კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ დააღებინა პირი ცნობილ ფიზიკოსებს ირაკლი ანდრონიკოვმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ირაკლი ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) ოხუნჯობის – გაშაყირების განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. ის ახლობლობდა მთელ საბჭოთა ბომონდთან და არაერთი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა მის „ბადეში“... შემდგომ კი ამ შემთხვევების შესახებ ანდრონიკოვი ესტრადაზე უყვებოდა მაყურებლებს და წერდა თავის ლიტერატურულ წერილებში...
  მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მიწურულია. მოსკოვის სასტუმრო „ინტურისტშის“ ერთ-ერთ ნომერში, სადაც ლენინგრადიდან ჩამოსული ანდრონიკოვი ცხოვრობდა, მას ორი მსოფლიო მნიშვნელობის ფიზიკოსი (ვინაობებს შეგნებულად არ ვასახელებთ) ესტუმრა. ისინი ოთახში ისხდნენ, არაყს სვამდნენ და საუბრობდნენ. უცებ ნათურა გადაიწვა. ადმინისტატორმა ის შეცვალა და წავიდა. კამპანიას, რომელიც უკვე საკმაოდ შექეიფიანებული იყო, სასმელი შემოელია. ანდრონიკოვმა გადამწვარი ნათურა აიღო ხელში და სტუმრებს უთხრა:
– იცით, ნათურა რომ პირში ჩაიდო, შემდეგ მას ვეღარ გამოიღებ.
– გამორიცხულია! – თქვა ფიზიკის კორიფემ, რომელსაც კოლეგაც დაეთანხმა, – ჩვენ ფიზიკოსები ვართ და ვიცით, რომ თუკი ნივთს სადმე ჩადებ, იქიდან ამოიღებ კიდეცო.
ანდრონიკოვი თავის პოზიციაზე იდგა. მაშინ პირველმა ფიზიკოსმა პირი გააღო, ნათურა ჩაიდო და გამოღება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა... საჭირო გახდა ექიმი, ამიტომ, ანდრონიკოვი და მისი სტუმრები სკლიფასოვსკის კლინიკაში გაემართნენ. ექიმმა რომ პირში ნათურაგაჩრილი კაცი დაინახა, გაეცინა, იდაყვები ყბის კუნთებში მიარტყა, პირი ფართოდ გაუღო და ნათურა თავისუფლად ამოუღო, თან უთხრა:
– ახლა კუნთები დაჭიმულია, ორიოდე საათი ასე პირდაღებული იქნება და შემდგომ დაეხურებაო.
ანდრონიკოვმა და მეორე ფიზიკოსმა პირდაღებული  თანამეინახე კლინიკიდან წამოიყვანეს. ეს საბედისწერო ნათურა მეორე ფიზიკოსს ეკავა ხელში. როგორც ეტყობა, ის მეცნიერულმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. არც აცია, არც აცხელა, ნათურა პირში ჩაიდო და გამოღება სცადა, მაგრამ მანაც კოლეგის ბედი გაიზიარა... ჯერ ისევ კლინიკასთან იყვნენ და ტრიო კვლავ ექიმთან აბრუნდა. ქირურგმა მეორე ფიზიკოსსაც ამოუღო ნათურა, რომელიც ასევე, პირდაღებული დარჩა. ნათურა ანდრონიკოვს მისცა და გამოისტუმრა. ანდრონიკოვმა ორი საქვეყნოდ ცნობილი პირდაღებული ფიზიკოსი ტაქსიში ჩასვა და სასტუმროსკენ დაიძრნენ. ტაქსისტი, ბუნებრივია, დაინტერესდა, რაში იყო საქმე. ანდრონიკოვმა მას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ნათურაც დაანახვა.... ტაქსისტს ირონიულად გაეცინა და მონათხრობი არ დაიჯერა, მანქანა გააჩერა, ანდრონიკოვს ნათურა გამოართვა, პირში ჩაიდო და გამოღება კვლავ სცადა, მაგრამ ამაოდ. ისინი იძულებული გახდნენ, კვლავ სკლიფასოვსკის კლინიკაში დაბრუნებულიყვნენ ნათურის ამოსაღებად.
скачать dle 11.3