კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ უნდა მოუაროთ თვალის ქვეშ ჩამუქებულ და შესიებულ კანს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  თვალის ქვემოთ კანის ჩაშავება და შესიება ბევრ ადამიანს აწუხებს ან დისკომფორტს უქმნის. ამ პრობლემას ნატურალური ინგრედიენტებით შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც ებრძოლოთ.
  E ვიტამინი, ალოე ვერა, ნუშის ზეთი – 1 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი, 2 კაფსულა E ვიტამინი და 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი აურიეთ ერთმანეთში. საღამოს, ძილის წინ წაისვით თვალების გარშემო და დაიტოვეთ მთელი ღამით. მეორე პროცედურის შემდეგ შავი ტომრები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ჩაიტარეთ პროცედურა, ყოველ საღამოს, პრობლემის სრულ გაქრობამდე.
  კიტრი – კიტრი არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს, ასევე, ხელს უწყობს თვალის ქვეშ შავი ტომრების სწრაფად და მარტივად მოშორებას. დაჭერით კიტრი თხელ რგოლებად და დაიფინეთ თვალებზე 15-20 წუთით. ამ მეთოდით სწრაფად მოიხსნით შეშუპებას და შავ ტომრებსაც ნაკლებად შესამჩნევს გახდით.
  ჩაი – კოფეინი, კატეჰინი და ანტიასაკობრივი ელემენტები, რომელთაც ჩაი შეიცავს, განაპირობებს სისხლძარღვების შეკუმშვას და შეშუპების მოხსნას, რაც შავი ტომრებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ერთჯერადი ჩაის პაკეტი რამდენიმე წამით შეუშვირეთ ცივ წყალს და შემდეგ დაიფინეთ თვალებზე. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ
  კარტოფილი – კარტოფილის წვენი საუკეთესო საშუალებაა შეშუპებისა და შავი ტომრების მოსაშორებლად. კარტოფილი გარეცხეთ, გათალეთ, გახეხეთ წვრილ სახეხზე და მარლის გამოყენებით გაწურეთ. წაისვით წვენი თვალის ქვეშ, ნაზ კანზე და თითის ბალიშებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

скачать dle 11.3