№13 უ ნ ა მ უ ს ო
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
პირველი მოთხრობა ციკლიდან „ოჯახური ისტორიები“
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #9-12(1003)
იხ. „თბილისელები“ #9-12(1003)
ირაკლიმ ნუცას გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ შეირთო ცოლად შვილის კლასის დამრიგებელი. ქორწილი არ გადაუხდიათ, მაგრამ ათიოდე მეგობარი შეკრიბეს და ლენას სახლში გაშალეს სუფრა. გამხიარულება სცადეს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ – ყველამ უხერხულად იგრძნო თავი და სტუმრები მალე წავიდ-წამოვიდნენ.
ირაკლიმ ვერ გაბედა ცოლის თავის სახლში მიყვანა და ამიტომ თვითონ გადაბარგდა ლენასთან.
იმ წელიწადს თენგო სკოლას ამთავრებდა და ლენამ ყველაფერი გაუკეთა, რაც იყო და არ იყო საჭირო: კოლეგები სათითაოდ ჩამოიარა და ყველა საგანში უმაღლესი ნიშანი დააწერინა – უნდოდა, ამით მაინც მოეგო გერის გული, მაგრამ პირიქით მოხდა: ბანკეტზე მისული თენგო გამოთვრა, დედინაცვალს ხმამაღლა აგინა და ყველას გააგებინა, როგორ გახდა სკოლის „ღვაწლმოსილი“ პედაგოგი საკუთარი მოსწავლის მამის საყვარელი, მით უმეტეს, მაშინ, როცა იცოდა, რომ იმ კაცს სახლში ცოლი უკვდებოდა.
გერის ასეთი მოულოდნელი და ამაზრზენი თავდასხმით გაოგნებულ ლენას ნერვებმა უმტყუნა და მანაც ამდენი ხალხის გასაგონად უპასუხა:
– ძალიან წმინდანადაც ნუ გამოგყავს დედაშენი! იმან სულაც თავის დაქალს წაართვა საქმრო! თანაც, თუ გინდა, ბოლომდე იცოდე სიმართლე, ამასაც გეტყვი: შენ ამათი შვილი არ ხარ, ნაშვილები ბრძანდები, ვაჟბატონო და დეიდაშენს უმადლოდე, რომ ახლა ბაზრის ლოთებთან ერთად არ გდიხარ ქარელში.
– შენისთანა ქუჩის ქალმა გადამაგდო და დედაჩემისნაირმა კეთილშობილმა ამიყვანა და გამზარდა! – მიაძახა თენგომ და გაიქცა.
ეს კი უკვე მეტისმეტი იყო. ბანკეტი ჩაიშალა. ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც ჩაუმწარდათ ზეიმი და ორივეს გამტყუნება დაიწყეს.
– ხვალიდან სკოლაში მოსვლისთვის თავს ნუ შეიწუხებთ და საერთოდაც, სკოლაში მუშაობის დაწყება აღარ სცადოთ, თორემ პასუხისგებაში მიგცემთ! – დაემუქრა ლენას ბანკეტზე მიწვეული დირექტორი, რომელმაც აღშფოთებულმა დატოვა უკვე არეულ-დარეული წვეულება.
ირაკლი და ლენა ცალკე ცხოვრობდნენ. თენგოს სოფიო, ვარინკა და ლიზა უვლიდნენ.
ერთ დღეს ლენამ ვიღაცისგან გაიგო თენგოსა და ქეთათოს ამბავი და ქმარი გააფრთხილა, ხელიდან წასული ოჯახის შვილია, გაურკვეველი ჯიშისა და ეროვნების, გვარიც კი ნაყიდი აქვთ. რაღაც მოახერხე და ჩაუშალე შენს შვილს მაგ გოგოს შერთვა, თორემ ინანებსო. ირაკლიმ დაურეკა შვილს და ყველაფერი უამბო – თავისი ჭკუით, გააფრთხილა. მაგრამ თენგომ, მამისა და დედინაცვლის ჯინაზე, ერთ კვირაში შეირთო, ღმერთმა იცის, ვისგან დაორსულებული გოგო და დიდი ქორწილიც გადაახდევინა ბებიას. სოფიომ არ იცოდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა მისი რძალი, მაგრამ რადგან თენგოს ცოლი გახდა, მეტი მიზეზი აღარ იყო საჭირო: ძვირფასი სამკაულებით აავსო, რომელთა შორის ვარინკას დედის ბეჭდები, საყურეები და პლატინის სამაჯური იყო – ანუ ის ნივთები, რომლებიც თავის დროზე სოფიომ მოიპარა ვარინკას დედის ზარდახშიდან და თავის ქალიშვილს მისცა. მერე და მერე კი თავისი საკუთარი ძვირფასეულობაც მთლიანად თენგოს ცოლს ჩაუყარა კალთაში – სანამ ჩემს გერსა და მის შვილს წაუღიათ, შენ გაძლევო.
