№13 ერთკვირიანი ვაშლის დიეტა და მინუს 5 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია
ვაშლის დიეტით ჯანმრთელობას არ ავნებთ, არც იშიმშილებთ, სამაგიეროდ, ჯანსაღად დაიკლებთ, 1 კვირაში – დაახლოებით 5 კილოგრამს. ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს. ეს უკანასკნელი კი ნებისმიერ საკვებს უმცირებს კალორიულობას – იწოვს ზედმეტ ნახშირწყლებსა და ცხიმებს და გამოაქვს ორგანიზმიდან. დიეტის პერიოდში სვით ბევრი წყალი, მწვანე ან სხვა მცენარეული ჩაი. გამორიცხეთ ყავა.
პირველი დღე
საუზმე – გახეხეთ 3 ვაშლი, დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი და მოასხით ლიმონის წვენი.
სადილი – გახეხეთ 3 ვაშლი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი, აურიეთ და მოაყარეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხის ცილა. ჩაის კოვზით მოასხით ზეითუნის ზეთი ან ნატურალური იოგურტი.
ვახშამი – 3 ვაშლი.
მეორე დღე
საუზმე – ნახევარი ჩაის ჭიქა მოხარშული ბრინჯი და 3 ვაშლი.
სადილი – გათალეთ 3 ვაშლი, გამოაცალეთ კურკები, დაჭერით 4 ნაჭრად თითოეული და მოასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ დაუმატეთ ერთი ლიმონის გახეხილი კანი და წვენი და ათქვიფეთ ბლენდერში. მომზადებული ვაშლის პიურე მოასხით ნახევარ ჩაის ჭიქა მოხარშულ ბრინჯს
ვახშამი – ერთი ულუფა უმარილოდ მოხარშული ბრინჯი.
მესამე დღე
საუზმე – 2 ვაშლი და 50 გრამი ხაჭო.
სადილი – დაჭერით ვაშლი პატარა ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი. უცხიმო 50 გრამ ხაჭოს შეურიეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, მოასხით ერთი სუფრის კოვზი თაფლი და დაუმატეთ ვაშლის ნაჭრები.
ვახშამი – 100 გრამი ხაჭო.
მეოთხე დღე
საუზმე – გახეხეთ 2 სტაფილო და 1 ვაშლი. შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით ზეითუნის ზეთი.
სადილი – იგივე სალათა, რაც საუზმეზე მიირთვით, ოღონდ ზეთის ნაცვლად მოასხით თაფლი და მოაყარეთ ლიმონის გახეხილი ცედრა.
ვახშამი – 2 ვაშლს ამოჭრილ გულში ჩაასხით თითო ჩაის კოვზი თაფლი და შეწვით ღუმელში.
მეხუთე დღე
საუზმე – მოხარშეთ 1 სტაფილო და ერთი საშუალო ზომის ჭარხალი, გახეხეთ და მოასხით ზეითუნის ზეთი.
სადილი – წყალზე მოხარშულ ჰერკულესის ფაფას დაუმატეთ გახეხილი ვაშლი. მოხარშული 1 კვერცხის, 1 ჭარხლისა და 1 სტაფილოს სალათა.
ვახშამი – გახეხეთ 2 სტაფილო, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი ან მოასხით თაფლი.
მეექვსე დღე – გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ.
მეშვიდე დღე – გაიმეორეთ 2 დღის მენიუ.