№13 გაუმართლა სახელში...
ცნობილი მსახიობები: გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე და ლეო ანთაძე ზუგდიდში, სპექტაკლის მერე რესტორანში დაპატიჟეს. სუფრას ცნობილი ადგილობრივი კოლორიტი როსტომ ყენია უძღვებოდა. თამადას ტრადიცია ჰქონდა, რომ თანამეინახეების სახელს უცბად მოუძებნიდა ხოლმე შესაფერის რითმას და სადღეგრძელოს ლექსად ეტყოდა. დააპირა, მაგრამ გივი ბერიკაშვილმა სთხოვა, არ გაეკეთებინა ეს: გივის ერთადერთი რითმა ვირია და ვირს ხომ არ ადღეგრძელებთო...
სუფრაზე სიცილი ატყდა და ჯერაც არ დამცხრალიყო, რომ თენგიზ მაისურაძემ ბერიკაშვილს უთხრა:
– შენ კიდევ რა გიჭირს, ჩემო გივი და ანთაძემ იკითხოს, რადგან მას ლეო ჰქვიაო...