კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ელენე ჯგუშია: უცხო ადამიანებთან უნდობლობა მაქვს, ვერ გავუშინაურდები

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ელენე ჯგუშია ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სერიალში „მისამართის გარეშე“ და გამორჩეული გარეგნობის დამსახურებით, მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა ეს საქმე ბავშვობიდან უყვარს და პარალელურად, არაჩვეულებრივადაც მღერის.
  ელენე ჯგუშია: სერიალის ქასთინგმენეჯერმა დაპოსტა გოგონების სილამაზის ჯგუფში, ლამაზ და არტისტულ გოგოს ვეძებო და ჩემმა ზუგდიდელმა მეგობარმა – ანა ბოკუჩავამ (მე ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე) კომენტარებში მომნიშნა. სხვადასხვა რეკლამაში მონაწილეობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ პროფესიით მსახიობი არ ვარ  და იმედი არ მქონდა, რომ სერიალში ამიყვანდნენ. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, რომ დამირეკეს და ქასთინგზე სიხარულით მივედი.
– პირველი გამოჩენა არ იყო ეკრანზე, მაგრამ სერიალში პირველი როლია. როგორი ემოციებით შეხვდით ამ ამბავს შენ და შენი გულშემატკივრები?
– ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან მომწონს. ეს ის საქმეა, რომელიც ყოველთვის მინდოდა, მეკეთებინა. გადაღებაზე საერთოდ არ ვიღლები, ძალიან მოტივირებული ვარ. ჩემი ყველა ნათესავი და მეგობარი უყურებს და მგულშემატკივრობენ. მე ეკრანზე ჩემს მინუსებსა და პლიუსებს ვაკვირდები, საკუთარ თავზე ვმუშაობ და მიხარია, რომ ამის საშუალება მომეცა. ჩემი პერსონაჟი თავიდან ცოტა „ნაგლი“ გოგო იყო, მაგრამ ნელ-ნელა გამოჩნდა, რომ ისეთი არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ხალხიც წერს კომენტარებში, ახლა უკვე მომწონს ეს გოგოო. მეც მომწონს, ხანდახან, ალბათ, სინაგლეც საჭიროა. მაგრამ მე ეს უფრო თავდაცვის საშუალება მგონია.
– შენც გთვლიან შორიდან „ნაგლ“ გოგოდ?
– კი. ალბათ, შორიდან მეც ეგეთი ვჩანვარ. არ ვიცი, რატომ. შეიძლება, ჩემი გარეგნობიდან გამომდინარეც. მაგრამ რომ გამიცნობენ, ამბობენ ხოლმე, რომ ძალიან უშუალო ვარ. რადიკალურად ეცვლებათ ხოლმე წარმოდგენები.
– ამ მომენტისთვის მსახიობობით ხარ დაკავებული და როგორც ვიცი, შენს ცხოვრებაში მუსიკასაც დიდი ადგილი უჭირავს.
– ყოველთვის არტისტული ბავშვი ვიყავი და მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი. ამიტომაც განსაკუთრებულად მიხარია, დღეს რომ აქ ვარ. სიმღერაც ბავშვობიდან მიყვარდა და არც ამაზე მითქვამს უარი. ძალიან მიზიდავდა კამერის წინ პოზირებაც, დღესაც მაქვს ამ კუთხით შემოთავაზებები. ერთ-ერთ სააგენტოშიც ვიყავი, მაგრამ ამ საქმეს დავემშვიდობე. მოდელობისთვის სიმაღლე არ მიწყობს ხელს. ახლა შემოთავაზებას გააჩნია – თუ საინტერესოა, ამ შემთხვევაში ვთანხმდები ხოლმე ფოტომოდელობაზე.
– პროფესიად რა აირჩიე?
– ტურიზმის მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული. ვერ გეტყვით, ეს სპეციალობა რატომ ავირჩიე, უფრო მშობლების გადაწყვეტილება იყო, ვიდრე ჩემი. ამ სპეციალობით არასდროს მიმუშავია და სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. რასაც ახლა ვაკეთებ, ანუ მუსიკა და კამერასთან მუშაობა, ძალიან მავსებს და სავსებით მაკმაყოფილებს. სამომავლოდაც ამ კუთხით მინდა განვითარება. ამჟამად „ვაკის პარკში“ ვმღერი – ზაზა ხუციშვილის ბენდში. ჩემი ბავშვობის მეგობარი თათია ყურაშვილი და ნათია თოდუა მღეროდნენ მასთან ბექვოკალში. ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ. მათ გერმანიაში გადაწყვიტეს წასვლა და ზაზა ახალ გოგოს ეძებდა. თათიამ მიაწოდა იდეა, სხვათა შორის, ელენე კარგად მღერისო. რის შემდეგაც, ქასთინგზე დამიბარა, ერთი სიმღერა მამღერა და მითხრა, რა თქმა უნდა, აყვანილი ხარო. ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა და უკვე ორი წელია, გრძელდება. ეს ბენდი ძალიან დამეხმარა გახსნაში. ხალხში გამოსვლის კომპლექსი მქონდა, ახლა შევეჩვიე და მომწონს ეს საქმე. მაგრამ ჩემს თავს პროფესიონალ მომღერლად ნამდვილად არ ვთვლი. შემდეგ „უცნობთან“ ერთადაც აღმოვჩნდი. ის იშვიათად, მაგრამ მასშტაბურ და ძალიან კარგ კონცერტებს მართავს და მეც მათი ნაწილი ვარ. კლიპებიც ჩავწერეთ, რომელზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
– პროექტებში მონაწილეობის მიღებაზე არ გიფიქრია?
