კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: საკმაოდ დიდ თანხას ვხარჯავ თავის მოვლის საშუალებებში, გაცილებით მეტს – კანის კრემებში, თუმცა, შედეგს ვერ მივაღწიე და გადავწყვიტე, ხალხური, გამოცდილი მეთოდები გამოვიყენო. რას მირჩევთ კანის გასაახალგაზრდავებლად?
პასუხი: სამწუხაროდ, თანამედროვე კოსმეტიკური პროდუქციის უდიდესი ნაწილი მხოლოდ მარკეტინგულად კარგად შეფუთულია და შედეგს არ იძლევა. სცადეთ ეფექტური და უსაფრთხო ალტრენატივა, რომლისთვისაც დაგჭირდებთ: 2 ჩაის კოვზი ვაზელინი, 1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. წყლის აბაზანაზე შეათბეთ ვაზელინი. გამდნარი მასა გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი. ურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ნელი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე და დაიტოვეთ 30 წუთით. მოიშორეთ, მინერალურ წყალში დასველებული კოსმეტიკური ბამბით. კვირაში რამდენიმე პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რომ თქვენი სახის კანი ვიზუალურად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდეს – პატარა ნაოჭები გაგლუვდება, ლაქები საგრძნობლად შემცირდება, კანი გამოიკვებება და გაიწმინდება.
კითხვა: მომემატა ოფლიანობა, განსაკუთრებით იღლიის არეში და ტანსაცმელი ხშირად მისველდება. რა აღარ ვცადე –დეოდორანტები, სპრეები, ანტიპერსპირანტები, მაგრამ ვერ ვუშველე. იქნებ, რაიმე მეთოდი შემომთავაზოთ?
პასუხი: სამწუხაროდ, სპეციალური დეოდორანტები და ანტიპესპირანტები ყოველთვის ვერ გვაძლევს სასურველ შედეგს და ამ პრობლემას სრულად ვერ უმკლავდება. გასწავლით მეთოდს, რომელიც ნამდვილად მოგცემთ შედეგს: აადუღეთ  1 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მასში 30 გრამი გვირილის ყვავილები, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ და ადუღეთ კიდევ ორიოდე წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და როდესაც გაგრილდება, გადაწურეთ. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევით დაიბანეთ იღლიები, დღეში 2-ჯერ. შეინახეთ მაცივარში, არა უმეტეს 1 კვირისა. ეს მარტივი, თუმცა, ეფექტური მეთოდი გიხსნით იღლიების ჭარბოფლიანობისგან.


скачать dle 11.3