ქონების გაყოფა
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არცთუ იშვიათად ადგამდნენ რქებს, შეიძლება ითქვას, თენგო და ქეთათო მაინც მშვენივრად შეეთვისნენ ერთმანეთს და სამი შვილიც გააჩინეს. მართალია, დარწმუნებით არცერთმა არ იცოდა, ნამდვილად თენგო იყო თუ არა ბავშვების ბიოლოგიური მამა, მაგრამ ამაზე არცერთი არ დარდობდა. მთავარი ის იყო, რომ ერთად კარგად გრძნობდნენ თავს.
ივან ივანიჩმა ნუცას გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დატოვა წუთისოფელი, სოფიომ კი, ავად თუ კარგად, გადაიტანა შვილის სიკვდილი და ახლა მხოლოდ თენგოთი სუნთქავდა და არსებობდა, რომელიც მხოლოდ მაშინ აკითხავდა ბებოს, როცა ფული სჭირდებოდა. მოხუცს ძირითადად ვარინკა და ლიზა უვლიდნენ, ყოველგვარი ანგარების გარეშე.
ერთ დღეს კი თენგოს მამამ დაურეკა:
– ყურმილი არ დამიხეთქო შენებურად, მომისმინე, რასაც გეტყვი! დედაშენისეული ბინის გარდა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, რაც კი რამ გაგაჩნია, ანუ ივან ივანიჩისა და სოფიოს მთელი ავლადიდება, სულ შენად რომ დაიგულე, ასე არ არის. ამ ქონებიდან შენ ზუსტად ნახევარი გეკუთვნის, ნახევრის მემკვიდრეები კი ვარინკა და ლიზა არიან. ოღონდ, როგორც ვხვდები, წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე, რომ რამის მოთხოვნის უფლება გააჩნიათ. ამიტომ, ერთობლივად უნდა დავსახოთ გეგმა, რომ ის ბრიყვი ქალები მოვასრიალოთ.
– მერე სოფიო? – ხარბად იკითხა თენგომ. მას საერთოდაც დაავიწყდა, რომ მამასთან დამდურებული იყო.
– სოფიო შენს მხარესაა. მთავარია, მოვიფიქროთ, ის დედა-შვილი როგორ გავაცუცურაკოთ. ლენაც დაგვეხმარება, მასაც აქვს რაღაც გეგმები.
თენგოს აღარ ეხამუშა დედინაცვლის სახელის გაგონება.
და მოიფიქრეს: ვარინკას და ლიზას, რომლებსაც მართლაც არ ჰქონიათ აზრად სამემკვიდრეო წილის მოთხოვნა, ავეჯი და ძვირფასი სურათები შესთავაზეს, ბინა და დანარჩენი ნივთები კი თენგოს უნდა დარჩენოდა. სამაგიეროდ, სოფიოს თენგო წაიყვანდა თავისთან და სიკვდილამდე უპატრონებდა.
ვარინკა და ლიზა საერთოდ არანაირ ქონებას და წილს არ ელოდნენ და მაშინვე დათანხმდნენ, რაც თენგომ შესთავაზა, რადგან ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ და იფიქრეს, ცოტას ჩვენც ამოვისუნთქებთო.
– თუ გინდათ, ხელშეკრულება გავაფორმოთ ნოტარიუსით, – სხვათა შორის უთხრა თენგომ, მაგრამ ვარინკამ არ იკადრა დისშვილის მიმართ უნდობლობის გამოხატვა და უარი თქვა ხელშეკრულებაზე. ბოლოს შეთანხმდნენ: თავის კუთვნილ ნივთებს მეორე დღეს წაიღებდა ლიზა, დანარჩენი კი თენგოს საქმე იყო.
