კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 შეკვეთა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10-11(1002)

– კარგი ვარიანტია და სნაიპერს ბევრად ჯობია, – თქვა ჯოჯუამ და დაამატა, – ფილარმონიის წინ რომ გეგეშიძე მოკლან, ყველა ვარიანტში ჩვენკენ გამოიშვერენ ხელს და ატყდება ერთი ამბავი. თვითმფრინავში აფეთქება კი აზერ ტერორისტებს დაბრალდება. ჩვენ ასეთ ხმებს გავუშვებთ. თანაც, პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ვერსია წინ ვერ წამოიწევს და მას უბრალო მოქალაქეების სისხლი გადაფარავს. კარგია. მეორე ვარიანტს ვირჩევ.
– ამ შემთხვევაში თქვენი დახმარება დამჭირდება.
– თქვით.
– პასპორტი უნდა მიჩალიჩოთ საქართველოს მოქალაქე სომხის გვარზე, რომ ჩემი კაცი ამ პასპორტით დარეგისტრირდეს ამ რეისზე და რა თქმა უნდა, ამ რეისის ბილეთი.
– ეს არაა ძნელი საქმე. კიდევ რა არის საჭირო? – იკითხა ჯოჯუამ.
– მეტი არაფერი. პასპორტი ზეგისთვის უნდა მქონდეს ბილეთთან ერთად, – თქვა ჯიშკარიანმა. ჯოჯუას ფოტო მიაწოდა და დაამატა, – აი, პასპორტში კი ეს სურათი უნდა იყოს ჩაკრული.
– კარგი. მაშინ მე წავალ და ზეგ დაგიკავშირდებით, – თქვა ჯიშკარიანმა და კარისკენ დაიძრა, მაგრამ გვერდით ოთახიდან ხარაძე გამოვიდა და მას უთხრა:
– ერთი წუთით მოიცადეთ, თუ შეიძლება. თქვენთან შეკითხვები მაქვს.
ჯიშკარიანმა უშიშროების მინისტრს შეხედა, ჩაეცინა და თქვა:
– ეს რა კამპანიაში ვყოფილვარ. თქვენ რომ გიყურებთ, თავი მთავრობის წევრი მგონია. ბრძანეთ, ბატონო ლევან, რა კითხვები გაქვთ. გისმენთ.
– ალბათ, იმ კაცმა არ იცის, რომ თვითმფრინავში უნდა აფეთქდეს, – თქვა ხარაძემ.
– რა თქმა უნდა, არ იცის. აბა, რომელი ნორმალური ადამიანი დათანხმდება ამას. ეს კაცი ჩემი ძველი კოლეგაა და ფიქრობს, რომ ერევნიდან ჩვენი კუთვნილი ფული უნდა წამოიღოს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე არ გადაგვიხადეს, – მიუგო ჯიშკარიანმა.
– გასაგებია. ახლა ის მითხარით, როგორ გასცდებით აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც გულდასმით ჩხრეკს ყველასა და ყველაფერს და არამც თუ საათისმექანიზმიან ასაფეთქებელს ვერ გაიტანთ, უბრალო ნემსსაც კი აღმოგიჩენენ, – უთხრა ხარაძემ ჯიშკარიანს.
– როგორც უკვე გითხარით, პლასტიკური საათისმექანიზმიანი ასაფეთქებელი ტანსაცმელში ინიღბება, ამ შემთხვევაში – ფეხსაცმელებში და შემოწმების დროს აპარატურას ისეთი რეაქცია ექნება, როგორც ტყავსა და რეზინაზე. საათის მექანიზმი კი ელექტრონული იქნება და გამორთულ მდგომარეობაში. ასე რომ, ვერც მას დააფიქსირებს შესამოწმებელი აპარატურა და მას მაჯის საათის ეფექტი ექნება. სხვათა შორის, ეს მექანიზმი ამფეთქებლის საათშია ჩამონტაჟებული. როგორც კი თვითმფრინავი ჰაერში აიწევა, საათს დისტანციურად პირადად მე ავამოქმედებ. ფრენის მაქსიმალური დრო 18-20 წუთია და აფეთქების ხმა შეიძლება, აეროპორტშივე გაიგონოთ, – უთხრა ჯიშკარიანმა ხარაძეს და დაამატა, – ამომწურავად გიპასუხეთ თუ კიდევ გაქვთ კითხვები?
