კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 მოიშორეთ კისრისა და ყელის არეში გაჩენილი ნაოჭები და ზედმეტი ფენები

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ჩვენს რეალურ ასაკს არა მხოლოდ სახის კანი, არამედ კისრისა და ყელის ზონაზე გაჩენილი ნაოჭები გასცემს. მაშინ, როდესაც სახის კანის მოსავლელად არაერთ სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ, ყელი ხშირად არც კი გვახსენდება, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. არადა, თუ კანი სხეულის ამ მონაკვეთზე კარგავს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, უხეშდება, ჩნდება ნაოჭები. შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდებს, რომელიც მინიმალურ ვადაში არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. გაიკეთეთ რეგულარულად ეს პროცედურები და შეინარჩუნეთ სილამაზე, სიმხნევე და ახალგაზრდობა ხანგრძლივი დროით.
  საფუვრიანი ცომი: კისრისა და ყელის კანის სიმტკიცისა და ელასტიკურობის დაბრუნებაში, საფუვრიანი ცომი დაგეხმარებათ – გააბრტყელეთ, შემოიხვიეთ ყელსა და კისერზე და გაიჩერეთ 30 წუთით. თუ ამ პროცედურას ერთი თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით ჩაიტარებთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ.
კარტოფილი, გლიცერინი, ზეითუნის ზეთი: მოხარშეთ 1 ცალი კარტოფილი, გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად გადაურიეთ. წაისვით კისერსა და ყელზე, ზემოდან შემოიხვიეთ ცელოფანი და დაიტოვეთ 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რამდენიმე პროცედურაში კისერსა და ყელზე გაჩენილი ფენები და ნაოჭები შემცირდება.
ლიმონი, სპირტი, მარილი: 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი და 1 ჩაის კოვზი მარილი. წაისვით ეს მასა ბამბის დისკის გამოყენებით გაწმენდილ კანზე და როდესაც ნარევი ბოლომდე შეგახმებათ, ზემოდან გადაისვით დამატენიანებელი კრემი. ჩამობანვა არ არის საჭირო. კვირაში 3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რომ ერთ თვეში თქვენი კისერი და ყელი ნაოჭებისგან გათავისუფლდეს.
  ამ პრობლემის მოგვარებაში ასევე, დაგემხარებათ ბრინჯის ნიღაბი. ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს საშუალება თავისი ეფექტურობით ყველაზე ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციასაც კი აღემატება. თუ ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ, შეძლებთ, დაიცვათ ყელის არე ნაადრევი სიბერისგან, გაიგლუვოთ, სათანადოდ დაიტენიანოთ და გამოკვებოთ კანი. ნიღბის მთავარი კომპონენტი ბრინჯია, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ის აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და საგრძნობლად ანელებს დაბერების პროცესს: მოხარშეთ 4 სუფრის კოვზი ბრინჯი დაბალ ცეცხლზე. სითხე გადაღვარეთ სუფთა ჭურჭელში, ხოლო მოხარშული ბრინჯი რამდენიმე წუთით შეუშვირეთ გამდინარე, ცივ წყალს. მზა ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. ურიეთ მანამ, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება. მზა, ერთგვაროვანი მასა წაისვით ღაბაბისა და ყელის არეზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშით, ანუ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ.
скачать dle 11.3