კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ალერგიული რინიტი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ალერგიული რინიტი შეიძლება, იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ალერგიული რინიტი უფრო სეზონური ხასიათისაა, უპირატესად ვითარდება გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებში და მისი გამწვავება გარკვეულ მცენარეთა ყვავილობის პერიოდს ემთხვევა. ქრონიკული (ანუ – უფრო, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ალერგიული რინიტი გამოწვეულია ან სხვადასხვა მცენარეთა ყვავილის მტვრით (ყვავილობა სხვადასხვა სეზონზე), ან უფრო ხშირად, ეგრეთ წოდებული, „ოთახის მტვრით“.
  რინიტის კლინიკური სურათი გამოხატულია ცხვირიდან თხელი, გამჭვირვალე, დიდი რაოდენობით გამონადენით (თუმცა, ზოგჯერ, პროცესში ერთვება ინფექცია და გამონადენი შეიძლება სქელი და ყვითლად შეფერილიც იყოს) ან პერიოდული გაჭედვით, როდესაც, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო, მკვეთრად გაძნელებულია სუნთქვა, თუმცა – გამონადენი არ არის. ზოგჯერ შესაძლოა, გამონადენი და გაჭედვა ერთმანეთს ცვლიდეს.
  გარდა ამისა, გამოხატულია ცხვირის ქავილი, ცხვირცემინების პაროქსიზმები, რომელიც, უხშირესად, ინტენსიურია დილით გაღვიძებისას. ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ხელის დამახასიათებელი მოძრაობა – საჩვენებელი თითის გასმა ცხვირის წვერსა და ნესტოებზე, რასაც „ალერგიულ სალუტს“ უწოდებენ.
  ალერგიული რინიტი შეიძლება გამოიწვიოს სახლშიდა და სახლგარეთა ალერგენებმა. მაგალითად: ხემცენარეებისა და ბალახების მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, სოკოს სპორები, ცხოველების ეპითელიუმი და ასე შემდეგ.
  ადრეულ გაზაფხულზე უპირატესად ხემცენარეების მტვერი ცირკულირებს; შემდგომ – გაზაფხულსა და ზაფხულში, სხვადასხვა ბალახის ალერგენები; გვიან ზაფხულსა და შემოდგომაზე კი – სარეველა მცენარეთა ალერგენები. სოკოს, ოთახის მტვრის და ცხოველთა ალერგენები აქტიურია მთელი წლის განმავლობაში. იმისდა მიხედვით, თუ რაზე არის სენსიბილიზებული ინდივიდი, ალერგიულ რინიტს შეიძლება, ჰქონდეს სეზონური ხასიათი ან გრძელდებოდეს მთელი წლის განმავლობაში.
  ალერგიული რინიტი ნებისმიერ ადამიანში შეიძლება განუვითარდეს,  თუ მოხდა სენსიბილიზაცია ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. მაგრამ თუ ინდივიდს აქვს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, ისეთი დაავადებები, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ატოპიური ეგზემა, ალერგიული რინიტის ჩამოყალიბების რისკი უფრო მაღალია. ზოგიერთ გარეგან ფაქტორს კი მისი პროვოცირება ან მდგომარეობის გაუარესება შეუძლია. ესენია: კვამლი (თამბაქოს, ხის ნამწვის), ქიმიური საშუალებები, ცივი ჰაერი, ტენიანობა, ქარი, ჰაერის დაბინძურება, გამონაბოლქვი, სუნამოები და სხვა.
არანამკურნალებ ან ცუდად კონტროლირებად რინიტს შეიძლება, დაერთოს ძილის დარღვევა და ღამის აპნოე, დაღლილობა და თავის ტკივილი დღის განმავლობაში, სწავლის, კოგნიტიური ფუნქციების, პროდუქტიულობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესება, გართულდეს მწვავე ან ქრონიკული სინუსიტით, ნაზალური პოლიპოზით, შუა ყურის ანთებით, კბილების პრობლემებით (ხანგრძლივად პირით სუნთქვის გამო) და ასე შემდეგ.
პრევენციული ღონისძიებები:
* უნდა მოერიდონ გარეთ ყოფნას ცხელ და ქარიან ამინდში, ვინაიდან ამ დროს მცენარეთა მტვერი ჰაერში მაღალი კონცენტრაციითაა;
* გარეთ ყოფნის შემდეგ მიიღონ შხაპი, რათა ჩამოიშორონ თმასა და კანზე დარჩენილი მტვერი;
* მცენარეთა მტვრის აქტივობის პერიოდში, სახლში ყოფნისას ან მანქანით გადაადგილებისას, ფანჯრები მჭიდროდ ჰქონდეთ დახურული,
* სახლში გამოიყენონ HEPA ფილტრის მქონე კონდიციონერი და მტვერსასრუტი;
* თუ ოთახის მტვრის ტკიპაზე არიან სენსიბილიზებული, საწოლის თეთრეული უნდა გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე – 54,4 C. აიღონ ხალიჩები, ბინა ხშირად დაალაგონ სველი წესით და სპეციალური ფილტრის მქონე მტვერსასრუტით;
* აკონტროლონ ტენიანობა სახლში, ვინაიდან მაღალი ტენიანობისას (50 პროცენტზე მეტი) ხელსაყრელი პირობები იქმნება ოთახის მტვრის ტკიპის აქტივობისთვის.
* ნუ იყოლიებენ სახლში შინაურ ცხოველებს (კატა, ძაღლი და ასე შემდეგ) და მოერიდონ მათთან კონტაქტს

скачать dle 11.3