– სიმართლე გითხრათ, მე არ მქონია სურვილი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები და ნათესავები მეუბნებოდნენ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოო. არ ვთვლი თავს იმ დონის მომღერლად, რომ დიდ სცენაზე დავდგე. მეშინია ამხელა აუდიტორიის წინაშე წარდგენის, ჟიურის შეფასებების... ძალიან ბევრს ვინერვიულებდი და ჯერჯერობით არ მიღირს. ძალიან ემოციური ვარ და ალბათ, ესეც მიშლის ხელს, რომ ასეთ კონკურსებში მივიღო მონაწილეობა.
– გამორჩეული გარეგნობა გაქვს და თაყვანისმცემლების ნაკლებობას, ალბათ, არ უჩივი.
– თაყვანისმცემლების ყურადღებას ნამდვილად არ ვუჩივი, სახლშიც მომდის ხოლმე საჩუქრები, ყვავილები. თუმცა, ამ თემით დიდად არ ვარ დაინტერესებული.
– საჩუქრებზე როგორ რეაქცია გაქვს ხოლმე?
– სახლში, პირად სივრცეში შემოჭრა ცოტა არ მსიამოვნებს. ერთხელ მე არ ვიყავი შინ და მამას გამოურთმევია კურიერისთვის, რაზეც მას, უბრალოდ, ეცინებოდა და მე, სიმართლე რომ ვთქვა, არ მესიამოვნა. ისე, ზოგადად, კომპლიმენტი ყველა ქალს სიამოვნებს, საპირისპირო რომც თქვან, არ დავიჯერებ.
– მაგრამ უკარება გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებ.
– უცხო ადამიანებთან კონტაქტს ვერიდები. უნდობლობა მაქვს, უცხოს ვერ გავუშინაურდები. როცა ადამიანთან ურთიერთობის სურვილი არ გაქვს და ამას რამდენჯერმე აგრძნობინებ, ჩემი აზრით, უნდა მიხვდეს და აღარ შეგაწუხოს.
– გყვარებია ისე, რომ ოჯახის შექმნაზე გეფიქრა?
– მინდა, ჯერ ჩემი საქმე მქონდეს, პიროვნულად გავძლიერდე და ოჯახი მერე შევქმნა. მყავდეს შვილები და მეუღლე, რომელიც ძალიან მეყვარება და რომელსაც ძალიან ვეყვარები. მაგრამ ეს, ალბათ, შორეული მომავალია.
– ოჯახს რაც შეეხება, ორი ძმა გყავს, არა?
– კი, ორი ძმა და სამი და მყავს, სულ ექვსნი ვართ. მრავალშვილიანი ოჯახი გვაქვს. უფროსი და 30 წლისაა, ყველაზე პატარა კი 18-ის. ერთმანეთის გაზრდილები ვართ, ერთად დიდ დროს ვატარებთ და ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და გვეიმედება.
– მხიარული ბავშვობა გექნებოდათ, თუმცა მშობლებისთვის, დიდ ბედნიერებასთან ერთად, საკმაოდ რთული იქნებოდა ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად თუ ფინანსურად ამდენი შვილის გაზრდა.
– დედაჩემი ნამდვილი გმირია, ასეთი ქალი ძალიან ცოტა ვიცი. დედა ჩემთვის ნომერ პირველი მისაბაძი ადამიანია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ საქმე შევუმსუბუქოთ. ახლა უკვე ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს და მამასაც ხელს ვუწყობთ, ვცდილობთ, რომ ზედმეტ ტვირთად არ დავაწვეთ კისერზე. ერთი პერიოდი ძალიან გვიჭირდა და კვირაობით კარაქიან პურზე და ჩაიზე ვიყავით, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. მამა ძალიან კეთილი და კარგი ადამიანია და ვხედავ, რომ თავის სიკეთე უკან უბრუნდება.
– მშობლები რა პროფესიის არიან?
– დედა პროფესიით ბიოლოგია და სკოლაში ასწავლიდა. თუმცა, წლებია, დიასახლისია და ჩვენ გარდა სხვა საქმისთვის ვეღარ იცლის. მამა სასულიერო პირია – ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის წინამძღვარია. ვერ ტოვებს საკუთარ მრევლს, თორემ აქაც ბევრი შემოთავაზება ჰქონდა.

скачать dle 11.3