კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 სამყაროში კონკრეტულ ქცევას თავისი შედეგი მოჰყვება და ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ

  ბინის ინტერიერის სწორად შერჩევა თქვენი ბედის, ფინანსური კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლის საწინდარია. თუ დაკვირვებიხართ, ბევრ ადამიანს სახლში შესვლისთანავე ეცვლება გუნება-განწყობა, ცუდ ხასიათზე დგება და მაშინვე ახსენდება პრობლემები. თუ სახლში შესვლისთანავე ცუდ განწყობაზე დგებით, უფულობა და უიღბლობა გახსენდებათ და ყოველ წვრილმანზე ნერვები გეშლებათ, უმჯობესია, დაფიქრდეთ და გამოსავალი თავადვე მოძებნოთ. როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. თუ ოჯახში სრული ჰარმონიის, ბარაქისა და იდილიის შექმნა გსურთ, სახლს მეტი ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ ის, რასაც ქვემოთ გირჩევთ. მაგალითად, უიღბლობას, ცუდ განწყობასა და უფულობას ადვილად დააღწევთ თავს, თუ ასტროლოგიაში აპრობირებულ, საკმაოდ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ და საკუთარ თავს დააძალებთ, იყოთ მომთმენი და სწორი არჩევნის გაკეთებას შეძლებთ. ასე, საკუთარი ძალებითვე შეძლებთ, სახლში მატერიალური დოვლათის მოზიდვას, ბინაში იდილიის შექმნასა და ოჯახში კეთილდღეობის დამკვიდრებას.
  ყველა ჩვენგანმა ისე უნდა მოაწყოს საცხოვრებელი ბინა, რომ თავი ენერგიულად, დაცულად და კომფორტულად იგრძნოს. თუ ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიებით არის დამუხტული, ამას სახლიც გრძნობს და შესაბამისად, რეაგირებს. ამიტომ, ცუდი განწყობა და უგუნებობა სახლის კარს იქით დატოვეთ და სახლში ხალისითა და ღიმილით შეაბიჯეთ. დაძინებამდე კი ბინაში ყველაფერი მოაწესრიგეთ და იმაზე ფიქრით დაწექით მშვიდად, რომ ხვალინდელი დღე უფრო იღბლიანი და წარმატებული იქნება, ვიდრე გუშინდელი იყო. სამყაროში თითოეულ კონკრეტულ ქცევას თავისი შედეგი მოჰყვება და ეს სავალდებულოა, ყველამ კარგად გავაცნობიეროთ.
  უნდა იცოდეთ, რომ საცხოვრებელ ბინაში არსებობს ზონები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ეცადეთ, სახლში მისაღები ოთახის დასავლეთ მხარეს არ დადგათ ტექნიკა და არ ჩამოჰკიდოთ სარკე კედელზე. ამან უბარაქობა იცის, მაგრამ თუ ამ ადგილას დადგამთ ვაზას, ჩააწყობთ ყვავილებს და ჩაყრით ხურდა ფულს, აუცილებლად მოიმატებს ფინანსური წყარო და შემოსავლებიც გაიზრდება. ოღონდ, ეს ფული, წლიდან წლამდე არ უნდა დახარჯოთ და დროდადრო უნდა ჩაამატოთ კიდეც. კარგი იქნება, თუ მისაღები ოთახის აღმოსავლეთ მხარეს დადგამთ დივანს, სკამსა და მაგიდას. ეს ხელს შეუწყობს ახალ კონტაქტებს და წარმატებულ ნაცნობობას, რომელიც საქმეში დაგეხმარებათ. ასევე, ის უზრუნველყოფს პარტნიორების მოზიდვას საქმეში. არ არის აუცილებელი სახლის ძვირად ღირებული ნივთებითა და ავეჯით გადატვირთვა, მთავარია, იცოდეთ, რა სად დადგათ.  მაგალითად, ტანსაცმლის კარადა აღმოსავლეთით დადგით, ხოლო საწოლი – ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომ მშვიდი ძილი და სასიყვარულო პარტნიორთან კარგი დამოკიდებულება გარანტირებული გქონდეთ. არ არის სასურველი, პირადი ჰიგიენის საშუალებები უცხო პირმა დაინახოს. ეს თქვენსავე ჯანმრთელობაზე იმოქმედებს უარყოფითად. გირჩევთ, აბაზანაში პატარა კარადა ჩამოჰკიდოთ და იქ შეინახოთ, რომ ცხოვრების თანამგზავრთან პრობლემა არ შეგექმნათ.
  ზოგადად, კარმული აღმავლობის დროს ადამიანი ადვილად აღწევს წარმატებებს, არ ექმნება პრობლემები და წინაღობები, ცხოვრება მშვიდად და ჰარმონიულად მიდის, მაგრამ, როგორც კი კარმული ჩავარდნების პერიოდი დაიწყება, ის უბარაქობის მსხვერპლი ხდება. ეს შესაძლოა, წლებიც კი გაგრძელდეს, მაგრამ ამას ისევ მოსდევს აღმასვლა და ამიტომ, დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ. აღმართს დაღმართი მოჰყვება და დაღმართს – აღმართი და სწორედ ეს პრინციპი მოქმედებს ადამიანის კარმაზეც. ამას ვერავინ ასცდება. უბრალოდ, კარმული დაღმასვლის პერიოდში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა, სიტყვები, ურთიერთობები, ფინანსები და სურვილებიც კი. თუ ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წინსვლისა და სიტუაციების დარეგულირებისთვის. არ იზარმაცოთ, აკეთეთ ბევრი საქმე და წინ წაიწიეთ წარმატების ადვილად მისაღწევად. ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ასევე ფინანსურ სფეროსაც. კარმული აღმასვლის პერიოდში ადამიანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება. ხოლო, როცა კარმული დაღმასვლის პერიოდი დგას, ამ დროს ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი დაკვირვებულობა გამოიჩინოთ. რაც უფრო ფრთხილად გაივლით ამ პერიოდს, მით მეტი წინსვლის საშუალება მოგეცემათ მომავალში.
скачать dle 11.3