კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 პარაზიტიზმი კლავს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

დავრჩეთ სახლში!

  მართალია, აქამდე განვითარებადი ქვეყნის სტატუსი გვქონდა და შეიძლება, ითქვას (თუმცა უტრირებულად), რომ ორ ბატს ძლივს გვანდობდა ცივილიზებულად წოდებული მსოფლიო, ოღონდ ისაა, რომ მაინც გვაქებდნენ (ბეჯითად ცდილობთო), მაგრამ აწ უკვე ჩვენც ვყელყელაობთ მსოფლიოს ინტელექტუალურსა და კრიზისების მართვის რუკაზე.
  კერძოდ, არც ისე უდისციპლინოები აღმოვჩნდით, როგორც გვაჯერებდნენ, არც ისე უსუსურები, როგორც თავზე ნაცარს ვიყრიდით და არც ისე უგონონი, როგორც გვიკიჟინებდნენ (ალბათ, იმიტომაც – გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო).
  ჰოდა, რაკი არ აღმოვჩნდით (და, ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ჩვენც ხომ უნდა დაგვემტკიცებინა, რომ გელათისა და იყალთოს აკადემიები ტყუილუბრალოდ არ გვქონია?!), ბუნებრივია, ამ ტემპითვე უნდა განვაგრძოთ, სახლშიც დავრჩეთ და პანიკას არ ავყვეთ (თემურ ლენგის 8-ჯერ ლაშქრობისთვის გაგვიძლია, სხვა რომ არაფერი!).
  მაგრამ, ვინაიდან ლაქები მზესაც აქვს, ამიტომაც არც ისეთების ნაკლებობას ვუჩივით, რომლებიც ისევ მოთქმა-გოდებას არჩევენ, პათოსით: სახელმწიფო სად არისო და პრობლემებს ჩამოთვლიან (არადა – ახლა მთავარი პრობლემა ჯანის შენარჩუნება და ცოცხლად გადარჩენაა).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამის პარალელურად თავად სახლში დარჩენაც არ უნდათ (მესმის, რომ არცთუ სასიამოვნოა), უფრო და უფრო განმტკიცდება ეჭვი, რომ პარაზიტიზმი უკვდავია (და ის კლავს, თუ კლავს!).
არადა ამ სამყაროს პარაზიტები არ უყვარს, ამიტომაც არც შევშინდეთ და სახლშიც დავრჩეთ.


скачать dle 11.3