კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 როდის აღიქვამს ქალის ყველა ნაკლოვანებას მამაკაცი და რატომ ეპარება მას ეჭვი საკუთარ სიტყვებში

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

შეყვარებული მამაკაცების უმრავლეოსობას ემოციის მოზღვავება და უხვსიტყვიანობა ახასიათებს. როგორც კი ქალი შეუყვარდებათ, რაციონალური აზროვნება უჭირთ. ასეთ მდგომარეობაში მათ ყველაფრის თქმა შეუძლიათ. მაგრამ რამდენად სარწმუნოა მათი სიტყვები?!  ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ არ არის აუცილებელი, შეყვარებული მამაკაცის ყველა სიტყვას დავუჯეროთ. ერთ-ერთმა მაინც უნდა შეინარჩუნოს გონიერება, რომ შემდეგ იმედგაცრუებამ ურთიერთობას ხელი  არ შეუშალოს. მაგალითად, თუ პირველივე დღეებიდან სამუდამო ერთგულებას გვპირდებიან და გვეუბნებიან, რომ მზად არიან, ბევრი რამ გვაპატიონ, ხაზი გადაუსვან ყველაფერს ცუდს და ყოველ წყენაზე ახალი ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობა, უნდა დავფიქრდეთ, მოვუხმოთ საღ აზრს, გავაანალიზოთ, რამდენად შეუძლია მამაკაცს სიტყვის შესრულება. არ უნდა ვიყოთ ილუზიას აყოლილი, არ დავიჯეროთ ის, რაც მოკლებულია რაციონალურ მარცვალს.
  თიკო (37 წლის): რაზეც მე უნდა ვისაუბრო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ქალს ადარდებს. სიყვარული არაჩვეულებრივი რამეა და არავის ვუსურვებ მის გარეშე ცხოვრებას. მაგრამ, თუ სიყვარულს შენი კონტროლის ქვეშ არ მოაქცევ, საკუთარი  თავის მტერი  იქნები. რამდენი ქალი ვახერხებთ ამას? ალბათ, ძალიან ცოტა და მათაც დაცინვით მოვიხსენიებთ. როცა გვიყვარს, გვავიწყდება, რომ ანთებულ სასიყვარულო გრძნობას ჩაქრობის უნარიც აქვს და როცა ეს ხდება, მამაკაცი ხედავს ქალს მთელი თავისი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით.
– ქალი არ ხედავს მამაკაცს მთელი თავისი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით?
– ჩვენ მაშინაც ვხედავთ მამაკაცის ნაკლს, როცა ძალიან ვართ შეყვარებულები, მაგრამ თვალს ვხუჭავთ ამ ყველაფერზე.  დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ეს ასეა. შეყვარებულ ქალს არაფრის დანახვა და გაგონება არ სურს. ჯიუტად, შეგნებულად იყრუებს ყურს და იბრმავებს თვალებს.  მამაკაცს კი, როცა უყვარს,  ყველა სხვა შეგრძნება დაჩლუნგებული აქვს. ის მართლა ვერაფერს ხედავს და ამჩნევს. სანამ სიყვარული ძლიერია, მისთვის საყვარელი ქალი უნაკლოა. წარმოიდგინეთ, ავადმყოფი რომ ბოდავს, მისი სიტყვების დაჯერება ხომ არ შეიძლება. ასეა შეყვარებული მამაკაცის შემთხვევაშიც.
– ანუ, ქალები უფრო გონიერები ვართ,  ვიდრე მამაკაცები?
– მე ეს არ მითქვამს. გონიერები მაშინ ვიქნებოდით, თავს რომ არ ვიტყუებდეთ. ხომ ყველაფერი ამის გამო ხდება. რაღაც მომენტამდე არ გვინდა, რეალობას თვალი გავუსწოროთ, გავაღმერთებთ კაცს და მერე ისევ ჩვენ ვნანობთ. ილუზიებით  დიდხანს ვერ იცხოვებ  და ვერც სიყვარულს ასაზრდოებ.
