№12 უ ნ ა მ უ ს ო
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
პირველი მოთხრობა ციკლიდან „ოჯახური ისტორიები“
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #9-11(1002)
იხ. „თბილისელები“ #9-11(1002)
მეორე პრობლემამ ორი წლის შემდეგ იჩინა თავი – როცა ნუცა დარწმუნდა, რომ შვილი არასდროს ეყოლებოდა. არადა, როგორ ოცნებოდა ბევრ შვილზე! რა არ გააკეთა, სად არ იმკურნალა, მაგრამ ამაოდ.
ქმარი თავაზიანი და მორიდებული ბიჭიდან გაღიზიანებულ და უხეშ მამაკაცად იქცა. როგორც კი ცოლს საყვედური წამოსცდებოდა ქალებში მისი უთავბოლო წანწალის გამო, მაშინვე ცინიკურად მოუჭრიდა:
– გაგეჩინა შვილი, ყოფილიყავი ოდნავ მაინც უფრო ლამაზი და მსგავსი არაფერი მოხდებოდა!
– შენ თვითონ შემომიჩნდი, მე არ აგკიდებივარ! – ისტერიკა ეწყებოდა ნუცას, – მამაჩემის ქონებამ დაგაბრმავა, შე უმადურო!
– ჰო, აბა, შენი სილამაზე ხომ არ დამაბრმავებდა! – დასცინოდა ქმარი და მეორე ოთახში გადიოდა დასაძინებლად.
ამგვარი და კიდევ უარესი ჩხუბი ხშირად მოსდიოდათ, მაგრამ მაინც ერთად იყვნენ – არცერთს არ აწყობდა გაყრა.
„ღმერთი სამაგიეროს მიხდის, უახლოესი მეგობარი გავაუბედურე... ახია ჩემზე!“ – ფიქრობდა გამწარებული ნუცა და ღამეებს ტირილში ატარებდა.
აი, სწორედ ამ წყვილისთვის ჩამოიყვანა ქარელიდან ვარინკამ ახალშობილი ბიჭუნა, რომელსაც სულ მოკლე ხანში თენგო ლომჯარიძე დაარქვეს და რომელიც ივან ივანიჩის უზარმაზარი სიმდიდრის ერთადერთი მემკვიდრე გახდა, რადგან ასე ისურვა სოფიომ – ის ხომ გათხოვების პირველივე დღიდან იმაზე ოცნებობდა, რომ მამის ქონებიდან ვარინკას არაფერი ხვდომოდა წილად.
თენგო
პატარა თენგო ისეთი ანჩხლი და ჭირვეული ბავშვი გამოდგა, რომ გულშეღონებულმა ნუცამ და ირაკლიმ რამდენჯერმე კინაღამ უკან მიუყვანეს ვარინკას – რაც გინდა, ის უყავიო.
ბავშვის ჩხავილისგან დაყრუებული და თავატკიებული ირაკლი მთელი ღამეების განმავლობაში გიჟივით დარბოდა ოთახებში და მკვდარს და ცოცხალს აგინებდა მზრუნველ ცოლისდას:
– როდის შევჩივლე, შვილი მინდა-მეთქი? მაგის დედაც... ვინ ეკითხებოდა, ჩემი ოჯახის საქმეში რომ ჩაყო ცხვირი და ეს მჩხავანა კატა მომითრია?
მაგრამ ნუცამ იცოდა: ამ ბავშვს უკან თუ დააბრუნებდა, აღარც შვილი ეყოლებოდა აღარასოდეს და ეს ცოდვით შექმნილი და ძალით შენარჩუნებული ოჯახიც დაენგრეოდა. ამიტომ ძალიან დიდხანს ითმინა, თითქმის ოთხი წელიწადი, რომ ეს ისტერიკებიანი არსება ადამიანად ექცია. 4 წლის რომ გახდა, თენგო ნელ-ნელა დამშვიდდა, დაწყნარდა და ჩვეულებრივ ბავშვად იქცა. მაგრამ სულ პატარაობიდან გამოამჟღავნა ერთი თვისება: რასაც დაინახავდა, სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა, ვისიც არ უნდა ყოფილიყო, თავისთვის უნდოდა და, თუ ჭირვეულობით, თხოვნით ან მოთხოვნით ვერ მიიღებდა, ჩუმად (ანუ მოპარვით) ან ძალადობით მიითვისებდა ხოლმე და მერე დედის რძესავით ირგებდა (ამ გამოთქმას ხატოვნებისთვის ვიყენებ, თორემ საწყალს არც არასდროს გაუსინჯავს დედის რძე). ეს თვისება თანდათანობით გადაეზარდა ხასიათში და ჩამოყალიბდა ეგოისტ, ცრუ, ხარბ და მოძალადე ადამიანად. არავის ეგონოს, რომ ყოველივე ეს მისი არეულ-დარეული გენეტიკის ბრალი იყო. ჩემი აზრით, პიროვნების ჩამოყალიბებაში ლომის წილი აღმზრდელს ეკისრება (ცხადია, იშვიათი გამონაკლისების გარდა). თენგოს დედ-მამასა და ბებიას (ანუ ნუცას, ირაკლისა და სოფიოს) აღზრდის მეთოდები კი, პირდაპირ ვიტყვი და, სანიმუშო და მოსაწონი ნამდვილად არ ჰქონდათ (ივან ივანიჩი საერთოდ არ იღებდა შვილიშვილის აღზრდაში მონაწილეობას, რადგან, ჯერ ერთი, არასდროს ეცალა ამისთვის, მეორეც, თავისად ვერ აღიქვა ბავშვი, თუმცა, არც ლიზა გაუნებივრებია არასდროს ზრუნვითა და ყურადღებით).
