კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ექიმის რჩევები

კითხვა: დაახლოებით რამდენდღიანია ოვულაციის პერიოდი?
პასუხი: თუ 28-დღიანი ციკლი გაქვთ, მაშინ  ოვულაციის მოსალოდნელი დღეებია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12  და მე-17 დღეებს შორის პერიოდი. თუ ამას დავუმატებთ იმ სამ-სამ დღეს (ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ), გამოდის, რომ განაყოფიერებისთვის მოსალოდნელი პერიოდია მენსტუაციის მოსვლიდან მე-9–მე-20 დღეები.
კითხვა: ბოლო 1 წელია, სექსის მერე გულისრევა მაქვს. რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ.
პასუხი: თუ ასეთი გულისრევის შეგრძნება მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ გაქვთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი მიზეზია მომენტალური წნევის მატება, რაც ზოგადად, დამახასიათებელია სექსუალური აგზნებისთვის. შემდგომ ორგანიზმი მალევე განიმუხტება და წნევაც ნორმას უბრუნდება. თუ ეს მართლაც ასეა, კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებთ ამ მიმართულებით და გააკონტროლებთ  წნევას, მისი მატების შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს მიზეზის დასადგენად.
კითხვა: 56 წლის ქალბატონს აქვს სუნთქვის გაძნელება, დღის განმავლობაში – მსუბუქად, მაგრამ როცა წვება, სუნთქვა უძნელდება. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ან როგორ იმკურნალოს?
პასუხი: ჰაერის უკმარისობის შეგრძნება შეიძლება, გამოიწვიოს როგორც გულ-სისხლძარღვთა, ისე სასუნთქი სისტემის დაავადებებმა. შეიძლება, განპირობებული იყოს ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით, სისხლში ჟანგბადის ოდენობის დაქვეითებითა და ნახშირორჟანგის დაგროვებით (ანემია, აციდოზი)... დიფერენცირებისთვის კვლევის საწყის ეტაპზე ოჯახის ექიმთან ან თერაპევტთან ვიზიტია საჭირო.
კითხვა: ვარ 23 კვირის ორსული. მაინტერესებს, თუ დილით, უზმოზე მივიღებ წინა ღამის დაყენებულ თაფლიან წყალს,  დამიცავს ვირუსებისგან? და საერთოდ, რა სარგებლობა მოაქვს მას?
პასუხი: თაფლიან წყალს აქვს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი. თუ არ გაქვთ ალერგია თაფლზე, შეგიძლიათ მიიღოთ. თუმცა, ვირუსული დაავადებისგან აბსოლუტურ დაცვას, ცხადია, ვერ უზრუნველყოფს.
კითხვა: რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ჩვილის მასაჟი?
პასუხი:  ნებისმიერი ჯანმრთელი ბავშვისთვის რეკომენდებულია გამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკური მასაჟი, რომლის გაკეთებაც თავად დედას შეუძლია. ეს ეხმარება არა მარტო ბავშვის განვითარებას, არამედ, დედასა და შვილს შორის მეტი ემოციური კავშირის დამყარებას. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მასაჟის დაწყების საუკეთესო დროა 4 კვირიდან 6 თვემდე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3