– რაც შეეხება ამ საქმის ტექნიკურ მხარეს – არა, მაგრამ, ალბათ, კარგად გესმით, რომ ამ საქმეზე არავისთან არასოდეს ერთი სიტყვაც კი არ უნდა წამოგცდეთ, – უთხრა ხარაძემ ჯიშკარიანს, რომელსაც გაეცინა და უპასუხა:
– ბატონო ლევან, თქვენ, რა თქმა უნდა, ბევრად მშვიდად იქნებოდით, ამ საქმის შემდეგ რომ გაგესაღებინეთ, მაგრამ თადარიგი წინასწარ დავიჭირე. როგორ ფიქრობთ, მაწყობს მე რაიმეს ფასად იმის აღიარება, რომ 200 ათას ევროდ საიქიოში ოთხმოცზე მეტი ადამიანი გავისტუმრე, რომელთა შორის უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ? ეს ისეთი საშინელი რამაა, რომ არანაირი გამართლება არ აქვს. არც ხანდაზმულობის ვადა გააჩნია და მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდით, რომ არ მინდა, ციხეში ამომხდეს სული, ჩემი ოჯახის გარეშე და ფულიც ძალიან მჭირდება. დარდი ნუ გაქვთ. დარწმუნებული იყავით, ამ ამბის შესახებ ჩემი პირიდან ვერასდროს ვერცერთი სულიერი ვერ შეიტყობს. ალბათ, ასევე მოიქცევით თქვენც.
– რა თქმა უნდა, ჩვენგანაც ვერავინ ვერაფერს გაიგებს, ბატონო პავლე, მაგრამ სანამ საქმე არ გაკეთდება და არ დავრწმუნდებით, რომ პრემიერ-მინისტრი ლიკვიდირებულია, თქვენი ოჯახი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და ღმერთმა არ ქნას, რომ ჩვენი გაცურება დააპიროთ, – თქვა ხარაძემ.
პავლე ჯიშკარიანს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ თავი მოეთოკა უშიშროების  მინისტრის მუქარაზე და რაც შეიძლება, მშვიდად უთხრა:
– რა, გიჟი გგონივართ, ჩემი უსაყვარლესი ადამიანები გავწირო?
– კარგი. მეტი კითხვა არ მაქვს. ორი დღის მერე შეგვეხმიანეთ. ახლა კი შეგიძლიათ, წაბრძანდეთ, – უთხრა ლევან ხარაძემ პავლე ჯიშკარიანს და ყოფილი „კაგებეს“ პოლკოვნიკი კონსპირაციული ბინიდან გაისტუმრა.
***
  ნოდარ ჯოჯუასთან და ლევან ხარაძესთან შეხვედრიდან ოთხი დღე იყო გასული. დილის 10 საათი სრულდებოდა, როდესაც თბილისი-ერევნის ავიარეისის რეგისტრაცია დასრულდა და ოთხმოცივე მგზავრი, ეკიპაჟის ოთხ წევრთან ერთად „ტუ-134“ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი ვარლამ გეგეშიძეც. მგზავრებს შორის აშოთ კაზარიანის პასპორტით თვითმფრინავში ვასო ქორქიაც იმყოფებოდა, რომელსაც ჯიშკარიანის თქმით, ცოცხალი ბომბის როლი უნდა შეესრულებინა. თავად პავლე ჯიშკარიანი კი ლევან ხარაძესთან ერთად აეროპორტთან ახლოს, შემინულ მანქანაში იჯდა და თბილისი-ერევნის ავიარეისის აფრენას ელოდა. უშიშროების მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დავალებით აკონტროლებდა სალიკვიდაციო ოპერაციის მიმდინარეობას და უნდა დარწმუნებულიყო, რომ ჯიშკარიანმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავა. როგორც კი თვითმფრინავი ჰაერში აიწია, ჯიშკარიანმა მცირე პულტი ამოაცურა, ტაიმერზე დააყენა, წითელ ღილაკს თითი დააჭირა და ხარაძეს უთხრა:
– ათ წუთში აფეთქდება და ამ დროს თვითმფრინავი უკვე სომხეთის ტერიტორიაზე იქნება. აფეთქების სიგნალი ამ დისპლეიზე მოვა და ეკრანი წითლად აციმციმდება. რა ვქნათ, დავიძრათ ნელ-ნელა?
– ჯერ არა. სიგნალს დაველოდოთ, – მოკლედ თქვა ხარაძემ, რომელსაც აშკარად ეტყობოდა მღელვარება.
ათმა წუთმა საუკუნესავით გაიარა და ეკრანი რომ წითლად აციმციმდა, ჯიშკარიანმა ხარაძეს უთხრა:
– ვსიო, აფეთქდა. საქმე გაკეთებულია. ჩემები გამოუშვით და დანარჩენი ფული გადამიხადეთ.
