კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 არის თუ არა კორონავირუსი კოსმიური გამოცდა ადამიანებისთვის და რა ელის დედამიწას მისი გადავლის შემდეგ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდება და ამაში კოსმიური კანონებიც მოქმედებს. როგორც ასტროლოგი და ბიოქიმიკოსი მიხეილ ცაგარელი ამბობს, კორონავირუსი ერთგავრი დასჯაა კოსმოსიდან, რომელიც გარკვეული გამოწვევაა და მას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, მსოფლიოსგან განსახვავებით, ადვილად გადაიტანს. ხოლო, არის  თუ არა ის განგებ შექმნილი, რა კავშირი აქვს პლანეტებთან და რის გამო ჭიანურდება მისი საწინააღმდებო პრეპარატისა თუ ვაქცინის შექმნა, ამაზე თავად მიხეილი გვესაუბრება.
  მიხეილ ცაგარელი: მეორე მსოფლიო ომის მერე, მსგავსი რთული პრობლემა სამყაროს არ ჰქონია. საქმე ისაა, რომ მოგეხსენებათ, ყველა წამყვან სახელმწიფოს აქვს ლაბორატორიები, სადაც იქმნება ბიოლოგიური იარაღი. ეს იარაღი დაკავშირებულია მავნე ნაერთებთან და ვირუსებთან და, ამაზე მიდის ძირითადი მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჩინეთსაც, ქალაქ უჰანში აქვს სერიოზული სამხედრო ლაბორატორია, სადაც ისინი აწარმოებენ ცდებს სხვადასხვა ცხოველებზე. გამოიყენებენ უნიკალური ვირუსების მთელ წყებას.  ახალი კორონავირუსი შედგება 50 დასახელების სხვადასხვა გრიპის შტამისგან, ანუ, კორონავირუსში შედის 50 სხვადასხვა გრიპი ერთად. ამიტომ, საჭიროა, სათითაოდ იპოვონ 50 ვირუსის ვაქცინა და შემდეგ გააერთიანონ, რომ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნას – მასთან ბრძოლის მეთოდი. ეს კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ამას დიდი დრო სჭირდება..
– ანუ, თქვენ ამბობთ, რომ კორონავირუსის გავრცელება უჰანის ლაბორატორიიდან მოხდა, სადაც ცდებს ატარებდნენ?
– დიახ, ლაბორატორიიდან, სადაც ცდებს ატარებდნენ სხვადასხვა ცხოველებზე. ერთადერთი ცხოველი აღმოჩნდა ღამურა,  რომელსაც ეს ვაქცინა არ ვნებდა და ის იყო გადამტანი. ამიტომ, ძირითადი აქცენტი მასზე გადაიტანეს. ღამურა კი, ვირთხის ნაირსახეობაა. ეს პროცესი მოხდა 25 დეკემბრიდან 10 იანვრამდე, მაშინ, როცა ცის კაბადონზე მზისა და მთვარის დაბნელებების შუალედი იყო. მზისა და მთვარის შორის დაბნელებების პერიოდი კი ყოველთვის ყველაზე მძიმეა და ამ პერიოდში არანაირი მნიშვნელოვანი საეჭვო ან ნეგატიური საქმის შესრულება არ შეიძლება, რადგან ამას შესაძლოა, ცუდი მოვლენების განვითარება მოჰყვეს.. ამიტომ, შესაბამისად ჩინელებმა დაარღვიეს კოსმიური კანონი – ეს იყო მზისა და მთვარის დაბნელებების დროს ამდაგვარი სამუშაოებისა და ცდების ჩატარება. მეორე – ეს ის პერიოდია, როცა შავი მთვარე – მაცდუნებელი ძალა, სატანის მეცხრე მოციქული, ეგრეთ წოდებული, ლილიტი გადიოდა „თევზების“ ზოდიაქოს ნიშანს. 