მართლაც, მეორე დღის შუადღეზე სოფიოს სახლის ეზოში დიდი სატვირთო მანქანით მივიდნენ ლიზა და თავისი ქმარი, მაგრამ ბინა დაკეტილი დახვდათ. ლიზამ ნაცნობ მეზობელს მიუკაკუნა – თენგოს ხომ არ დაუბარებია რამეო. მან კი უპასუხა:
– თქვენთვის გადმოსაცემად არაფერი უთქვამს, მაგრამ წუხელ მთელი ღამე სადღაც ეზიდებოდნენ ავეჯს.
– ბინა რატომღა ჩაკეტეს? – გაუკვირდა ლიზას და უცებ ძალიან ეტკინა გული, რომ მისმა საფიცარმა დეიდაშვილმა ასე გააცურა.
– ბინა რა ხანია გაყიდულია, ჩემო კარგო; ავეჯი კი მხოლოდ გუშინ წაიღეს. სოფიოც წაიყვანეს.
– სოფიომ იცოდა, ბინა რომ გაუყიდა შვილიშვილმა? – ლიზა გაოგნებული იყო ასეთი ვერაგობით.
– რა თქმა უნდა! სოფიომაც იცოდა, ირაკლიმაც და მისმა ცოლმაც. ისინი ეხმარებოდნენ. რა იყო, ლიზა, რა მოხდა, რამეში ხომ არ მოგატყუეს?
– არა, რაში უნდა მოვეტყუებინე. უბრალოდ, მიხმარება გვინდოდა, – ლიზას შერცხვა მეზობლისთვის სიმართლის თქმა.
– რაღაც, არ მჯერა, – ჩაეცინა მეზობელს, – ეგ შენი თენგო ისეთი ხელიდან წასული ბიჭი გაიზარდა, შაურის გულისთვის ბებიასაც გაყიდის და მამასაც ზედ მიაყოლებს. საწყალი სოფიო! ამ ხნის ქალი მთელი დღე ჯიხურში იდგა ზამთარ-ზაფხულ და ხან არაყს და ხან გაზიან ტკბილ წყალს ყიდდა, ის გაიძვერა კი ყოველ საღამოს მობრძანდებოდა ხოლმე, უკითხავად ჩაიჩხრიალებდა ჯიბეში მთელი დღის ნავაჭრს და ბებიას არც კი მოიკითხავდა, ისე მიდიოდა. სახლში თუ შევიდოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ რამე ძვირფასი ნივთი ამოედო იღლიაში და თან წაეღო. სულ იმას ვეჩიჩინებოდი სოფიოს, რატომ წვალობ, რატომ იკლავ თავს, თითო-თითოდ გაყიდე შენი ბეზდელუშკები და კაი-კაი საჭმელები არ მოგაკლდება-მეთქი. ვარინკა კი გეხმარება, მაგრამ იმათ თავიანთი გასჭირვებიათ და შენ როგორ უნდა გარჩინონ, წესით, იმდენი გაქვს, იქით უნდა ეხმარებოდე-მეთქი. იმან კი მითხრა, რას ამბობ, ეს ყველაფერი თენგოსია და რამეს როგორ გავუყიდიო, – ჭორიკანა მეზობელმა დრო იხელთა და ენას გასაქანი მისცა, აშკარად რაღაცის გამო იყო სოფიოზე ნაწყენი და მის წინააღმდეგ ცდილობდა ლიზას გაღიზიანებას, – რას იზამ, ლიზა, არ უჩივლებ? – ბოლოს დაუსვა ის კითხვა, რისი გაგებაც სინამდვილეში უნდოდა.
– არა, – მოკლედ უპასუხა ლიზამ, ხელი ჩაჰკიდა ქმარს და ეზოდან გაიყვანა.
ბუმერანგი
ვარინკას და ლიზას არც ახლა მოსვლიათ აზრად, კანონიერად მიეღოთ თავიანთი წილი ქონება და ბედს შეეგუენ.
თენგომ მართლაც თავისთან წაიყვანა სოფიო, უფრო სწორად, თავისთან კი არა, თავის ბინაში, თვითონ კი სოფიოს სახლ-კარში აღებული ფულით ახალი, კეთილმოწყობილი ბინა იყიდა და იქ გადავიდა ცოლ-შვილითა და სიდედრით, რომელიც ყურებით აბზრიალებდა სიძეს და მთელ მის ოჯახს მართავდა.