– ჯერ მოიცადე, შეტყობინებას დაველოდოთ, – თქვა მინისტრმა.
– რა შეტყობინებას? – იკითხა ჯიშკარიანმა.
– როდესაც რაღაც „ჩეპე“ ხდება, უმაღლესი თანამდებობის პირებს ამის შესახებ ატყობინებენ. ზარს ველოდები მობილურზე, ოპერატიული მორიგე დამირეკავს, – თქვა მინისტრმა.
კიდევ ათი წუთი გავიდა, რომელიც, ასევე, საუკუნესავით მიიზლაზნებოდა. როგორც იქნა, უშიშროების ოპერატიულმა მორიგემ დარეკა და მინისტრს შეატყობინა, რომ თბილისი-ერევნის ავიარეისმა სომხეთის ტერიტორიაზე კატასტროფა განიცადა, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. აფეთქების მიზეზები კი უცნობიაო.
– კარგი. ყველაფერი გასაგებია, – თქვა მინისტრმა და მორიგეს ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ კი ჯიშკარიანს მიუბრუნდა.
– ტაქსით წადით. თქვენები ერთ საათში უკვე სახლში იქნებიან. ფულს კი შუაღამეს თქვენთვის ნაცნობ ბინაში გადმოგცემენ.
– შეხვედრამდე! – გამოემშვიდობა ჯიშკარიანი და მანქანიდან გადავიდა. შემდეგ კერძო ტაქსიში ჩაჯდა და ქალაქისკენ გაემართა.
მიუხედავად იმისა, რომ პავლე ჯიშკარიანი თითქმის დარწმუნებული იყო, კუდზე არავინ დააჯდებოდა, მაინც დაიზღვია თავი. კერძო ტაქსი რძის კომბინატთან გააჩერებინა, ფული გადაუხადა და გაუშვა. შემდეგ რამდენიმე მანევრი შეასრულა ფეხით და როდესაც დარწმუნდა, კუდზე არავინ აჯდა, ორასი მეტრი კიდევ გაიარა, შავი ფერის შემინულ „ბეემვეში“, უკანა სავარძელზე მოთავსდა და მძღოლს უთხრა:
– წავედით. ყველაფერი სუფთადაა!
***
  თბილისი-ერევნის ავიარეისის კატასტროფის ამბავი ელვისებური სისწრაფით გავრცელდა და ყველა ტელევიზია ამის შესახებ გადმოსცემდა. განსაკუთრებით ხაზგასმით ამბობდნენ იმას, რომ პრემიერ-მინისტრი იყო დაღუპული და მის ბიოგრაფიას ყვებოდნენ. უამრავ ვერსიას შორის ჟურნალისტები ტერორისტულ აქტზეც საუბრობდნენ, მაგრამ არა საქართველოს პრემიერის წინააღმდეგ, ყველა აზერბაიჯანელი ტერორისტების მიერ მტრული სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე ამახვილებდა ყურადღებას. ჯოჯუა და ხარაძე კმაყოფილები იყვნენ მოვლენების ამგვარი განვითარებით. მათი კლანის წევრები კი სიხარულს ვერ მალავდნენ მთავარი მტრის ჩამოშორების გამო და ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ.
მას მერე, რაც პავლე ჯიშკარიანის ოჯახის წევრები სახლში დაბრუნდნენ, მათ შავი ფერის მიკროავტობუსმა მიაკითხა და ორმა სამოქალაქოსამოსიანმა მამაკაცმა მათ უთხრა:
– მხოლოდ პირველადი საჭიროების პირადი ნივთები წამოიღეთ. უსაფრთხო ადგილას უნდა გადაგიყვანოთ რამდენიმე დღით და იჩქარეთო.
უკვე შებინდებული იყო, როდესაც ჯიშკარიანი მცხეთის ახლოს, ერთ-ერთ კარგად დაცულ აგარაკზე მიიყვანეს და დააბინავეს. ამის პარალელურად, პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, სამხედრო ატაშე და უშიშროების დარგში მრჩეველი ეწვია. ეს უკანასკნელი „ცეერუს“ რეზიდენტიც იყო თბილისში და სადაზვერვო საქმიანობას უწევდა კოორდინაციას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ ამერიკელების ვიზიტი თვითმფრინავის კატასტროფით იყო გამოწვეული და ისინი პრემიერ-მინისტრის დაღუპვის გამო მისასამძიმრებლად მივიდნენ. ამიტომ შავ კოსტიუში გამოეწყო და შესაბამისი სახე მიიღო. თუმცა ამერიკელებს სამგლოვიარო განწყობა არ ეტყობოდათ და შიგადაშიგ იღიმებოდნენ კიდეც. სტუმრები და მასპირძელი მრგვალ მაგიდასთან მოკალათდნენ და ელჩმა თქვა:
– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ აქ სამძიმარზე მოვედით, მაგრამ ეს ასე არაა და მოსასამძიმრებელი ნამდვილად არაფერია.
