№12 დიეტა მათთვის, ვინც წონაში სწრაფად იმატებს
ნინო კანდელაკი ანი რევია

მომზადების წესი: გაჭერით ორივე ლიმონი შუაზე და ბოლომდე გამოწურეთ წვენი. კანი კი შეინახეთ. ნიორი და ჯანჯაფილის ფესვი დააბლენდერეთ, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. ჩაასხით ქვაბში ერთი ლიტრი მინერალური, არაგაზირებული წყალი, მოათავსეთ მასში ლიმონის დაჭრილი კანი და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, ჩაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი და ჯანჯაფილი. ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ, გადაწურეთ მინის ქილაში, დაუმატეთ ლიმონის წვენი, კარგად შეანჯღრიეთ და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით 100-150 მილილიტრი ყოველ დილას, უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა 10-14 დღეა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია 1-თვიანი შესვენება.