კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 მარკუს მეტრეველი: წლების წინ ვიცოდი, რომ ეს ვირუსები მოსალოდნელი იყო

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მომღერალი მარკუს მეტრეველი უკვე ერთი კვირაა, თვითიზოლაციაშია, რადგან 11 მარტს ბერლინში იმყოფებოდა, სადაც სხვა უცხოელ მომღერლებთან ერთად კონცერტზე იმღერა.
  მარკუს მეტრეველი: კონცერტი, რომლის გამოც ბერლინში ვიმყოფებოდი, ერთი წლით ადრე იყო დაგეგმილი. როდესაც წასვლა გადავწყვიტე, მთელ მსოფლიოში უკვე აგორებული იყო კორონავირუსთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა, მაგრამ სერიოზულად არ ჩავძიებულვარ. სოციალურ ქსელში რომ დავწერე, ბერლინში მივდივარ კონცერტზე-მეთქი, ბევრი მიკომენტარებდა: რა დროს კონცერტია, ხალხიც არ მოვაო.  სანამ გავფრინდებოდი, ყველაფერი მოვიმარაგე: ნიღბები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები და მოკლედ, შეირაღებული გავფრინდი თბილისიდან. ბერლინში შეფუთული ჩავფრინდი და სხვათა შორის, გამიკვირდა: არავის ეკეთა ნიღაბი, არც ხელთათმანები, ყველანი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ცოტა დავკომპლექსდი. მიუხედავად ამისა, მაინც შეფუთული დავდიოდი, თავს ვიცავდი. ბერლინში სხვა დროსაც ვარ ნამყოფი და ასეთი მოწყენილი არასდროს ყოფილა. ცარიელი იყო, ქუჩებში ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა და დისტანციით ერთმანეთის მიმართ. კაფეში რომ შევედი, ხელთათმანით მომართვეს ყავა, ფულსაც კი სადეზინფექციო ხსნარით წმენდდნენ.
– რა რიცხვში წახვედი?
– 9 მარტს გავემგზავრე. 11 მარტს იყო კონცერტი. 10 მარტს ჩემი პროდიუსერი მოვიდა და მითხრა: ძალიან ცუდი სიტუაციაა, რამდენიმე გარდაცვლილიც გვყავს და მეშინია, შეიძლება, ხალხი არ მოვიდესო. ძალიან დავიძაბე, ვერ აღვიქვამდი, რომ სიტუაცია ასე რთულად იყო. კონცერტმა მეორე დღეს კარგად ჩაიარა. საკმაოდ დიდ და გრანდიოზულ დარბაზში ჩატარდა. ხუთი მომღერალი ვმღეროდით: მე, ერთი აზერბაიჯანელი, ერთი ინგლისელი, ამერიკელი და გერმანელი. გერმანელი და ფრანგი მსმენელი იყო. სხვათა შორის, მარლენ დიტრიხის შთამომავლებმაც იმღერეს. მოკლედ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მეორე დღეს საინფორმაციო გამოშვება რომ ჩავრთე, მივხვდი, რომ მთელ მსოფლიოში საშინელება ხდება, მათ შორის საქართველოში და ძალიან დავიძაბე.
– ვისთან გქონდა კონცერტის განმავლობაში კონტაქტი, ზოგადად, როგორი სიტუაცია იყო?
– კულისებში ბევრი სადეზინფექციო ხსნარი იყო და გარდა ამისა, პერფომანსის სახით სცენაზე გამოვიდნენ მუსიკოსები მთელი ეკიპირებით, დაუკრეს პიანინოზეც. თავიდან ცოტა გაზვიადებული მეგონა – შოუს ნაწილი, მაგრამ თურმე, ბერლინში უკვე საკმაოდ ცუდი სიტუაცია იყო და მე კი არ ვიცოდი. დილით, არსებული სიტუაციის შესახებ რომ შევიტყვე, ძალიან შევშინდი. მიკროფონიც ბევრმა მომღერალმა გამოვიყენეთ, თან, რამდენიმე ადამიანი ახველებდა, სურდოც ჰქონდა. ხომ ხვდები, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ძალიან შემეშინდა. ნომერში ჩავიკეტე და გარეთ არ გამოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ მეც  გარკვეული პრობლემა მქონდა. მაშინვე ჩემს პროდიუსერს დავურეკე, ვთხოვე, გაერკვია, კონცერტზე ვინმეს ხომ არ ჰქონდა კორონას ნიშნები. დამაწყნარა: არავის არ აქვს მსგავსი პრობლემაო და ცოტა დავმშვიდდი. ახლაც ვეკონტაქტები და ყველანი კარგად არიან. საბედნიეროდ, მაყურებელთან არ მქონია კონტაქტი, მხოლოდ – მომღერლებთან, თორემ ბევრი ხალხი იყო და შესაძლოა, ვერ გამოვმძვრალიყავი. მოკლედ მეორე დღეს გამოვფრინდი და არ ვიცოდი, წინ რა საშინელებები მელოდა.
– რას გულისხმობ?
