კანის ალერგია, შემდეგში მიდრეკილებას იჩენენ ბრონქული ასთმის ან ალერგიული რინიტისადმი. კვების რეჟიმის მოწესრიგებასა და ჰიპოალერგიული დიეტის დაცვას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკაში.
скачать dle 11.3