კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ბრძნული აზრები

შიმონ პერესი: თუ თქვენი ოცნებები უფრო მეტია, ვიდრე თქვენი მიღწევები, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ახალგაზრდა ხართ, თუ – პირიქით, ნიშნავს, რომ მოხუცდით.
ვოვენარგი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს.
პლატონი: სიმამაცე – ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.
მონტესორი: თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ – ის სხვათა განკითხვას სწავლობს.
თომას მანი: თუ რაღაცას უარვყოფთ საკუთარ თავში ან არ გვინდა დანახვა, ჩვენ მას აუცილებლად გადავეყრებით რეალობაში.
მარკესი: ბედნიერი სიბერის საწინდარი – საკუთარ მარტოობასთან მოლაპარაკებაა.
ჰილი: წარმატება იზიდავს უფრო მეტ წარმატებას ისევე, როგორც მარცხი იზიდავს უფრო მეტ მარცხს.
რუმი: სიჩუმე ღმერთის ენაა, ყველაფერი დანარჩენი – ცუდი თარგმანი.
მარტინ ლუთერ კინგი: ცხოვრება მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავჩუმდებით.
მამარდაშვილი: უნდა შევიძრათ სირცხვილისა და ზიზღისგან და მაშინ გაიხსნება გზა თავისუფლებისკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილისგან დაიბადება ენერგია ფერისცვალებისა.
ჭაბუა: ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას.
დოსტოევსკი: ცხოვრება ცხოვრების აზრზე მეტად უნდა გიყვარდეს.
ბელინსკი: ზნეობა ფილოსოფიის ის ნაწილია, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ და მხოლოდ მცირეოდენს თუ ასრულებენ.
ჰესე: შევებრძოლეთ შეზღუდულ აზრებსა და უღიმღამო გრძნობებს, რადგან ისინი ბოროტებას ბადებენ.
კანტი: ადამიანს არაფერი ძალუძს, ადამიანს ყველაფერი შეუძლია – ამ ორ საპირისპირო და საერთოდ კი, ერთნაირად სწორ დებულებას შორის ფეთქავს და ქანაობს ჩვენი ცხოვრება – თითოეულის ცალკე და ყველასი ერთად.
ლუქსემბურგი: ქალის ხასიათი არ აჩვენებს, თუ სად იწყება სიყვარული, არამედ გვანახვებს, თუ სად მთავრდება ის.
უაილდი: ქალი მამაკაცისთვის გამოცანაა, რომლის პასუხსაც ის შემდეგ ქალში ეძებს.
скачать dle 11.3