კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ გააოცა ხალხი ჭაბუკა ჭიღლაძემ მას-რესლინგის ჩემპიონატზე და რის გამო იყო ის შეყვარებულთან დაშორებული

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  უკრაინაში გამართულ მას-რესლინგისა და სთრონგმენის მსოფლიო თასის ჩემპიონატზე ქართველმა გოლიათმა, ჭაბუკა ჭიღლაძემ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი უძლიერესი მამაკაცისთვის ეს გამარჯვება პირველი არ არის, ის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ჭაბუკამ ჩემპიონატსა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრა.
  ჭაბუკა ჭიღლაძე: უკრაინაში გაიმართა მსოფლიო თასის ჩემპიონატი, რომელიც ძველი მოძრაობებით ჩატარდა. უფრო კონკრეტულად, დიდი ხნის წინ ფორმატიდან ამოღებული მოძრაობები იყო გამოტანილი და ძველი სკოლის, იგივე ძველი მოძრაობების, შეჯიბრება ჩაატარეს. ჩემპიონატს კორონავირუსის გამო აკლდა მონაწილეები, ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, თუმცა მაინც საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იყო. ჩემი კონკურენტები, ძირითადად, პოლონელები არიან, თუმცა, ამ ქვეყნის წარმომადგენლები არ იყვნენ. შეჯიბრები ჩატარდა მაღალ დონეზე, 13 კონკურენტი მყავდა და მარტივიც არ იყო ჩემი ფინალში გასვლა.
– ორი ოქროს მედლით დაბრუნდი საქართველოში, მეორე მედალი რომელ კატეგორიაში აიღე?
– ჩვენი ფედერაცია მას-რესლინგის სახეობის უძლიერეს მამაკაცთა გუნდია. მას-რესლინგი სპორტის ისეთივე სახეობაა, როგორიც სტრონგმენი, მაგრამ ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. მას-რესლინგში საერთოდ არ გამოვდივარ ხოლმე, მაგრამ წელს აღნიშნულ ფესტივალზე ამ სახეობაშიც იყო შეჯიბრება და ქართველმა სპორტსმენმა ვერ მოახერხა წამოსვლა. საქართველოს ადგილი ცარიელი იყო და ჯარიმა რომ არ დაეწერათ, ფედერაციის პრეზიდენტმა მთხოვა, გავსულიყავი, შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მეც ვიფიქრე, რას ვკარგავ, ძალებს მოვსინჯავ-მეთქი. ფინალამდე ისე მივედი, ერთი შეხვედრაც არ წამიგია, მარტივად დავამარცხე მოწინააღმდეგეები. ფინალი საკმაოდ დაძაბული იყო, თან ქართველს შევხვდი. როცა გავიგე, რომ ქართველს ვხვდებოდი, საერთოდ აღარ მინდოდა ფინალში გასვლა. მერე საღამოს სასტუმროში ვიყავით და საუბრის დროს ჩვენ შორის ისეთი კონკურენცია წავიდა, გადავწყვიტე, გავსულიყავი. ვუთხარი, თუ ფიქრობ, რომ მომიგებ, მაშინ შეგეჯიბრები-მეთქი. ასე წამოვედი ორი მედლით.
– ანუ შემთხვევით აღმოჩნდი მას-რესლინგის შეჯიბრებაზე? ემოციურად როგორი იყო ქართული ფინალი?
– მთლად შემთხვევითაც არ ვყოფილვარ, როგორც ძიუდოისტი იჭიდავებს სამბოს, დაახლოებით იგივეა ესეც. უბრალოდ, მას-რესლინგის შეჯიბრებისთვის არ ვიყავი მომზადებული და ეგ იყო მნიშვნელოვანი. მაინცდამაინც სასაიმოვნო არ იყო ქართველთან შეხვედრა. საქართველოს ჩემპიონატზე როცა გამოდიხარ და ფინალში ქართველს ხვდები, ეს სულ სხვა მომენტია. როცა უცხო ქვეყანაში ვარ წასული და ფინალამდე მივდივარ, მერე უკვე სულ სხვა ემოციაა უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან კონკურენცია. შენი ქვეყნის წარმომადგენელი რომ ფინალში გხვდება, თან ძმაკაცი, რაღაცნაირად რთულია. საბოლოო ჯამში, ჩვენი ფინალი კარგი გამოვიდა, არ მინდოდა, ძმაკაცი ნაწყენი დარჩენილიყო და არც ის, რომ გულშემატკივრისთვის იმედები გამეცრუებინა – ფინალში ისე გავედი, ყველა გაოცებული იყო. ამის გამო ცოტა ვინერვიულე, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– მსოფლიო თასამდე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდი. ამ შეჯიბრებებმა ტრავმების გარეშე ჩაიარა?