28 იანვრადე იყო „თევზებში“, რაც იმას ნიშნავს, „თევზები“ და მისი მმართველი პლანეტა ნეპტუნი, ისევე როგორც პლუტონი, არის, სწორედ, ინფექციის გადამტანი ერთ-ერთი მმართველი პლანეტა. შესაბამისად, ამ დროს, პლუტონი იმყოფებოდა „თხის რქის“ ზოდიაქოს ნიშანში, მთავარ დამსჯელ პლანეტა სატურნთან. პლუტონისა და სატრუნის – ორი ბოროტი პლანეტის შეერთება მოხდა „თხის რქის“ ზოდიაქოში, სწორედ იმ გეოგრაფიულ განედზე, რომელიც უკავშირდებოდა ქალაქ უჰანს, ჩინეთში. შესაბამისად, პლუტონის დაძაბული ურთიერთობა სატურნთან და პლუს შავი მთვარის გავლა ნეპტუნის ზოლზე, ანუ „თევზების“ ზოდიაქოს ნიშანზე, ამას დამატებული მზისა და მთვარის დაბნელელებს შორის პერიოდი, ამ ყოველივეს დაემთხვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ანუ კოსმიური კანონის დარღვევა... ჩინელებმა კარგად იცოდნენ, რომ მისი დარღვევა არ შეიძლებოდა – აღმოსავლური ასტროლოგიური ნიშნების განვითარება 12-წლიანი ციკლით იწყება. 2020 წელი კი დაიწყო ვირთხის წლით. ამ დროს ჩინელებმა ჩაატარეს ცდა და ახალშექმნილი ვირუსი გადაიტანეს მათ ბიძაშვილებზე, ანუ ღამურებზე. რა მოხდა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუმცა, არის ორი ვერსია: პირველი, რომ ერთ-ერთი ღამურა გაუფრინდათ და ეს მოხდა უყურადღებობით ან მეორე ვერსია – რომ ეს არის სპეციალურად გაკეთებული, თუმცა ჩინელების თუ ამერიკელების მიერ, ეს არავინ იცის და ვერც გავიგებთ. ამას ახლა მნიშვნელობაც არ აქვს. ფაქტია, ინფიცირებული ღამურა გაუფრინდათ და სავარაუდოდ, იქაურმა მცხოვრებმა ის დაიჭირა, მოათავსა გალიაში და გაყიდა უჰანის დიდ ბაზარში ან თავად მიირთვა. აქედან დაიწყო დაინფიცირება. შემთხვევით კი კოსმოსში არაფერი ხდება. წლის დასაწყისში, მოსახლეობა რომ არ შემეშინებინა, ფრთხილად აღვნიშნე პროგნოზებში, რომ ეს წელი იქნება ერთ-ერთი მძიმე წელიწადი სიკვდილიანობის კუთხით. ამას დაემატა ის, რომ შავი მთვარე გადავიდა ვერძის ზოდიაქოში – ყველაზე აგრესიულ ნიშანში. შესაბამისად, სიკვდილიანობა და დაძაბულობა სხვადასხვა სახით იქნებოდა მომატებული. ჩინელებმა კი, რადგან დაარღვიეს კოსმიური კანონი და
ვირთხის წელიწადში, როცა არ შეიძლებოდა მასზე ცდების ჩატარება და მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინათ მის მიმართ, საპირისპირო გააკეთეს. შედეგი კი სახეზეა – დაიხოცა ბევრი ადამიანი და არ გაშინებთ, მაგრამ კიდევ ბევრს დახოცავს. არა მარტო ვირუსი, არამედ სიკვდილიანობა მოიმატებს იმის გამოც, რომ ზაფხულის თვეებში შავი მთვარე, რომელიც ვერძის ზოდიაქოს გადის, შეუერთდება პლანეტა მარსს – აგრესიის, კონფლიქტების მმართველ პლანეტას. ამიტომ, ზაფხულში დაიწყება და სექტემბერში მოიმატებს ჩხუბების, კრიმინოგენური სიტუაციების, მკვლელობების რაოდენობა, ტრავმულ-ავარიული სიტუაციები. ასე რომ, კორონავირუსი გავრცელდება აპრილის ბოლომდე და შემდეგაც, ზაფხულის პერიოდში, შესაბამისად, გაგრძელდება ნეგატიური მოვლენებიც.
– თქვით, ეს ყველაფერი, რაც დღეს დედამიწაზე ხდება, ჩინელების შეცდომის ბრალი და კოსმიური დასჯააო. იქნებ, უფრო დეტალურად განმარტოთ და დააკონკრეტოთ, ეს პროცესი რომელ ქვეყანაში იქნება მეტად აგრესიული და ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანას რამდენად შეეხება?
