კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ეკა ბალანჩივაძე: კოტეს ბოლოს ვუთხარი, სხვასთან გავიკეთებ და შეგრცხვება-მეთქი და არ გაბედოო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ეკა ბალანჩივაძის ბრენდი განსაკუთრებით საყვარელია ქალბატონებისთვის, თუმცა ამ ბრენდის წარმატებამდე ეკამ დიდი გზა გაიარა და როგორც ამბობს, წარმატებას ბევრი შრომის შემდეგ მიაღწია.
  ეკა ბალანჩივაძე: მე ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად ადამიანს ყველაზე მეტად მოტივაცია და შრომისმოყვარეობა სჭირდება. თუ არაფერს აკეთებ, შედეგადაც არაფერი გექნება. როცა ბევრს მუშაობ, შეიძლება, გაგიმართლოს კიდეც, მაგრამ შრომის გარეშე გამართლების იმედად არ უნდა იყო. მე ბევრჯერ გამმართლებია საქმეში, მაგრამ ძალიან ბევრი შრომის შემდეგ.
– ბავშვობიდან რაზე ოცნებობდი?
– ყოველთვის მინდოდა, ჩემს პროფესიაში წარმატებული ადამიანი ვყოფილიყავი. არ ვამბობ, რომ განსაკუთრებულად წარმატებული ვარ, მაგრამ ისიც წარმატებად მიმაჩნია, რომ საკუთარი სამსახური გახარებს, ბედნიერებას განიჭებს, კონკრეტულ შედეგთან ერთად და იქაურობა სახლად მიგაჩნია.
– როდის მიხვდი, რა უნდა ყოფილიყო შენი საქმე?
– 9 წლის ასაკში მოვინდომე ტანსაცმლის დიზაინერობა. თუმცა, მანამდე ვხატავდი, რაც ძალიან მომწონდა. 12 წლისა უკვე ირინა თევზაძესთან დავდიოდი, რომელიც მოდელის აგებას მასწავლიდა და მას შემდეგ სულ ამ საქმეს ვაკეთებ. პრაქტიკული თვალსაზრისით, 17 წლის ასაკიდან ამით ვარ დაკავებული. დასაწყისი იმდენად რთული არაა, მაშინ უფრო ენთუზიაზმზე ვმუშაობდი. იმ ასაკში ფიდბექს არ ელოდები, გარდა იმისა, რომ მეგობრები შეგიქებენ ნამუშევარს. მაგრამ როცა მუშაობას სერიოზულად იწყებ, საქმე ანაზღაურებადი ხდება და შენი შექმნილი ნივთები წარმატებულად იყიდება – ეს უკვე სხვა მოტივაციაა ზრდასრული ადამიანისთვის.
– „ეკა ბალანჩივაძის ატელიე“ როგორ ჩამოყალიბდა?
– რთული ამბავი იყო. მე მარტო „ეკა ბალანჩივაძეზე“ არ ვმუშაობდი. ვმონაწილეობდი ძალიან ბევრ სატელევიზიო პროექტში, ვიყავი კინოს მხატვარი, რაც საკმაოდ რთულია, კიდევ უფრო რთული თეატრის მხატვრობაა, ამას თავის სპეციფიკა აქვს და ვცდილობდი, ყველაფერი გამომეცადა, რომ გავზრდილიყავი. მინდოდა, ჩემი პროფესია მრავალმხრივ გამომეყენებინა. ძალიან დიდ პროექტებზე მიმუშავია და რასაც ხელს მოვკიდებდი, ყოველთვის ყველაფერი გამომდიოდა.
– „ქალია და ვერ შეძლებს“ დამოკიდებულება შეგხვედრია?
