№13 როგორ იქცა დაქორწინების შემდეგ გოგი გეგეჭკორი მეგრელ მგელად და რეციდივისტად
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„გაჭირვებას შეჩვეული ვიყავი. მე ხანდახან რომ მილხინს და საზრუნავი არ მაქვს, ვფიქრობ, ვაიმე, რაშია საქმე? მინდა, საზრუნავი გავიჩინო! მეუბნებიან: მოისვენე, რა გინდა, არ არის ეს შენი საქმე, მაგრამ არა, მაინც!.. მე მეტიჩარა კაცი არ ვარ, მაგრამ როგორც ყველა მსახიობს, ცნობისმოყვარეობა მკლავს და ყველაფერი მაინტერესებს – როგორია, რანაირია! კომპიუტერი შემოვიდა?.. ესეც მაინტერესებს! თამაში კიდევ მინდა – გაუმაძღარი ვარ! მეუბნებიან: ყველაფერი ითამაშე და რა გინდა? არა, ჯერ კიდევ დამრჩა გასახსენებელი და ამის დასტურია სწორედ ის, რომ როცა კოტე მახარაძემ შემომთავაზა ნოდარ დუმბაძის გაუხმაურებელ მოვლენებზე სპექტაკლის თამაში, მე გამიხარდა! წარმოდგენაზე ახალგაზრდები მობრძანდნენ, თეატრი გაივსო, გასუსულები უსმენდნენ და ეს უდიდესი ბედნიერება იყო... მათ ნოდარ დუმბაძე სხვა სახით დაინახეს…“ – ამბობდა გოგი გეგეჭკორი ერთ-ერთ ინტერვიუში. ქართული თეატრის ჯენტლმენი – ასე უწოდა შესანიშნავმა თეატრმცოდნემ ვასილ კიკნაძემ გოგი გეგეჭკორს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი საქართველო არტისტობს. ჩემზე ადრე ეს ახმეტელმა თქვა. მასზე საუკუნეებით ადრე კი უცხოელებმა – ქართველები ყოველთვის სხვის საჩვენებლად თამაშობენო. ჯენტლმენობა კი სულ სხვაა. ბუნებამ უნდა მოგცესო.
...1954 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კინოში. ის სიკო დოლიძემ მიიწვია „ჭრიჭინაში”, სადაც ლევანის როლზე დაამტკიცეს. კინოში 33 როლი აქვს შესრულებული. გიორგი გეგეჭკორი ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველების საოცარი უნარით გამოირჩეოდა. მას შეეძლო, ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი.
მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც სანდრო კარიძის როლია ფილმ „დათა თუთაშხიაში”... თავის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თეატრის სცენაზე 120-მდე როლი ითამაშა, მათ შორის მგელი („ჭინჭრაქა“), ჰამლეტი („ჰამლეტი“), პლატონი („სამანიშვილის დედინაცვალი“), ტიგრან გულოიანი („თეთრი ბაირაღები“) და მრავალი სხვა... გიორგი გეგეჭკორი არის სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი... რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავას მეოხებით მოხვდა. პირველი როლი იყო გლუმოვი – ოსტროვსკის პიესაში „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“. უზომო პოპულარობა მოუტანა დადგმამ „ბედი მგოსნისა“, სადაც მან ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი შეასრულა, მსახიობს გოგონებისგან აუარებელი წერილი მისდიოდა, თაყვანისმცემლები თეატრთან ელოდებოდნენ. თითქმის 300-ჯერ დაიდგა სცენაზე ეს სპექტაკლი, რომელიც მუდამ ანშლაგით მიდიოდა. ერთხელ მისმა მეუღლემ, ცნობილმა თეატრმცოდნემ ნათელა ურუშაძემ მეუღელზე ასე იხუმრა: „ბარათაშვილს და დონ-კიხოტს გავყევი ცოლად და ხელში შემრჩა მეგრელი მგელი („ჭინჭრაქა“), ალქაჯი და რეციდივისტი ტიგრანა გულოიანიო”.
გოგი გეგეჭკორმა და ნათელა ურუშაძემ 1953 წლის მარტში იქორწინეს. ეს ის პერიოდია, როდესაც სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომაც მხოლოდ ხელი მოაწერეს მმაჩის ბიუროში, ქორწილი კი აღარ გადაიხადეს. არ გასულა რამდენიმე დღე და თეატრალურ ინსტიტუტში საჩივრის წერილი მისულა. იმ დროს ნათელა ურუშაძე უკვე ინსტიტუტში მუშაობდა, პრორექტორი კი აკაკი ფაღავა გახლდათ. ბატონმა აკაკიმ წინ დაუდო ნათელას წერილი, სადაც ერთი „ძალიან აღშფოთებული“ ადამიანი წერდა: სამარცხვინო რამ ხდება თქვენს სასწავლებელში. მაშინ, როცა მთელი საბჭოთა ქვეყანა გლოვობს დიდი ბელადის
გარდაცვალებას, თქვენი თანამშრომელი ბედნიერდებაო.
გარდაცვალებას, თქვენი თანამშრომელი ბედნიერდებაო.
გიორგი გეგეჭკორი: „წიგნი ფიცისას“ ვიღებდით. მე ანტონ კათალიკოსის როლს ვთამაშობდი. გადაღებები პეტერბურგში, ნევის სანაპიროზე მიმდინარეობდა. „მოტორ“ დაიძახეს და გადაღებებიც დაიწყო, ამ დროს წინ გადაგვიდგა მანქანა და იქიდან გადმოვიდა ახალდაქორწინებული წყვილი. „დაგვლოცე, მამაო“, – მითხრეს. მე გიგა ლორთქიფანიძეს გადავხედე, მან თავი დამიქნია, „ღმერთმა დაგლოცოთ, შვილებო“, – ვუთხარი. ისინი ხელზე მეამბორნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ...