„გულჩვილი“ და „მზრუნველი“ შვილიშვილი გარედან ჩაკეტილ ბინაში კვირაში ერთხელ აკითხავდა უკვე დაუძლურებულ გამზრდელ ბებიას, რომელსაც ტუალეტამდე გადაადგილებაც კი უჭირდა. ყოველი მისვლისას, საჭმლისა და წყლის გამოცარიელებულ ჯამსა და ბოთლს ხელახლა შეუვსებდა ხოლმე და არც კი დაელაპარაკებოდა, ისე გამოდიოდა იქიდან. თუმცა, არა, ყოველ მისვლაზე ერთსა და იმავე რიტორიკულ კითხვას უსვამდა:
– სონა, შენ ისევ ცოცხალი ხარ? – ასეთ დროს თენგო ძველი სახელით მიმართავდა ხოლმე სოფიოს.
ზაფხული რომ დადგა, თენგომ ცოლ-შვილი და სიდედრი ჯერ მთაში წაიყვანა დასასვენებლად, მერე ზღვაზე და თბილისში ერთი თვის შემდეგ ჩამოვიდა. შევიდა თუ არა ბინაში, მაშინვე ტელეფონი აწკრიალდა. თენგომ ყურმილი აიღო და ქალის კივილი გაიგონა:
– ვინ ხართ, რა ჯიშის ხალხი ხართ, ღმერთის არ გეშინიათ? ცოდო-მადლი არ გაგაჩნიათ?
– ვინ ხართ და რატომ მლანძღავთ? – გაბრაზდა თენგო.
– შენ თენგო არა ხარ? – იკითხა უცნობმა.
– დიახ, მერე რა გნებავთ?
– თენგო და ჯანდაბა შენ, შე უნამუსო! მოეთრიე და მიხედე საცოდავ ბებიაშენს, შიმშილისგან რომ ამოხადე სული! როგორ უნდა ცხონდეთ იმქვეყნად, თქვე ნაძირლებო, თქვენ! – იყვირა ქალმა და ყურმილი დაახეთქა.
თენგოს ძველი მეზობლების შეეშინდა, შიმშილით მკვდარი და საკუთარ ფეკალიებში ამოსვრილი ბებია თავის ბინაში გადმოასვენა, მანამდე კი ვიღაც ქალი მიიყვანა და მიცვალებული მეტ-ნაკლებად გააწმენდინა და ტანსაცმელი გამოაცვლევინა, თუმცა, კუბოში ჩასვენებულ სოფიოს სახე მაინც ისეთი ჭუჭყიანი ჰქონდა, პანაშვიდებზე მისული ხალხი დაუფარავად გამოხატავდა აღშფოთებას. კახეთიდან ჩამოსული გაწიწმატებული ნათესავი ქალები ყველას გასაგონად ჭორაობდნენ:
– ქა, სუნით შეწუხებულ მეზობლებს კარი რომ შეუმტვრევიათ, ეს ჩვენი სონა მაგიდის ქვეშ უპოვიათ, შიმშილისა და წყურვილისგან მკვდარი და დაკრუნჩხული!
– მაშ, ქა, თანაც სულ თავის ქაქში ამოსვრილი ყოფილა ეგ უბედური!
– ამოდენა ქონების პატრონი მა შიმშილით უნდა მამკვდარიყო? აფსუს, ქალო! თან გადაიყვა შვილიშვილს და რა უყო იმ უნამუსომ!
– ჰო, ცოდო კია, მაგრამ, ის კარგი იყო, საწყალ თავის გერს რომ სცემდა და აშიმშილებდა ხოლმე? – საკმაოდ ხმამაღლა თქვა ერთ-ერთმა ძველმა მეზობელმა, რომელსაც ვარინკას ბავშვობა ახსოვდა, – საწყალი გოგო, ისეთ დღეში ჰყავდა, მამაც კი გადაამტერა. თქვენ არ იცით და, ამხელა ქონებიდან ვარინკასა და მის ობოლ გოგოს არაფერი არგუნა, დედის ნივთებიც კი არ მისცა.