– ვფიქრობ, რომ მამაკაცებთან შედარებით, ქალები ბევრად ძლიერები ვართ. უფრო შრომისმოყვარეებიც, კაცები ბევრად უფრო ზარმაცები არიან. მე პირადად არ გავჩერდები მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ. იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ცოტა სახალისო მომენტებში აღმოვჩენილვარ. პატარა ასაკში ძალიან დიდ პროექტებს ვაკეთებდი, რომლებიც უნიფორმებს უკავშირდებოდა და მიწევდა ისე ჩამეცვა და ისეთი მაკიაჟი გამეკეთებინა, ოდნავ დიდს რომ დავმსგავსებოდი. ძალიან მასშტაბური პროექტები იყო, რომელიც დიდ ფინანსებს უკავშირდებოდა. სერიოზული კომპანიის მენეჯერებთან მიწევდა შეხვედრები და სხვა გზა არ მქონდა (იცინის). ერთხელ ოფისში მოვიდნენ ძალიან დიდი შეკვეთისთვის და ქალბატონი ეკა იკითხეს, როცა ვუთხარი, რომ მას ელაპარაკებოდნენ, არ დამიჯერეს, გეხვეწებით, უფროსს დაუძახეთო (იცინის). ასე რომ, მგონია, ნებისმიერი გოგო და ქალი შეძლებს ყველაფრის გაკეთებას, თუ  შრომისმოყვარეობას გამოიჩენს.
– ალბათ, ამან მოგცა სტიმული, რომ საკუთარი ხაზი შეგექმნა.
– ეს ხაზი დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ, რადგან ბევრი სხვა რამითაც ვიყავი დაკავებული, ბრენდზე ბევრი აღარ მიმუშავია. ისე გამოვიდა, რომ ბრენდმა, ყოველგვარი რეკლამის გარეშე, თვითონ გაიკეთა სახელი, კომფორტული, ხარისხიანი სამოსი მომხმარებლებმა გახადეს პოპულარული და ძალიან ამაყი ვარ, რომ ასე მოხდა. ამ მომენტისთვის მინდა, უფრო მეტად ბრენდზე ვიმუშაო, ყველაფერ დანარჩენზე კი – შედარებით ნაკლები დოზით. უკვე დიდი გოგო ვარ და გადავწყვიტე, ცოტა დავისვენო (იცინის).
– ბევრი ადამიანისთვის კარიერული წარმატება საკმარისია ბედნიერებისთვის. ზოგს აუცილებლად მიაჩნია ესეც და პლუს, მოწესრიგებული პირადი ცხოვრება. შენ როგორ ფიქრობ?
– როცა პირადი ცხოვრება არ მქონდა დალაგებული, საქმეშიც ხელი მეშლებოდა, რადგან ამ დროს რაღაცებზე ფიქრობ, ნერვიულობ და ეს, მინდა თუ არა, საქმეზეც აისახება. ამ ორის ერთმანეთში არევა არ მიყვარს, მაგრამ ამ დროს თავისთავად არ გამოდის ისე, როგორც საჭიროა. მე არ შემიძლია, ბედნიერად ვიცხოვრო რომელიმე ერთით, ამისთვის ორივე მჭირდება. რაც უნდა ბედნიერი პირადი ცხოვრება მქონდეს, ჩემი საქმის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. ყოველთვის დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი და ამის საშუალებას სამსახური გაძლევს, რომ აღარაფერი ვთქვათ რეჟიმზე. საკუთარ თავში ჩამოუყალიბებელი და საქმის არმქონე ადამიანი, ყველასთვის საფრთხე მგონია.
– შენ და კოტე მათითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი ხართ. შეცვალა დრომ თქვენი ურთიერთობა?
– ვერ ვიტყვი, რომ დიდად შეიცვალა. კოტე, ალბათ, დღეში ხუთასჯერ მირეკავს და მე მილიონჯერ ვწერ. აქედან „მიყვარხარ“ – ალბათ, ას ორმოცდაათჯერ (იცინის). უბრალოდ, პირველ ეტაპზე, როცა ადამიანს იცნობ, მისი სასიამოვნო თვისებების აღმოჩენა შენში აღფრთოვანებას იწვევს. მისი ხასიათის ყოველი გამოვლინება შენთვის სიახლეა და ეს ეიფორიას გგვრის. თორემ რეალურად, მერე ბევრად ძლიერი სიყვარული მოდის, ვიდრე დასაწყისშია.
– ძირითადად, დასაწყისში ანებივრებენ ხოლმე ერთმანეთს კომპლიმენტებით.
