კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

პანიკური აშლილობის მთავარი ნიშანი პანიკური შიშის შეტევებია. ხშირად მას თან ახლავს გარდაუვალი სიკვდილის შიშიც. პანიკა, წესისამებრ, უმიზეზოდ იჩენს თავს, ამიტომ შეტევის მოახლოების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. არსებობს სხვა სიმპტომებიც, ესენია: ტაქიკარდია, ანუ გულის შეკუმშვათა გახშირება;  ჰიპერგიდროზი, ანუ ჭარბოფლიანობა; ჟრჟოლა სხეულში; კუნთების კანკალი, მოვლენითი წამოხურება, ტრემორი, ანუ მთელი ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების კანკალი, სუნთქვის გართულება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ასფიქსია, ტკივილები გულ-მკერდის მარცხენა ნაწილში, მუცლის ტკივილი, დიარეა ან ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, ხშირი შარდვა, ყელში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება, კიდურების გახევების შეგრძნება, სიარულის გართულება, თავბრუ, გულის წასვლისწინა მდგომარეობა, მაღალი არტერიული წნევა. პანიკური აშლილობის დიაგნოზის დასასმელად, სულ მცირე, ოთხი სიმპტომის არსებობაა აუცილებელი.
 პანიკის შეტევას ხშირად თან ახლავს ფსიქოლოგიური დისკომფორტი და ქცევითი დარღვევები:
დეპერსონალიზაცია, ანუ როდესაც პიროვნება კარგავს „მე-ს“ აღქმის უნარს და საკუთარი სხეულსა თუ განცდებს უცხოდ აღიქვამს. ჭკუიდან შეშლილობის, შიზოფრენიის, საკუთარ ქცევებზე კონტროლის დაკარგვის აკვიატებული შიში, სიკვდილის შიში, უძილობა ან წყვეტილი ძილი, კოშმარები.
როგორ მოვიქცეთ? არ იღელვოთ! ასეთი შეტევებისას არანაირი რეალური საფრთხე არ გემუქრებათ. სინამდვილეში, პროცესი თავადვე შეგიძლიათ გააკონტროლოთ. ცნობილი ფსიქოლოგები გირჩევენ, რა უნდა გააკეთოთ, თუ სტრესისთვის თავის არიდებას ვერ ახერხებთ და შესაბამისად, პანიკის შეტევა გეწყებათ. მედიკამენტოზური თუ ფსიქოთერაპიული მკურნალობის გარდა, ადამიანს თვითონაც შეუძლია დაეხმაროს საკუთარ თავს პანიკის შეტევების შეჩერებაში.
ამ დროს ადამიანმა თავი უნდა დაანებოს სიგარეტსა და ალკოჰოლს, მინიმუმამდე დაიყვანოს კოფეინის შემცველი სასმელებისა თუ პროდუქტის მიღება, სიფრთხილით მოეკიდოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღებას.
შეისწავლოს სუნთქვის სპეციალურად შემუშავებული ტექნიკა და მოდუნების მეთოდიკა, რაც პანიკის შეტევების სიმპტომებს ამცირებს.
დაიცვას რეჟიმი. თავი აარიდოს ფიზიკურ თუ გონებრივ გადაღლილობას. არ მოიკლოს ღამის ძილი.
პანიკის შეტევის შეჩერება შესაძლებელია მედიკამენტების გარეშეც.
შეტევისას მთავარია გაიაზროთ, რომ მისი შეჩერება დიდწილად თავად თქვენზეა დამოკიდებული და შეეცადოთ, დამშვიდდეთ.
ამისათვის:
* შეისხით სახეზე, ყელსა და ხელებზე ცივი წყალი;
* ერთ ჭიქა ცივ წყალში გახსენით ორი ჩაის კოვზი შაქარი და დალიეთ;
* დაჯექით მოხერხებულად;
* ათჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ნებისმიერ „ჭუჭელში“, იქნება ეს პარკი, პლასტმასის ბოთლი თუ ერთმანეთთან პეშვად მიტყუპებული ხელისგულები;
* შეეცადეთ, გაიღიმოთ ან უბრალოდ; მიაღებინოთ სახეს გაღიმებული გამომეტყველება;
* ხმამაღლა ან გულში წარმოთქვით წინასწარ მომზადებული დადებითი ტექსტი ან, სულაც, ლოცვა;
* შეეცადეთ, ყურადღება შინაგანი შეგრძნებებიდან გარე ობიექტებზე გადაიტანოთ და მათზე იფიქროთ;
პანიკური შეტევებისადმი მიდრეკილი ადამიანებისათვის არსებობს რჩევების ჩამონათვალი და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი მთავარი რჩევაა – არ ებრძოლოთ პანიკას:
* შეეგუეთ პანიკას, ნუ ეცდებით მასთან ბრძოლას.
* წარმოიდგინეთ საკუთარი პანიკა და შეხედეთ მას გარედან, ისე, თითქოს ის თქვენ მიღმაა;
* იცხოვრეთ ჩვეულებრივად, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. პანიკას მოსწყინდება და დაგტოვებთ;
* გაიმეორეთ ეს ყველაფერი, სანამ პანიკა არ დაგტოვებთ.скачать dle 11.3