– ანუ, თუ მამაკაცის ნაკლი ჩვენთვის მიუღებელია, სიყვარულზე უარი უნდა ვთქვათ?
– სიყვარულზე უარი მაშინ უნდა ვთქვათ, როცა ზუსტად ვიცით, რომ მამაკაცის ზოგიერთ ჩვევასთან ერთად ცხოვრებას ვერ შევძლებთ. ეს ხომ ჩვენი ცხოვრებაა და ყველა ვხვდებით, რომ მუდმივი კომპრომისი წარმოუდგენელია. მოთმენასა და თვალის დახუჭვას  მამაკაცი ღირსებად არ ჩაგითვლით – ამის იმედი არ უნდა გვქონდეთ.  მოთმინების ფიალა კი ივსება.
– და ეს ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაში პრობლემები გარდაუვალია?
– დიახ. როგორც კი მოთმინების ფიალა აგევსებათ და მამაკაცს ნაკლზე მიუთითებთ, ის ამას არ გაპატიებთ. იმედსაც გაუცრუებთ. ამ დროს თქვენ კიდევ უფრო გაბრაზდებით და რისხვად ატყდებით თავს „დამნაშავეს“, რითაც მამაკაცის თვალში მხოლოდ აკნინებთ საკუთარ ღირსებებს. მისთვის არსებობს ბევრი ისეთი რამ, რომელთა პატიებაც, უბრალოდ, შეუძლებელია. მაგალითად, ვერ ხვდება, რატომ საყვედურობთ და ეჩხუბებით. ის ხომ ისეთივეა, როგორიც ყოველთვის იყო. ვერ გაიგებს, რატომ სთხოვთ, შეიცვალოს ან როგორ შეიცვალოს. მოცემულ სიტუაციაში მას სიყვარულიც კი არ დაეხმარება, რომ აგიტანოთ. რადგანაც ასეთ დროს  მისთვის არანაირი სიყვარული აღარ არსებობს. ასეთ დროს მამაკაცი მიდის იმასთან, ვინც ისეთს მიიღებს, როგორიც არის.
– სად გადის ზღვარი და რა არის ის, რისი პატიებაც მამაკაცს არ შეუძლია?
– მამაკაცს არ შეუძლია იმის პატიება, რომ გამუდმებით ცდილობთ მის გადაკეთებას. ღალატს უფრო აპატიებს საყვარელ ქალს, ვიდრე მასზე „ძალადობას“. თუ გადაწყვიტეთ, რომ ქმარი თავიდან აღზარდოთ ან გადააკეთოთ, ისე მაინც გააკეთეთ, რომ ვერ მიხვდეს – მოფერებითა და შეფარვით. შეტევაზე გადასვლით მხოლოდ დააზარალებთ ურთიერთობას. ეს ის ბრძოლაა, რომელშიც აუცილებლად დამარცხდებით. მამაკაცს უკვე საკუთარ სიტყვებშიც შეეპარება ეჭვი.  იფიქრებს, ამ ქალს როგორ შევფიცე საუკუნო სიყვარულიო. თუ ამ ზომამდე მიიყვანთ, მერე „დანდობას“ ნუღარ ელოდებით.
– საყვედურიც ვერ უნდა უთხრა მამაკაცს?
– მაგას არავინ ამბობს, მაგრამ ნურასოდეს ეჩხუბებით იმისთვის, რასაც საყვარელ ადამიანს ქორწინებამდე ახირებად უთვლიდით. ან თავიდანვე ჩამოყალიბდით, რასთან შეგიძლიათ შეგუება, ან ურთიერთობას ნუ გააგრძელებთ იმ იმედით, რომ გადააკეთებთ.  ასეთივე თავდასხმად აღიქვამს მამაკაცი ქალის ამპარტავნობას. თუ ქმართან შედარებით მაღალ სოციალურ საფეხურზე დგახართ, ნუ აგრძნობინებთ ამას მწვავედ. ნუ დააყვედრებთ საკუთარ თავს. ესეც აფიქრებინებს მამაკაცს, რომ თქვენგან გაქცევის დრო მოვიდა. მოკლედ, როცა გავაანალიზე ყველაფერი, მივხვდი, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი თავად გავხდებოდი, თანაც, ჩემი წინდაუხედაობით. ქმარი არ მაპატიებდა მუდმივ საყვედურებს, ჩიჩინსა და ჩხუბს. თანაც, უკვე ჩამოყალიბებული ჩვევებისა და ქცევების გამო. დროზე მივხვდი და გავჩუმდი. დავამუხრუჭე და მგონი, ვუშველე სიტუაციას. ახლა მთავარია, დამიჯეროს, რომ ისეთი მიყვარს, როგორიც არის.


скачать dle 11.3