– არა, კოტე საერთოდ არ მანებივრებდა კომპლიმენტებით. სულ მქონდა პრობლემა – ერთი კომპლიმენტის თქმა მაინც რატომ არ გინდება-მეთქი?! (იცინის) მაგრამ ამის გამო იმდენჯერ გავებუტე, ახლა ისწავლა თქმა (იცინის).
– თვითონ უყვარს კომპლიმენტების მოსმენა?
– გიჟდება, როცა კომპლიმენტს ეუბნები. კოტე ძალიან ბავშვურია, რაც ძალიან მოსწონს და შექებაც ბავშვივით უხარია. მის გაკეთებულ საქმეს რომ აღნიშნავ, ძალიან ბედნიერია. არც მე და არც კოტეს არ გვიყვარს კლუბები, გასართობად გარეთ სიარული. ყველაზე კარგად ერთმანეთით ვერთობით და ძალიან ბედნიერები ვართ. ერთმანეთისთვის საჩუქრის გაკეთებისა და კომპლიმენტის თქმის მოტივაცია არ გვეკარგება. ორივე მოსიყვარულეები და ზოგადად, მგონია, რომ ერთნაირი ტიპაჟები ვართ. თუმცა, რა თქმა უნდა, გვქონია კონფლიქტები, რომლის დროსაც ძალიან გვეცინება ხოლმე და ბოლომდეც ვერ მივდივართ. აბსოლუტურად უპრობლემო ურთიერთობა გვაქვს. რომ ამბობენ, კარგად დაიწყო და მერე განელდა ურთიერთობაო, ეს მომენტი არ გვაქვს და იმედია, არც გვექნება.
– გოგოები ხომ საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად იპრანჭებიან, მაგრამ პლასტიკური ქირურგი რომ გყავს ქმარი და უამრავ ქალთან უწევს ურთიერთობა, ეს კიდევ სხვა მომენტი მგონია.
– კოტეს რომ ჰკითხო, მე ძალიან ეჭვიანი ვარ, მაგრამ რეალურად, საერთოდ არა. ერთხელ ვიღაცას კომენტარები დაუწერა და მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა, თვითონ მიკომენტარებსო და ამანაც საჭიროდ ჩათვალა, იგივე გაეკეთებინა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ აღვნიშნე და მას შემდეგ თვლის, რომ ეჭვიანი ვარ. თვითონ ეჭვიანი არაა, მაგრამ რომც იეჭვიანოს, ძალიან კარგად შეუძლია ამის დამალვა. მე კი ვხვდები, მაგრამ თვითონ არასდროს გეტყვის ამის შესახებ. გაპრანჭვა და ლამაზად ჩაცმა მე ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ კოტეს დიდად არ უყვარს, როცა მაკიაჟი მისვია (იცინის).
– ალბათ, ბევრს უთქვამს, რა გენაღვლება, ქმარი პალასტიკური ქირურგი გყავს და რასაც გინდა, გაგიკეთებსო.
– არა. ცხვირის გაკეთება მინდა და ორი წელია უარს მეუბნება. ბოლოს ვუთხარი, სხვასთან გავიკეთებ და შეგრცხვება-მეთქი და არ გაბედოო. ამის შემდეგ მიზნები დამისახა, ამას და ამას თუ გააკეთებ, გაგიკეთებო. შემდეგ კიდევ სხვა მიზნები დაამატა და ისე გამოვიდა, რომ ფინიშამდე ვერასდროს მივედი (იცინის). სპეციალურად მისახავს ისეთ მიზნებს, რომლებსაც ვერ შევასრულებ და ცხვირის გაკეთება არასდროს მეღირსება (იცინის).
– რაც შეეხება შვილებს, კარიერა და პირადი ცხოვრება მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ, ყველაზე დიდი ადგილი მათ უჭირავთ.
– ძალიან გამიმართლა, ორივე შვილი ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერი მყავს. ჩემზე მეტად განათლებულები არიან. იგივე შემიძლია ვთქვა კოტეს შვილებზეც. კოტეც ძალიან კარგი მამაა, 24 საათი შვილებზე ფიქრობს და მე რაც შემეხება, არ ვიცი... ჩემი შვილები ამბობენ, რომ კარგი დედა ვარ (იცინის). შვილებით ნამდვილად ვამაყობთ და მათ გამო ბედნიერები ვართ.


скачать dle 11.3