კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 შეიძლება თუ არა ცხოვრება განშორების ტკივილთან ერთად და რატომ არის ეს უფრო მძიმე ქალებში

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  როდესაც საყვარელ ადამიანს შორდებიან, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერს სტკივა. ყველა ცდილობს, საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდეს და თუ მისგან წავიდა, დაიბრუნოს. ზოგჯერ  დავიწყება უკეთესი გამოსავალია, მაგრამ ეს თითქმის არავის უნდა. განშორების ტკივილით გულმოკლულ ადამიანებს ფსიქოლოგები ურჩევენ, რომ უბრალოდ, ისწავლონ მათ გარეშე ცხოვრება, ვინც ისინი არ დააფასა. გლოვას  გართულებები მოყვება.  დეპრესია ხელს შეგიშლით ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელებაში. დიახ, ამ შემთხვევაში შესაძლოა, მართლაც  კვდება სასიყვარულო ურთიერთობა,  მაგრამ  სიყვარული ისევ მოვა და ბევრად უფრო დიდი სიხარულის მომტანი იქნება. საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს და მხოლოდ ამის მერე დაგვაფასებს და შეგვიყვარებს სხვა.
  განშორებას თავისი ეტაპები აქვს, რომლებიც თითქმის ყველა შემთხვევაში ერთნაირია. რაც უფრო მეტად ებღაუჭები მას, ვინც წასვლა გადაწყვიტა, მით ნაკლებად უღირხარ.
  მარი (32 წლის): უარყოფა – არის კი რამე ამაზე დამანგრეველი? სიყვარული არაჩვეულებრივი რამეა, მაგრამ მგონი, განშორებაზე  თავიდანვე უნდა იფიქრო, მზად დახვდე ამ „სტიქიურ უბედურებას“, რომ რაღაცნაირად, შეეჩვიო.
– სიყვარულს ხომ ყოველთვის არ ახლავს განშორება?
– ალბათ, არა, მაგრამ უნდა გაგიმართლოს.  მეც მეგონა, რომ იღბლიანების რიცხვში ვიყავი. გამეცინებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, გულს ყველაზე ძალიან სწორედ ის ადამიანი გატკენს, ვინც ყველაზე მეტად გიყვარსო. სიყვარული კარგია, მაგრამ ქალები ძალიან ვაშავებთ, როცა უპირობოდ და უანგაროდ ვიყვარებთ. ბოლომდე ვუღებთ გულის კარს რჩეულს და უფლებას ვაძლევთ, მთლიანად გადაყლაპოს ჩვენი პიროვნება. სწორად გამიგეთ, მე არ ვამბობ, რომ სიყვარული ცუდია ან არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ გრნძობა ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ. აუცილებელია, რეალისტები ვიყოთ, უნდა დავუშვათ, რომ შეიძლება, მიგვატოვონ.
– რომ ეგრევე დეპრესიაში არ ჩავვარდეთ?
– სხვათა შორის, პირველი რეაქცია დეპრესია არ არის. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მე მოგიყვებით, რა ეტაპები გავიარე. იქნებ ვინმეს გამოადგეს.  პირველი რეაქცია  იყო გაშეშება და შოკი. გაცნობიერება იმისა, რომ უბრალოდ, „დაგიკიდეს“. და ვინ? იმან, ვისაც მთავარ დასაყრდენად მიიჩნევდი.  ეს ის სტადიაა, როცა სამყარო აზრს კარგავს, ხოლო ცხოვრება – შინაარსს.  ამ დროს, უბრალოდ, შეშდები და ყოველდღიურ რუტინას  რობოტივით მიჰყვები. ხშირად მითქვამს საკუთარი თავისთვის: „ვერ ვიჯერებ, რომ ასე მოხდა”, „ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სხვას დაემართა“, „მგონია, რომ შევრიგდებით“, „მიხვდება და დაბრუნდება“.
– სხვა ქალი იყო დამნაშავე იმაში, რომ ასე მოგექცათ?
– სხვა ქალი ვერაფერს დაგიშავებს, თუ შენ მიმართ პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს, რომელიც სამუდამო ერთგულებას გპირდებოდა. ბევრი ფიქრისა და მიზეზების ძიების შემდეგ, სწორედ, ამ დასკვნამდე მივედი. ქალისა და მამაკაცის   ურთიერთობაში გრძნობა კი არ არის მთავარი, არამედ პასუხისმგებლობა. აი, რაზე არ ვლაპარაკობთ და სად ვუშვებთ მთავარ შეცდომას.  
– ურთიერთობის დასაწყისში როგორ უნდა გავარკვიოთ, აქვს თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობა?
