კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ გააუქმებინა ბერიამ დასავლეთს ოპერაცია „ვირუსი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიაზე გავრცელებული, უამრავი უარყოფითი ისტორიის მიუხედავად, ეს ადამიანი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად რჩება, ვისაც მის გადარჩენაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის გენერალი ვიქტორ ვორფოლომეევი წერს: „ბერიაზე არსებული უარყოფითი ისტორიების 99 პროცენტი ხრუშჩოვისეულმა პროპაგანდამ გაავრცელა. შემდგომ ის ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა აიტაცეს (ასევე მოხდა სტალინის შემთხვევაში), დასავლური ტექნოლოგიებით შეფუთეს და „მიმოქცევაში გაუშვეს“. უკვე ამდენი წლებია, ეს შავი პიარი წრეზე ტრიალებს და მას ახალ-ახალი ინსინუაციები ემატება და ემატება. ბერიას სახე მეტ სიშავეს იღებს და მისი ნამდვილი საქმეები კი იჩქმალება. სინამდვილეში კი ლავრენტი პავლეს ძე ბერია მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიის ცენტრალური ფიგურაა და კაცობრიობისთვის იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ მთელ მის „ბოროტებას“ ამის ერთი პროცენტიც კი გადაწონის...
  გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „გახდა რა ლავრენტი პავლეს ძე ბერია „ენკავედეს“ ხელმძღვანელი, მან ყველა სტრუქტურის მოდერნიზება მოახდინა და ჩვენი უწყება ახალი „ბრუნვებით“ ამუშავდა. განა ტყუილად უწოდა ალენ დალესმა ბერიას „დაზვერვის გენია“. ლავრენტი პავლეს ძეს, ისევე, როგორც სტალინს, კარგად ესმოდა, თუ რა საფრთხეში იყო დედამიწა მეოცე საუკუნის 30-50-იან წლებში და ისიც უწყოდა, რომ გლობალურ საფრთხეს კარგად ორგანიზებული სპეცსამსახური თუ დაუპირისპირდებოდა. ბერიას აზრით, პლანეტის მთავარი საფრთხე ოლიგარქიულ-იმპერიალისტური ინტერესები იყო. ბერიას მიაჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მართული მსოფლიო კაპიტალი აუცილებლად მიიტანდა იერიშს თანასწორობის მქადაგებელ, დემოკრატიულ ძალებზე და ამ იერიშის დროს არ მოერიდებოდა ყველაზე ბინძური საშუალებების გამოყენებას. ამიტომ ჩვენ – საგარეო დაზვერვას, სტრატეგიულ ამოცანად დაგვისახა, რომ ასი ყური და ასი თვალი გამოგვება. არ გამოგვპარვოდა არანაირი ინფორმაცია, რათა მათზე დროულად მომხდარიყო რეაგირება. და, მართლაც, 1939 წლის დასაწყისიდან საგარეო დაზვერვა, ისევე როგორც მთელი „ენკავედე“, ათმაგად გაძლიერდა და არაერთი ისეთი მტრული ოპერაცია ჩავუშალეთ მოწინააღმდეგეს, რაც განადგურებას გვიქადდა. ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია იყო – „ანტივირუსი...“
  პავლე ფიტინი საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსი იყო. იგი უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაცია „ანტივირუსში“, რომელმაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო როლი შეასრულა უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებით კი ევროპისთვის... გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია, რომ იტყვიან, დასავლეთმა „გამოკვება“ და ჰიტლერიც მათ აღმოაჩინეს და გააძლიერეს. ეს ყველაფერი კი იმიტომ გაკეთდა, რომ საბჭოთა კავშირს დაპირისპირებოდნენ. მიუხედავად შორს მიმავალი ანგლო-ამერიკული გეგმებისა, სტალინის სწორმა დიპლომატიამ და ჰიტლერის გაუმაძღრობამ ჯერ „მიუნხენის შეთქმულება“ შვა, შემდგომ კი ფიურერმა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ანგლო-საქსებს გეგმები ჩაუშალა. ანუ, ჰიტლერმა საბჭოეთზე გალაშქრებაზე დროებით თქვა უარი და სხვა ტერიტორიის ხელყოფას შეუდგა, რაც ანგლო-საქსებისთვის მიუღებელი იყო. ასეთ სიტუაციაში დასავლეთის იმპერიალისტურ-ოლიგარქიულმა ძალებმა 1938 წელს შემუშავებული ოპერაცია „ვირუსის“ განხორციელება სცადეს. გეგმის მიხედვით, ანგლო-ამერიკულ საიდუმლო ლაბორატორიებში შექმნეს, ეგრეთ წოდებული, ციმბირული წყლულის ვირუსი, რომელიც ათასობით მინიკაფსულაში იყო მოთავსებული და მისი გასროლა სპეციალური სატყორცნი მოწყობილობით იყო შესაძლებელი. გასროლის შემდეგ კაფსულა სკდებოდა, იფანტებოდა და მოსახლეობას ციმბირული წყლულის მძიმე ფორმით აავადებდა. 10 ათასი დაავადებულიდან 9 ათასი 5 დღეში იღუპებოდა. ათასი კი ინვალიდი და ქმედითუუნარო ხდებოდა. ამ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას დასავლეთი, როგორც ფაშისტური გერმანიის ჯარის, ასევე საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ აპირებდა. რის შედეგადაც, დაახლოებით, 100 ათასი ფაშისტი და წითელარმიელი უნდა დაღუპულიყო. ამით კი, ერთი მხრივ, ჰიტლერის წინსვლა უნდა შეეჩერებინათ, მეორე მხრივ კი, ჩვენ, საბჭოელები დავეშინებინეთ. მიუხედავად ასეთი მზადყოფნისა, დასავლეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ლავრენტი პავლეს ძე ბერიას დიდი ძალისხმევის წყალობით, 1939 წლის მარტი-მაისის თვეებში (87 დღის განმავლობაში) ვირუსოლოგმა მატვეი ბონერმა (ეს ფსევდონიმია და მისი სახელი დღემდე გასაიდუმლოებულია) შეიმუშავა ვირუსი VK, რომელიც ციმბირულ წყლულზე ბევრად მავნებელი იყო, უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და 100 ათასი ადამიანიდან თითქმის ყველას კლავდა. ეს ვირუსებიც კაფსულებში იყო მოთავსებული და სპეციალურად მორგებულ სატყორცნ იარაღზე იყო გათვლილი. ამგვარად, ბერიას უშუალო დავალებით, საბჭოთა მზვერავების ჯგუფმა ბრიტანო-ამერიკულებს ახალი ვირუსის მოქმედების კადრები ჩაუტანეს და ბერიას სახელით გააფრთხილეს, რომ ოპერაცია „ვირუსს“ საპასუხო ოპერაცია „ანტივირუსი“ მოჰყვებოდა და თავიანთი ზრახვებისგან უარის თქმა ურჩია, რაც სასწრაფო წესით შესრულდა...“
  ბერიას ოპერატიულმა, კარგად გააზრებულმა და თამამმა მოქმედებამ 1939 წელს ევროპის დიდი ნაწილი საშინელი კატასტროფისგან იხსნა, რასაც დასავლეთის მმართველი წრეები ამგზადებდნენ. საქმე კი ის იყო, რომ მომავალში ვირუსული ომის წარმოებაზე ყველა ქვეყანამ უარი თქვა, რაც ბერიას დამსახურება იყო...“

скачать dle 11.3