– ჰოდა, დაჰბრუნებია ცოდვები და ეგ არის! – დაასკვნა მის გვერდით მჯდარმა შუა ხნის ქალმა, – და, საერთოდაც, ეს ცხოვრება ბუმერანგივით არის: სიკეთე სიკეთით დაგიბრუნდება, სიავე და ბოროტება – სიავითა და ბოროტებით.
სოფიო დაასაფლავეს. ერთი ცრემლი არავის გადმოვარდნია, ვარინკასა და ლიზას გარდა. ვარინკამ ისეთი სიტყვებით დაიტირა დედინაცვალი, ყველას გული აუჩუყა.
ხალხმა კი იჭორავა და გაკილა სოფიოც და მისი გაზრდილი შვილიშვილიც, მაგრამ თენგოს ამით არაფერი დაჰკლებია. გაბეზრებული სახით იდგა ბინაში შესასვლელ კართან და ტუჩაბზუებით იღებდა სამძიმრებს.
რამდენიმე წლის შემდეგ ირაკლი და ლენაც გარდაიცვალნენ და თენგომ მათი ქონებაც წარმატებით მიითვისა, ერთი თეფშიც კი არ არგუნა ლენას დისშვილებსა და ძმისშვილებს, მიუხედავად იმისა, რომ ბინაც, ავეჯიც და ყველა სხვა ნივთიც პირადად ლენასი იყო. ესეც შერჩა. იქაც არავინ უჩივლა.
ასე ქურდობით, ძარცვით, გამოძალვითა და ტყუილებით დააგროვა თენგო ლომჯარიძემ უზარმაზარი ქონება და უაღრესად მდიდარი კაცი გახდა. სიმდიდრემ მეზობლებშიც და ოჯახის წევრებს შორისაც პატივისცემა (და თაყვანისცემაც) მოუტანა: ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა, ყველა ემლიქვნელებოდა – ხომ იცით, არავის აინტერესებს, ვინ როგორ და რა ცოდვებით დააგროვა სიმდიდრე.
ასე განცხრომაში, პატივსა და დიდებაში ცხოვრობდა თენგო ბაბუ წლების განმავლობაში, მაგრამ, როგორც დიდმა აკაკიმ თქვა: „განა ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?“ – ერთ დღესაც, ზაფხულის ბოლოს, აგარაკიდან დაბრუნებულ თენგო ლომჯარიძეს სახლი გაყიდული დახვდა, ნივთები – სადღაც წაღებული. ცოლი უკვე გარდაცვლილი ჰყავდა და თვითონ შვილთან და შვილიშვილთან ცხოვრობდა. როდესაც მეზობლებმა უთხრეს, რომ მისმა შვილმა ბინა და მთელი ქონება უმცროსი თენგო ლომჯარიძის (ანუ თენგოს შვილიშვილის) საეჭვო ვალების გამო გაყიდა, უფროს თენგო ლომჯარიძეს ელდისგან დამბლა დაეცა და ლოგინად ჩავარდა. მაგრამ არცერთმა შვილმა მისი მოვლა და რჩენა არ მოისურვა და ჯერ მოხუცთა თავშესაფარში მიიყვანეს (მაინც მამაზე ნამუსიანად მოიქცნენ), მერე კი, როცა ნახეს, რომ ეს „სიამოვნება“ და „კომფორტი“ საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ, საერთო ძალებით უქირავეს ერთოთახიანი გაურემონტებელი „ხრუშჩოვკა“, მომვლელად ვიღაც უსახლკარო ქალი მიუჩინეს, რომელიც იმავე ბინაში ცხოვრობდა (ამიტომ ნაკლებს უხდიდნენ) და შვებით ამოისუნთქეს – მეტი რაღა უნდა გააკეთონ, გარდა იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა ორ-სამ კვირაში ერთხელ მოინახულოს და დახედოს, ცოცხალია თუ არა.
არავინ იცის, რას ფიქრობს უფროსი თენგო ლომჯარიძე ახლა, ლოგინად ჩავარდნილი და, საერთოდ, აქვს თუ არა რამეზე ფიქრის თავი. თუ აქვს, არც ის არის გამორიცხული, რომ შვილებს ამტყუნებს, არც ის, რომ ყველაფერს სხვას აბრალებს და არც ის, რომ ახსენდება თავისი ცუდკაცობები და ღმერთს ყველაფრისთვის პატიებასა და შენდობას სთხოვს.
კარგია, თუ ასეა.
დასასრული