– მე ახლა ვხვდები, რომ ამის გარკვევა არც ისე  რთულია. უნდა დააკვირდე. ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამას აქვს მნიშვნელობა. ქცევებია მთავარი და არა სიტყვები.  თუმცა, ჩვენ იმ განცდებზე ვლაპარაკობდით, რომელიც მიტოვების შემდეგ გვიჩნდება. ნერვიულობა პიკს რომ მიაღწევს, მერე უცებ „ცარიელდები“ – ეს კიდევ უფრო საშინელი გრძნობაა. საერთოდ აღარაფერს განიცდი  და ფიქრობ – გამოდის, არ მყვარებია? ვერ ხვდები, რა დაგემართა. არადა, ეს ჩვენი  ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმია, რომელიც ემოციური ქარიშხლისგან გვიცავს და   დარდთან გასამკლავებლად ძალებს გვიზოგავს.  მერე  დგება ეტაპი, როცა სრულად აღვიქვამთ რეალობას და უცებ ხვდები, რაც მოხდა... ამის მერე ჩემი „აწმყო“ მძიმე და აუტანელი გახდა. განცდები ზედაპირზე ამოვიდა და მეჩვენებოდა, რომ ჩემი ტკივილი თუ შინაგანი ნგრევა სამუდამოდ გაგრძელდებოდა. ვამბობდი, ქალებმა უფრო არანორმალური სიყვარული ვიცით-მეთქი, ასეთი სიყვარულის შედეგია ის, რომ განშორების ტკივილსაც გაცილებით მძაფრად განვიცდით.
– მამაკაცებიც განიცდიან საყვარელი ადამიანის დაკარგვას. ასე მარტივად არც მათთან არის საქმე. ფსიქოლოგები  კი გვირჩევენ, არ გავექცეთ ტკივილს.
– ვერც ვერსად გავექცევით და ვერც იმაზე ფიქრს ავიცილებთ თავიდან, როგორ დავიბრუნოთ ჩვენგან წასული ადამიანი. მაგრამ, როგორი  მძიმეც  უნდა იყოს ის, დანაკარგი აუცილებლად გამოვიგლოვოთ. სხვანაირად ვერც ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ. ბოლოს და ბოლოს, რეალობაა ის, რომ თუ ადამიანი გვიყვარდა, დანაკარგიც მძიმე იქნება.
– დიახ, უმნიშვნელო ურთიერთობა ცრემლებს არ იწვევს. მაგრამ იმ ადამიანის დაბრუნებაზე რატომ უნდა იზრუნო, ვინც არაფრად ჩაგაგდო.
– ეს კიდევ სხვა საქმეა. შეიძლება, ადამიანმა დაუშვა შეცდომა და მერე ინანა.  შანსი უნდა მისცე. მით უმეტეს, თუკი  ხედავ, რომ გულწრფელად ნანობს. დეპრესია კი ლოგიკურია იმ გარემოებაზე,  რომელშიც აღმოჩნდი.
– ტკივილი ასეთი გაუსაძლისია?
– მე ჩემი მაგალითით გეტყვით: პირველ ხანებში თუ მთელი დღე და ღამე გტკივათ, მერე ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ  „ყოფილი“ მთელი საათია არ მოგნატრებიათ, შემდეგ – მთელი დღე, ბოლოს კი ხვდებით, რომ დილით ადგომა აღარ არის ისეთი ძნელი და ღამით დაძინებაც შესაძლებელი ყოფილა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, არ ეძებოთ სწრაფი გამოსავალი. მაგალითად, არ უნდა მისწეროთ და არ უნდა შეხვდეთ არანაირი არგუმენტით,  როგორ ძალიანაც უნდა გენატრებოდეთ. ყოველი კონტაქტი მხოლოდ წამიერი შვების მომტანია. საუკეთესო გამოსავალი ყოფილი პარტნიორისგან დროებითი „კარანტინია“. ამ აუცილებელ ღონისძიებას „გაქცეულიც“ აზრზე მოჰყავს და თუ ეძვირფასებით, ეს დუმილი შეაჯანჯღარებს. კალთები თუ დააგლიჯეთ, პიროვნებად არ აღგიქვამთ, გადაგაბიჯებთ და წავა.
– ბრაზი?
–  ბრაზიც აუცილებელი ნაწილია, რომელიც  ჩემთან დეპრესიას მოჰყა. კარგი იქნება, თუ აღმოვაჩენთ, რომ საყვარელი ადამიანი უნაკლო არ ყოფილა, რომ ურთიერთობასაც ბევრი ნაკლი ჰქონია და საერთოდ, რატომ ვტიროდით მის გამო  ამდენს. რეალობა ყოველთვის არ არის ბედნიერების მომტანი, მაგრამ ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ ამ ახალ, შეცვლილ რეალობაში. ვხვდებით, რომ ახლა ეს არის ნორმა. აღარ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცეოდით, როდესაც წყვილი ვიყავით. ვაღიარებთ, რომ რაღაც შეიცვალა, რაღაც სამუდამოდ დაიკარგა, მაგრამ ვფიქრობთ ახალ სიყვარულზე, ვაწყობთ გეგმებს... ყოველთვის უნდა  მისცე თავს ოცნების შანსი.

скачать dle 11.3