– მოდით, ასე შევცვალოთ კითხვა – რატომ მოხდა ეს, შემთხვევით თუ განგებ? ადამიანების უმრავლესობა, კაცობრიობა და სოციუმი, არღვევს კოსმიურ კანონებს და შესაბამისად, გარკვეული მექანიზმი ჩაერთო, რამაც საზოგადოება ახალ დონეზე უნდა გადაიყვანოს.  ჩვენ ვხედავთ, რომ უნდა დაინერგოს „5 ჯის“ სიხშირე. ამასთან დაკავშირებით, გამოსვლები და პროტესტები იყო ევროპაში და ბევრმა ვერც გაიგო, რას აპროტესტებენ – კომპიუტერმა რომ კარგად იმუშაოსო? მაგრამ ახლა ამაზე მეცნიერებიც დაფიქრდნენ. სხვათა შორის, ქალაქ უჰანში, სანამ ეს მოვლენები დაიწყებოდა, დაიდგა „5 ჯის“ სიხშირის 12 სადგური. ასევე, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მილანშიც. და, მეცნიერებს ახლა გაუჩნდათ ეჭვი, რომ, ეს „5 ჯის“ სიხშირე, მუშაობის პროცესში, ამცირებს ადამიანის იმუნიტეტს და როგორც ვიცი, დაიწყეს კვლევა და შედეგებსაც სულ მალე დადებენ. თუმცა, უკვე ფაქტია, რომ ეს ვერსია არსებობს და შესასწავლია. ვერ ვიტყვით ეს ამერიკელებმა თუ ჩინელებმა  სპეციალურად დადგეს თუ არა, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა ამ გადასახედიდან. ვინაიდან, სამყარო ნელ-ნელა ამზადებდა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყებად, რომელიც მერწყულის ეპოქასთან ერთად ადამიანში გამოიწვევს ცლილებებს გონებრივი კუთხით. ანუ, ჩვენი ცნობიერება და გონება არის მესამე განზომილებაში. ახლა კი მოვიდა სამყაროს რევოლუციური დრო, როცა კოსმოსი თანდათან გვამზადებს მეოთხე განზომილებაში გადასასვლელად.  უკვე 20 წელია, იბადებიან ინდიგო ბავშვები, ანუ,  ახალი ტიპის ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან ჩვენი თეთრი რასისგან უფრო მაღალი ინტელექტუალური პოტენციალით, ისინი სწრაფად ითვისებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამიტომ, ვირუსი ბავშვებს ნაკლებად ერჩის და ძირითადი შეტევა მოხუცებზეა. ახლა აგიხსნით, რატომ... ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ განახლდეს გონება ანუ ჩვენი გონება თანდათან გადაიყვანონ მეოთხე განზომილებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც არ შეეფერება ამ პრონციპებს და ეს განსაკუთრებით მოხუცებს ეხებათ, რომლებიც ვერ აღიქვამენ კოსმოსიდან წამოსულ ახალ სიხშირეს, ვერ შეძლებენ მეოთხე განზომილებაზე გონების განვითარებას. მათაც, სწორედ, ისინი მიჰყავთ ამქვეყნიდან. შესაბამისად, მოდის პერიოდი, რომელიც ჩვენგან აუცილებლად ითხოვს ახლებურად ცხოვრებას, ანუ, სამყარო ძველებურად ვეღარ იცხოვრებს. იმის გარდა, რომ ჩვენ მსოფლიო მასშტაბით გვექნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ცვლილებები და ასე შემდეგ, კოსმიური სამყარო კაცობრიობისგან ითხოვს რევოლუციურ ცვლილებებს მის გონებასა და ინტელექტში. ძველებური პრინციპები და მენტალიტეტი აღარავის გამოადგება. თქვენ ნახავთ, ბევრი რამ თანდათან დაიწყებს ცვლილებას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ეს იქნება სერიოზული დაღი, სერიოზული ცვლილებების პერიოდი და რჩებიან ის ადამიანები ვისი გონებაც მზადაა, მეოთხე განზომილებაში გადასასვლელად და მეტ ცოდნას წამოწევენ წინა პლანზე. გაუთავებელი გახრწნილობა, ნარკოტიკები და ათასგვარი მაიმუნობა, ნელ-ნელა დაიწყებს უკანა პლანზე გადასვლას,  წინ კი სულიერი ზრდის კოსმიური პრინციპები წამოიწევს. ანუ, ისეთი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების გონებრივ და სულიერ ტრანსფომაციას და განვითარებას. ამიტომ, ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რევოლუციური პერიოდი და  კორონავირუსი შემთხვევითი არ არის და არ აქვს მნიშვნელობა, ამაში დამნაშავე ამერიკაა, ჩინეთი თუ რომელიმე მასონური დაჯგუფება. ეს გააკეთა სამყარომ იმისთვის, რომ საზოგადოება მოამზადოს ახალ გონებრივ ეტაპზე გადასასვლელად. ბევრი რამ შეიცვლება გონიერებაში, ფსიქიკაში და ახლებურად აზროვნება დაიწყება, რომელიც  ადვილი გასავლელი არაა და მტკივნეულია.
