კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ხასიათი ინსტრუმენტში

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  რომელი მუსიკალური ინსტრუმენტი მიგაჩნიათ ყველაზე  მომხიბვლელ და ელიტურ საკრავად, ამაზე თქვენი ხასიათის თავისებურებაა დამოკიდებული. გააკეთეთ არჩევანი – ვიოლინო, ფორტეპიანო, ფლეიტა თუ საქსოფონი და გაიგეთ ის, რაც საკუთარი თავის შესახებ აქამდე არ იცოდით.
ნახეთ შედეგები:
  1. ვიოლინო – თქვენ იისფერი სული გაქვთ. ის ნამდვილად მშვენიერია. თქვენი ტიპის ადამიანები  ძალიან ნაზი და სათუთები არიან. ძალიან კეთილებიც. ხშირად, ძალიან ბევრს აკეთებენ სხვებისთვის ისე, რომ საკუთარი თავი არც ახსოვთ. თქვენ  ყველაზე კარგად გრძნობთ სხვის განცდებს და თითქმის ყველა გიყვართ. ფლობთ რაღაცნაირ წინასწარმეტყველურ ნიჭს.  ზოგჯერ  მომავალსაც კი გრძნობთ.
2. ფორტეპიანო – თქვენ ყვითელი სული  გაქვთ. ანუ  მზისფერი ხართ. თბილი და გულუხვი. ასეთ ადამიანებში თვით სიცოცხლე ჩქეფს. ხშირად ძალიან ემოციური ხართ. თქვენ გვერდით ყოფნა მუდამ კომფორტულია, რადგან გარშემო მყოფებს თქვენი ყურადღებითა და პოზიტივით ათბობთ.
3. ფლეიტა – თქვენ გაქვთ მწვანე სული. ნორჩი  ფოთლების ფერი, რომელიც შრიალებს ქარის დაბერვის დროს. ის ახალგაზრდა სულია. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდამ აღფრთოვანებულია სამყაროთი. თქვენნაირი ადამიანები,  ასაკთან შედარებით, ახალგაზრდულად გამოიყურებიან. დიდი ინტერესით ეკიდებით ყველაფერ ახალს და საინტერესოს. მაგრამ მეტისმეტი  ნდობის გამო, იმიტომ, რომ ყველა თქვენნაირი გგონიათ, ხშირად იმედგაცრუებულები რჩებით.
4. საქსოფონი – თქვენ  თეთრი სული  გაქვთ.  სხვათა შორის,  რომ არა თეთრი, ცისარტყელას სხვა ფერები  ვერ წარმოიქმნებოდნენ. ასე რომ, თეთრი სულის მფლობელებს რამდენიმე თვისება გაქვთ. ძალიან საინტერესო ადამიანები ხართ და ამიტომ თქვენთან ურთიერთობა მუდმივი  სიახლე და აღმოჩენებია.

скачать dle 11.3