№13 კარდიოსკლეროზის მიზეზები და პროფილაქტიკა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

გამოიყოფა კარდიოსკლეროზის შემდეგი ფორმები – კეროვანი და დიფუზური.
დაავადების გამომწვევი მიზეზებია: მიოკარდიუმი, რევმატიზმი, კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, მიოკარდის ინფარქტი, გულის კუნთების დისტროფია.
სიმპტომები:
* გულის არითმია;
* ტკივილი გულის არეში;
* ქვედა კიდურების შეშუპება;
* ხუთვა;
* სწრაფი დაღლა.
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
* არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებს;
* ქოლესტერინის დონის დამწევ პრეპარატებს;
* გულის გლიკოზიდებს;
* ანტიკოაგულანტებს;
* ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
* სისხლძარღვების გამაფართოებელ პრეპარატებს.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს შემდეგი პროდუქტების გამოყენებას: მარილს, დიდი რაოდენობით წყალს, მაგარ ჩაის, ყავას, კაკაოს, სპირტიან სასმელებს, ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებს (ღვიძლი, კვერცხის გული, თირკმელები).
აუცილებელია დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
* გულის ქრონიკული უკმარისობა;
* გულის ანევრიზმა;
* კუჭის პაროქსიზმალური ტაქიკარდია;
* ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
რთულ ფორმებში კი შესაძლოა, ლეტალური შედეგიც კი დადგეს.
რისკის ჯგუფში შედიან:
* ალერგიის მქონე პირები;
* გულის დაავადების მქონე პირები;
* გულის პათოლოგიების მქონე პირები.
რეკომენდებულია:
* სამკურნალო ფიზკულტურა;
* წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;
* რაციონალური კვება;
* სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება.
პროფილაქტიკისთვის საჭიროა გულის იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდის ინფარქტისა და მიოკარდიტების დროული დიაგნოსტიკა და მათი აქტიური თერაპია. ასევე, უარის თქმა ნებისმიერ მავნე ჩვევაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს და, თავის მხრივ, შესანიშნავ ნიადაგს ქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისთვის.