№13 ანეკდოტები
გურული გარდაიცვალა და საიქიოში მოხვედრილმა სამოთხეში გამწესება მოითხოვა.
– კი, ბატონო, მარა, ჯერ საიქიოს განაწესი უნდა შეასრულოო.
დათანხმდა გურული. მოკლედ დააბარინეს, დაათოხნინეს, გააწმენდინეს, დაახეხინეს და დაარეცხინეს ყველაფერი… ბოლოს სიქაგაცლილს, სამოთხე განაღდებული რომ ეგონა, უთო მიაჩეჩეს.
– აი რაია? მე მოვკტი თუ გავთხოვდი?! – იკივლა გურულმა.
***
გურული გამოვიდა ფსიქიატრიულიდან და ულოცავენ.
– რას მილოცავთ, ძამა, ალექსანდრე მაკედონელი შევედი და როლანდიე დოლიძე გამევედიო.
* ჩემს მეზობელს ისე გაუჭირდა, იქ მყოფმა ობობამ ქსელები აკეცა და ჩემთან გადმოვიდა.
* გოგომ საქმროს იქამდე ვერ დააჯერა თავისი ქალიშვილობა, სანამ შვილი არ დაიფიცა.
* იმ დღეს ისეთი ქარი იყო, მანქანები გვერდზე ანათებდნენ.