პრეზიდენტმა იფიქრა, მომეჩვენაო და ელჩს ჰკითხა:
– ბოდიში, რა ბრძანეთ?
ელჩმა ღიმილით მიუგო:
– დიახ, დიახ, თქვენ არაფერი მოგჩვენებიათ და მისასამძიმრებელი არაფერია. თქვენი პრემიერ-მინისტრი ცოცხალია და საღსალამათი. თბილის-ერევნის რეისი კი მშვიდობიანად დავსვით ვაზიანში და ყველა მგზავრი კარგადაა. მართალია, ისინი დროებით დააკავეს, რომ ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია დროზე ადრე არ გაჟონილიყო, მაგრამ სულ მალე ყველაფერი ნორმაში ჩადგება. ახლა კი ჩვენს მრჩეველს მოუსმინეთ უსაფრთხოების საკითხებში.
პრეზიდენტი უხმოდ უსმენდა ამერიკელებს, თანაც ცდილობდა, ჩასწვდომოდა, რა ხდებოდა, მაგრამ ვერაფერს მიხვდა. კითხვების დასმისგან კი ჯერჯერობით თავს იკავებდა. უსაფრთხოების მრჩეველმა გაიღიმა და თქვა.
– ბატონო პრეზიდენტო, ამ ორიოდე კვირის წინ დახმარებისთვის ერთმა ყოფილმა საბჭოთა პოლკოვნიკმა მოგვმართა და დაუჯერებელი ამბავი მოგვიყვა.
– მადლობა ღმერთს, რომ უბედურება არ მოხდა და ამ ინფორმაციამ თქვენამდე მოაღწია.
– დიახ. კიდევ კარგი. თუმცა ჩვენი ერთი ძველი ლაინერის აფეთქება მოგვიწია, რომ ყველაფერი დამაჯერებელი ყოფილიყო, – თქვა სამხედრო ატაშემ და ულვაშებზე ხელი გადაისვა.
ლაპარაკში კვლავ ელჩი ჩაერთო და თქვა:
– ბატონო პრეზიდენტო, ახლა ათს ხუთი წუთი აკლია. ათზე პირდაპირ ეთერში ბატონი ვარლამი უნდა გამოვიდეს და იქნებ ერთად ვუყუროთ.
სახეწამოჭარხლებულმა პრეზიდენტმა უზარმაზარი ტელევიზორი ჩართო და „სიენენზე“ გადართო, სადაც აცხადებდნენ, რომ ცნობილი მაღალჩინოსანი პირდაპირ ეთერში სენსაციური განცხადებით გამოვაო. გამომსვლელის ვინაობას კი არ ასახელებდნენ. პრეზიდენტმა ორი მობილური ტელეფონი აიღო, ჯოჯუასა და ხარაძეს დაურეკა და უთხრა:
– ტელევიზორი ჩართეთ.
– ჩავრთეთ, – ერთხმად უპასუხეს პრეზიდენტს თავიანთი კაბინეტებიდან.
– ახლა კი „სიენენზე“ გადართეთ, – თქვა პრეზიდენტმა.
– გადავრთეთ, – გაისმა ისევ ერთდროული პასუხი.
– ახლა კი უყურეთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ. ოღონდ, ტელეფონები არ გამორთოთ და ხაზზე დარჩით. მინდა, თქვენი პასუხი მოვისმინო, – თქვა პრეზიდენტმა.
ამ დროს „სიენენის“ ეთერში საღსალამათი პრემიერ-მინისტრი გამოჩნდა, რომელმაც სერიოზული სახით დაიწყო იმის მოყოლა, თუ როგორ დაიგეგმა მისი ლიკვიდაცია... პრეზიდენტმა, რომელსაც მობილურები ორივე ყურზე ჰქონდა მიდებული, ჯერ ჯოჯუასა და ხარაძის მობილურების დავარდნის ხმა გაიგონა, შემდგომ კი – მათი კაბინეტებიდან თითო გასროლის.
 პრეზიდენტმა მობილურები გამორთო. მაგიდაზე დაალაგა და თქვა:
– შემკვეთებმა თვითლიკვიდაცია განახორციელეს. შეკვეთა კი გაუქმებულია...
დასასრული


скачать dle 11.3