კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ მივხვდეთ, რომ ვიტამინების ნაკლებობა გვაქვს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თუ ატყობთ, რომ თქვენი რეფლექსები შენელდა, მაგალითად, გიჭირთ გადმოგდებული ბურთის დაჭერა, საჭირო დროს მანქანის დამუხრუჭება, სწრაფი რეაგირება იმპულსებზე, აუცილებლად უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს. ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ისევე, როგორც B12,  E ვიტამინიც აუცილებელია.
  ვიტამინების ნაკლებობა არცთუ იშვიათად ადამიანის გუნება-განწყობაზეც აისახება. თუ განწყობა ხშირად გეცვლებათ, შესაძლოა, თქვენი პრობლემა B1 ვიტამინმა გადაჭრას. ეს ვიტამინი, ასევე, უზრუნველყოფს ნერვული სისტემისა და ტვინის უჯრედების ფუნქციონირებას, მისი ნაკლებობა კი ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. ყველაზე ხშირად ამ ვიტამინის დეფიციტს განიცდიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ალკოჰოლზე, ან ანორექსია სჭირთ.
  უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, გარდა სხვა მიზეზებისა, შესაძლოა, B3 ვიტამინის ნაკლებობის ბრალიც იყოს. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს ღვიძლის ფუნქციის აღდგენასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. B3-ის საჭირო რაოდენობით მისაღებად აუცილებელია მიირთვათ: ხორცი, თევზი, მზესუმზირა, ბოსტნეული და ჭარხალი.
  თუ ჭრილობები დიდხანს და რთულად გიხორცდებათ, ვიტამინი C გაკლიათ. ამ ვიტამინის გარეშე თქვენს ორგანიზმს უჭირს დაზიანებული ქსოვილების აღდგენა. ყველამ იცის, რომ C ვიტამინი დიდი რაოდენობითაა ციტრუსებში. გარდა ამისა, ხშირად მიირთვით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, სალათის ფურცლები და მწვანილი.
  თუ ღამით გადაადგილებას ერიდებით, რადგან საგნების გარჩევა გიჭირთ, უნდა იცოდეთ, რომ მხედველობის პრობლემა ხშირად A ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული. ვიტამინ A-ს კი დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული: ისპანახი, კომბოსტო, კიტრი, სალათის ფურცელი და მწვანილი. მენიუში, ასევე, ხშირად შეიტანეთ სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და კვერცხი.
  სიარულისას ფეხების დაბუჟების შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვა, ბალანსის დაცვის სირთულე B12-ის ნაკლებობის ნიშნებია. სწორედ მისი დეფიციტი იწვევს ტვინსა და ნერვულ სისტემას შორის ნორმალური კომუნიკაციის დაქვეითებას, რაც ზემოთ აღნიშნული სიმპტომების სახით ვლინდება. საჭირო რაოდენობის B12 რომ მიიღოთ, უნდა იკვებოთ მრავალფეროვანი ცხოველური საკვებით: თევზით, ქათმის ხორცითა და რძის პროდუქტებით.
  თუ კუნთები ხშირად გტკივათ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენს სხეულს D ვიტამინის აკლია. ამ ვიტამინის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. გარდა კუნთების ტკივილისა, ეს ვიტამინი ძვლებსა და კბილებზეც არის პასუხისმგებელი. ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად აუცილებელია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები – ხაჭო, არაჟანი, მაწონი. პრობლემის გადაჭრაში თქვენს რაციონში თევზის ჩამატებაც დაგეხმარებათ, ასევე, მზეზე სეირნობა.
скачать dle 11.3