– დიახ, მანამდე ევროპის ჩემპიონატის ორ ეტაპზე მივიღე მონაწილეობა. ღია თასი ჩატარდა საქართველოში, სადაც ჩემპიონი გავხდი. მერე ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ფინალის მოწვევა ავიღე და იქ უკვე, მეორე ადგილი დავიკავე. მეორე ადგილზე იმიტომ გავედი, რომ არ ვიყავი მომზადებული, შეჯიბრებაზე ისეთი ეტაპები შემხვდა, რომლებშიც ვარჯიშის საშუალება საქართველოში ფიზიკურად არ მაქვს – ინვენტარს ვგულისხმობ. მგონი, პირველი შემთხვევაა ჩემი კარიერის ისტორიაში, როცა ისე მოხდა, რომ 3-4 შეჯიბრებაში ისე მივიღე მონაწილეობა, რომ არანაირი ტრავმა არ მქონია.
– ახლა რომელი ტურნირისთვის ემზადები?
– ორ თვეში ლიტვაში გაიმართება პროფესიონალური შეჯიბრება, სადაც მიმიწვიეს. მომზადება უკვე დავიწყე. სექტემბერში გაიმართება „არნოლდ კლასიკი“, რომელიც  კომერციული შეჯიბრებაა, მაგრამ ამ სახეობაში ამაზე მაღალი რამ არ არსებობს. ამ ორი შეჯიბრებისკენ მაქვს გეზი აღებული. თუ ტრავმამ ან სხვა რამემ არ შემიშალა ხელი, კარგ შედეგებს დავდებ.
– პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ გაქვს?
– დიახ, მაქვს. შეყვარებულთან დაშორებული ვიყავი და ახლახან შევრიგდით. ეს ადამიანი ძალიან  მგულშემატკივრობს. ის პერიოდი, რაც დაშორებულები ვიყავით, ისე კარგად ვერ გამოვდიოდი შეჯიბრებებზე, როგორც საჭირო იყო. ახლა მისი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა ძალიან მეხმარება. საქართველოში, როცა ვბრუნდები და ვიცი, აეროპორტში ჩემი შეყვარებული დამხვდება, სულ სხვა სტიმულია. ამიტომ ვცდილობ, ჩემპიონი თუ არა, პრიზიორი მაინც ჩამოვიდე ხოლმე. არ მინდა, გულგატეხილი დავტოვო, რადგან ჩემ გამო ბევრ რამეს გულწრფელად ითმენს და იტანს, მეც ვცდილობ, ეს ყველაფერი დავუფასო.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და რატომ იყავით დაშორებულები?
– ჩვენ უნივერსიტეტში, პირველ კურსზე გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ მერე ვიღაცის ჭორების გამო ორი წელი დაშორებულები ვიყავით. აღარც მეგონა, თუ შევრიგდებოდით, ხელი მქონდა ჩაქნეული, მაგრამ ამ წელს შევრიგდით. ზაფხულში ოჯახის შექმნასაც ვაპირებთ.
– სპორტსმენებს თავისუფალი დრო ნაკლებად გაქვთ, როგორ ეგუება შენს დატვირთულ რეჟიმს?
– სწორედ ამაში ვიგულისხმე ის, რომ ჩემგან ბევრი რამის ატანა უწევს და მართლა მესმის მისი.  ხშირად ვერ ვახერხებთ ერთად გასეირნებას, ერთმანეთის ნახვას. ძირითადად, დარბაზში ვარ, მერე დასვენება მჭირდება, მაგრამ ამის გამო არ ქმნის პრობლემებს, რაც ჩემი მხრიდან მართლა დასაფასებელია. ამიტომ ვცდილობ, ჩემი შედეგებით გავახარო, როცა ადამიანი ასე გიდგას მხარში სირცხვილია, ჩემპიონი არ გახდე.
ფოტოები ეკუთვნის ანი ნიქაბაძეს.

скачать dle 11.3