– სატელევიზიო გამოსვლამ, როცა თქვით, რომ ეს კიდევ ზღაპარია,  აპრილში გველის პიკი და სერიოზული ცვლილებები, იმდენად რთული გასავლელი იქნება ეს პერიოდი, სულ დაგვავიწყებს კორონავირუსსო, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია და თქვენი ლანძღვა დაიწყეს. რა იგულისხმეთ, როცა თქვით, წინ კიდევ ბევრი სირთულე და განსაცდელი გველისო?
– ზოგადად, აპრილი, ენერგეტიკულად რთული პერიოდია. მოიმატებს აგრესია ადამიანებში, დაიძაბება სიტუაცია, დაემატება კორონავირუსის შეტევა და ამასთან ერთად, მოიმატებს სიკვდილიანობა. სამშაბათს, 24 მარტს, არის ახალმთვარეობა და ამიტომ 23-24 მარტიდან, ეს პროცესები გამძაფრდება. შემდეგი ასეთი პერიოდი, აპრილის შუა რიცხვებშიც გველის. მოგეხსენებათ,  საქართველოსთვის აპრილის თვე, ისტორიულად მძიმეა. ჩემგან ასე საუბარი გაფრთხილებაა და არა შეშინება. უნდა ვიყოთ გაწონასწორებულები, ფრთხილები, მშვიდები. მაქსიმალურად გავითვალისწინოთ რაც პრევენციული კუთხით არის საჭირო. თუ ვინმე ამას სწორად ვერ იგებს, ეს მისი პრობლემაა. დედამიწა და გეომანტია იძაბება და ამას რომ ვამბობ, კი არ გაშინებთ, გაფრთხილებთ, რომ აგრესია, კონფლიქტი და ემოციურობა იმატებს. აპრილის მეორე ნახევარი და ზაფხულის პერიოდი უნდა გავიაროთ ფრთხილად და მე წინასწარ გაფრთხილებთ. ეს არ ნიშნავს, რომ დავიხოცებით, თუმცა ცუდის ტენდენცია იმატებს და რთულ კოსმიურ გამოცდებს, წინდახედულად და სიფრთხილით უნდა შევხვდეთ.  ხოლო რა პროცესებთანაც გვაქვს ახლა საქმე, თვალნათლივ ხედავთ და, კიდევ ვამბობ, ადამიანი რომელიც არ არის მზად, განვითარების მაღალ დონეზე გადასვლისთვის, უბრალოდ, წაიყვანენ ამქვეყნიდან.
– და მაინც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რა ელის საქართველოს, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები?
– საქართველოს შედარებით უკეთესი პერსპექტივა აქვს, უმტკივნეულოდ გაივლის ამ პროცესს. რაც ხდება იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და მოხდა ჩინეთში, ასეთი საქართველოში არ იქნება. რასაკვირველია, გვექნება გარკვეული დანაკარგი და პრობლემები, თუმცა შედარებით მშვიდად გადავიტანთ მოვლენებს. უბრალოდ, ჩემი თხოვნაა ყველასადმი, მაქსიმალურად  განვეწყოთ ერთმანეთის მიმართ დადებითად. მე, როგორც ბიოქიმიკოსი გეტყვით, რომ ლაბორატორიებში მიმუშავია და მათ შორის, ვირუსებთან. აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ ვირუსი ზემგრძნობიარე და ცოცხალი ორგანიზმია. როცა ვინმე შემოვიდოდა ოთახში, ვირუსი ათ მეტრში გრძნობდა მის განწყობას და პირველ რიგში, რეაგირებას ახდენდა უარყოფით ენერგიაზე. ვირუსის მთავარი საკვები შიშია და პანიკა. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ზედმეტი პანიკისა და შიში გარეშე, შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი და სიმშვიდე. იტალიელები სწორს აკეთებენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფები მღერიან და ცეკვავენ აივნებზე, პოზიტივს უშვებენ სამყაროში და ეს განწყობა და ლოცვა უშველით მათ, რადგან ვაქცინა არ არსებობს. ასე რომ, ლოცვა, პოზიტივი, ერთმანეთის სიყვარული და გატანა – ეს არის ის, რაც გადაგვარჩენს და სამყაროც გვერდით დაგვიდგება. გასაგებია, რომ ჩემი პროგნოზი ზოგს არ მოსწონს და მაგინებენ, მაგრამ გაითვალისწინონ, რომ ასეთი ნეგატიური საქციელით კორონავირუსს იხმობენ თავისკენ. ამიტომ, პირიქით, მაქსიმალურად მოვეფეროთ და გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს, გამოვასხივოთ პოზიტივი და გარანტიას გაძლევთ, კორონავირუსი არ შეგვეხება, ან შეგვეხება მინიმალურად. და მჯერა ასეც იქნება და კოსმოსი პოზიტივით დაგვაჯილდოებს.



скачать dle 11.3