კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ბრძნული აზრები

იოანე ოქროპირი: როდესაც მოყვასს წყენისთვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას დასჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
ამბროსი მედიონლინელი: როდესაც სიკეთეს გიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გახსოვდეს. ხოლო თუ ცუდად მოგექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგავიწყოს ის.
ნილოს სინელი: ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, ის ადამიანთა ბოროტებას არ იმახსოვრებს, მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაგრძნობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.
დედა სანკლიტიკია: ცოდვა შეიძულე და არა ცოდვილი.
ეფრემ ასური: მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
მარკოზ მოსაგრე: ვინც საკუთარი თავის გამო შურს თვითონ იძიებს, იგი ღმერთს განიკითხავს სამართლიანობის უქონლობის გამო.
მთავარეპისკოპოსი მაკარი: წყენა კი არ არის უბედურება, არამედ ის, რომ სიძულვილს გვიჩენს მის მიმართ, ვინც გვაწყენინა და ჩვენი გულისთვის ნაცნობი ხდება სიძულვილის, ბოროტებისა და შურისძიების გრძნობა.
გურამ დოჩანაშვილი: ნეტავ, ვინ ბრიყვმა დასძინა პირველად, რომ ქვეყნად იმდენივე აღმართია, რამდენიც დაღმართი! არა, ძმებო! აღმართი ცოტაა, დაღმართი – ბევრი!
მუხრანი: ვაი მას, ვის სულსაც ხაჭაპური და ხაშლამა ჰყოფნის.
შიმონ პერესი: ახალი თაობა ბრწყინვალეა, მაგრამ მათ სძულთ პოლიტიკა. მე ვეუბნები მათ, გინდათ, წესიერი პოლიტიკა? წადით პოლიტიკაში და თქვენ გააკეთეთ წესიერი პოლიტიკა!
შაფაქი: დედები როცა გარდაიცვლებიან, სასუფეველში არ მიდიან. ღვთისგან განსაკუთრებულ ნებართვას იღებენ, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩნენ დედამიწაზე და შვილებზე იზრუნონ.
ჭაბუა: ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა.
დოსტოევსკი: მოსიყვარულე გულში ან ეჭვიანობა კლავს სიყვარულს, ან სიყვარული – ეჭვიანობას.
თომას მანი: წინააღმდეგობის გადალახვისას ჩვენ ვიღებთ მის ძალას.
ნაპოლეონი: ლამაზი ქალი მოსწონს თვალებს, კარგი ქალი კი – გულს, პირველი ფიზიკური ძვირფასეულობაა, მეორე კი – სულიერი საგანძური.
უაილდი: ქალები აღვიძებენ ჩვენში სურვილებს, რომ შევქმნათ შედევრები, მაგრამ ხელს გვიშლიან, რომ ეს განვახორციელოთ.
скачать dle 11.3