– მოკლედ, დილით აეროპორტში რომ შევედი, მომზადებული იყო დიდი ბოინგი, იმაზე დიდი, ვიდრე ველოდი და რაც მთავარია, თვითმფრინავში ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა. აეროპორტში არავის შევუმოწმებივარ. 15 წუთში აცხადებენ: მგზავრებო, მინდა, სამწუხარო ინფორმაცია გითხრათ, ვისაც აუცილებელი საქმე გაქვთ, გაფრინდით და ვისაც არ გაქვთ, ჩამოდით თვითმფრინავიდან და გერმანიაში დარჩით, რადგან გერმანია, ევროკავშირი წყვეტს ფრენებს 30 დღის განმავლობაშიო. ერთი ამბავი ატყდა, პირველად ვნახე გერმანელები ასეთ დღეში, ერთმანეთს ასწრებდნენ ჩასვლას. შემდეგ გამოაცხადეს: მოგიწევთ თვითმფრინავში ყოფნა, რადგან ბარგისგან უნდა დაიცალოს და შემდეგ ისევ თავიდან უნდა დაიტვირთოსო. ორსაათ-ნახევარი ვიჯექი თვითმფრინავში, იმ დახურულ სივრცეში. თან, კლაუსტროფობია მჭირს და როგორც იქნა აფრინდა თვითმფრინავი. სტამბოლში ჩავფრინდით თუ არა, მაშინვე დამხვდნენ ადამიანები ნიღბებით, ხელთათმანებით და გადამიყვანეს საიზოლაციო სივრცეში: დიდი ბოდიში, თქვენი ფრენა დილის 7 საათზე იქნება და მანამდე უნდა მოიცადოთო. იზოლირებული ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში სხვა ტურისტებთან ერთად: წყალი, საკვები დაგვახვედრეს. სტამბოლშიც არავის შევუმოწმებივარ. როდესაც თბილისში ჩამოვედი, ყველაფერი მაღალ დონეზე დამხვდა: ეკიპირებული ადამიანები,
გავიარე ლაზერული შემოწმება, გამიზომეს სიცხე და როდესაც საპასპორტო კონტროლზე მივედი, იქ მითხრეს: გვერდით დადექით, თქვენ თვითიზოლაცია მოგიწევთო. იქ მომწყდა მიწა ფეხებიდან, თუმცა ამისთვის ვიყავი მზად. გვერდით ოთახში გამომკითხეს ყველაფერი: სად ვცხოვრობ, თუ მაქვს პირობები, მარტო თუ ვარ, თუ შევძლებ თვითიზოლაციას. ხელი მოვაწერე და მათაც მოიძიეს ყველა ინფორმაცია. სახლშიც მიმაცილეს ძალიან კულტურულად, ზრდილობიანად. ახლა თვითიზოლაციაში ვარ და ყველას მოვუწოდებ, რომ დაიცვან თვითიზოლაციის წესები და საფრთხე არ შეუქმნან არც საკუთარ თავს და არც სხვებს.
– როგორ გაგყავს დღეები თვითიზოლაციაში?
– სიმართლე რომ გითხრა, რასაც ვუყურებ, სახლში რომ მარტო დავრჩი, თავი საშინელებათა ფილმის გმირი მგონია. წლების წინ მქონდა წაკითხული, რომ ეს ვირუსები მოსალოდნელი იყო, მაგრამ დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას. მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს ღმერთი არ გაწირავს და გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. რაც შეეხება თვითიზოლაციას, ძალიან რთულია, რადგან გარემოს ხარ მოწყვეტილი, არ გაქვს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან. მაგრამ მადლობა მათ, ვინც ყოველდღიურად გამოხატავს ჩემ მიმართ ინტერესს. ახლა უფრო მეტ დროს ვუთმობ საკუთარ თავს, ვვარჯიშობ, მუსიკას ვუსმენ და ვფიქრობ: უფრო კარგი ადამიანი გავხდე, ვიდრე მანამდე ვიყავი. იოგითაც დავინტერესდი, მქონდა მედიტაციის მცდელობა და როგორც იტყვიან: „გავედი“. იმის დროც მაქვს, რომ ახალ-ახალი ბგერები აღმოვაჩინო საკუთარ ხმაში. ღმერთის წყალობით, მე ყველაფერი მაქვს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, ვინც სამსახურები დაკარგეს, საკვების ფული არ აქვთ. ბევრი ქვეყანა ეხმარება თავის ხალხს, რომ არ აღმოჩნდნენ სახლში მარტოები და მშივრები.
– საკვები წინასწარ მოიმარაგე?
– დიდი მადლობა ამისთვის მეგობრებს და კიდევ არის ჩემს ცხოვრებაში ერთი, გამორჩეული ადამიანი, შეყვარებული, რომელიც ზრუნავს ჩემზე და კართან აწყობს ყველაფერს, რაც მჭირდება. თავი ფილმში მგონია, გარკვეული რომანტიზმიც დავიჭირეთ. ეს იმდენად მომწონს, რომ გადაივლის, ვფიქრობ, ასე ხომ არ გავაგრძელოთ, რადგან ძალიან რომანტიკულია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იუმორით ვუყურებ, რადგან რომ ჩავუღრმავდე, შეიძლება, დეპრესიაში ჩავვარდე. ზუსტად 28 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე გადის თვითიზოლაციის დრო და იმედია, აღვნიშნავ გრანდიოზულად თუ არა, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად მაინც.

скачать dle 11.3