ვფიქრობ და ჩემს თავს ვეკითხები: როგორ გაიარე ცხოვრება, რა დატოვე და რით მიდიხარ იქ, იმქვეყნად? ჩემს თავს რომ ვუსაყვედურო, მართალი არ ვიქნები! რუსთაველის თეატრში თუ სხვაგან მე არ დამიზოგია არც დრო და არც თავი. მე არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ადამიანისთვის, არც მიჩხუბია — არასდროს! ადამიანის გადარწმუნება კი მიყვარს, მაგრამ კონფლიქტის გარეშე ვიცხოვრე და ჩემს პროფესიაში ეს იშვიათი შემთხვევაა — ამ მხრივ ბედნიერი კაცი ვარ.
„თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდებია. ერთ ადგილზე 8 განცხადებაა. ღელავენ არა მარტო ისინი, ვინც აბარებენ, არამედ ისინიც, ვინც იბარებენ. როგორი ნაკადი მოვა – „მოსავალი“ ყოველთვის ხომ ერთნაირი არ არის?!. საშინელი დაძაბულობაა: არ გამოგვეპაროს ნიჭი, არ მივიღოთ ის, ვისზეც, დამთავრების შემდეგ, იტყვიან: შემთხვევითი ადამიანია ხელოვნებაშიო. გამოცდების მაგიდის წინ ჭაბუკი დგას: გამხდარი, აწოწილი, ჩამოყრილი მკლავებით, ფერმკრთალი. სახე ოფლს დაუცვარავს, გამოხედვა მძაფრი აქვს, თვალები – მრავლისმთქმელი. (აკაკი ხორავა. ჟურნალი „თეატრი“, 1956 წელი). მე ორმაგად ვღელავ: ამ ჭაბუკის მამა ცნობილი პოეტი და ხალხური შემოქმედების მკვლევარი, ვლადიმერ გეგეჭკორი, ჩემი მეგობარია... ჭაბუკი საკმაოდ სახიერად კითხულობდა. ხმა აქვს – შეიძლება განავითარო. ეტიუდი არც მაინცდამაინც ზუსტადაა დამუშავებული. საოცარია, მუსიკალური ოჯახიდანაა, სმენა კი მოიკოჭლებს. გარეგნობა დუნეა – აწოწილი, როგორღაც დაბნეული. გამომცდელებს შორის კამათი ატყდა – მივიღოთ თუ არა. უმრავლესობა წინააღმდეგია,
რამდენიმე – მომხრე. მივიღეთ!“ ასე შედგა ფეხი თეატრალურ ინსტიტუტში გოგი გეგეჭკორმა. პირველი როლი ითამაშა მეორე კურსელთა სადიპლომო სპექტაკლში, რომელსაც „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ ერქვა და ვახტანგ ტაბლიაშვილი დგამდა. წარმოდგენაში ორ უსიტყვო როლს ასრულებდა – მეეზოვესა და ტრაქტირის მსახურს. რუსთაველის თეატრში 1944 წელს მიიღეს. აქ მას დახვდნენ ყოფილი პედაგოგი დიმიტრი ალექსიძე და პარტნიორები ინსტიტუტის სპექტაკლიდან: სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ეკატერინე ვაჩნაძე... რამდენი რამ ითამაშა თეატრსა და კინოში გოგი გეგეჭკორმა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი გამარჯვება მაინც ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში – „ბედი მგოსნისა“. როცა სპექტაკლზე მუშაობა დაიწყეს, რუსთაველის თეატრი დამწვარი იყო და პრემიერა 1949 წლის 2 ივლისს ოპერის თეატრში გაიმართა. ახალგაზრდა მსახიობი ძალიან ბევრს ფიქრობდა და მუშაობდა ბარათაშვილის მხატვრული სახის მისაგნებად და გასაცოცხლებლად: „ჩემთვის აუცილებელი იყო შემეგრძნო ატმოსფერო, რომელშიც ცხოვრობდა პოეტი. საამისოდ ხან ისტორიულ წყაროებს ვეცნობოდი, ხან ბარათაშვილისა და მისი თანამედროვეების ლექსებს ვკითხულობდი, იმდროინდელ სიმღერებს ვუსმენდი. ხან ქალაქის ძველ უბნებში დავდიოდი, მამადავითზე სიარულსაც მოვუხშირე. ძალიან მეხმარებოდა ბატონი დოდო ალექსიძეც... ის, რომ ბარათაშვილი დიდი წარმატება იყო ჩემს ბიოგრაფიაში, ორმა ფაქტორმა განაპირობა: ბარათაშვილი ქართველების უსაყვარლესი პოეტია და მეორე – ეს იყო პირველი ცდა სცენაზე მისი განსახიერებისა“, – იხსენებს მსახიობი. ამის შემდეგ მას დასდევდნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, ელოდებოდნენ სპექტაკლის მერე მის ქუჩაში გამოსვლას. როგორც იტყვიან, მოსვენება ჰქონდა დაკარგული. დამთავრდა სპექტაკლი და მსახიობი თეატრიდან გამოვიდა.

– გოგი გეგეჭკორს ვინ ელოდება?
– მე, – უპასუხა ახალგაზრდა მშვენიერმა ქალმა.
– გოგი მე გახლავართ!
– თქვენ? თქვენ ის ხართ?! – იკითხა გაოცებულმა, ხელი ჩაიქნია და წავიდა. როგორც ჩანს, არ მოვეწონეო, – ღიმილით იხსენებდა ბატონი გოგი.