ნუცაც არ აკლებდა მცდელობას, რომ შვილი მაქსიმალურად გაენებივრებინა და ამაში ქმარიც აიყოლია, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, შეუყვარდა ბიჭი; მაგრამ სოფიოს მზრუნველობა ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა: ყველაფერი თენგოსთვის უნდოდა, ყველაფერი თენგოსთვის ემეტებოდა. ამ ხნის ქალი მზად იყო, ექურდა, ოღონდ კი თავნება და უზნეო შვილიშვილის ჭირვეული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. დედ-მამა ამას ხედავდა, მაგრამ ხმას არცერთი არ იღებდა, პირიქით, იწონებდნენ კიდეც სოფიოს ასეთ მონურ ერთგულებას.
დაახლოებით 16-17 წლის იყო თენგო, სოფიომ თავისთან რომ წაიყვანა, საკუჭნაო ოთახში შეიყვანა და სულ ზედა თაროზე გადამალული ის ზარდახშა გამოუტანა, რომელზეც ქორწილის ღამეს ივან ივანიჩმა უთხრა, ეს ჩემი ცოლის ნაქონი სამკაულებია და ვარინკას შეუნახე, რომ წამოიზრდება, მან უნდა ატაროს, ასე დამიბარა დედამისმაო.
ზარდახშაში სამკაულები განახევრებული იყო: რამდენიმემეტრიანი ოკეანის მარგალიტის მძივს, პლატინის სამაჯურს თხილისხელა ბრილიანტებითა და ფირუზებით, საოცარი სილამაზის მქონე ზურმუხტისთვლიან საყურეებსა და იაგუნდისთვლიან ბაჯაღლო ოქროს ბეჭედს უკვე რამდენი წელია, ნუცა ატარებდა. სხვათა შორის, ნუციკოს არ უთხოვია დედისთვის ეს სამკაულები, რადგან იცოდა, რომ ისინი ვარინკას ეკუთვნოდა, მაგრამ როცა სოფიომ უკვე სტუდენტ შვილს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნივთი ქმრის ჩუმად გამოუტანა და უთხრა, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროსო, ნუცამ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა:
– მამამ რომ იცნოს?
– მამაშენი ვერ იცნობს, აღარც კი ემახსოვრება. რამდენი წელი გავიდა, რაც ეს კოლოფი მომაბარა. ამასობაში ვარინკა გათხოვდა, შვილი ეყოლა და დაქვრივდა კიდეც, მაგრამ ერთხელაც არ მოუკითხავს ეს სამკაული, არც არასდროს გახსენებია. ასე რომ, მშვიდად ატარე, არ შეგეშინდეს.
და ნუცაც მშვიდად ატარებდა. ვარინკამ იცოდა, რომ ეს ყველაფერი დედამისის დანატოვარი იყო (კეთილი ნათესავ-მეზობლები მაშინაც ბლომად იყვნენ და ყველაფერი დაწვრილებით ჩაუკაკლეს), მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, თავისი მოეთხოვა. თუ ასე მოსწონს, მას ჰქონდეს, მე და ნუცა რამ გაგვყოო, – ამბობდა.
– ისე, ნუცასაც გულწრფელად უყვარდა დაც და დისშვილიც, მაგრამ როცა საქმე რამე ნივთზე ან ზოგადად ქონებაზე მიდგებოდა, ისე ეშმაკურად მიითვისებდა, ვარინკაც და ლიზაც კმაყოფილები რჩებოდნენ და იქით ეუბნებოდნენ მადლობას.
ნუცა ამ სამკაულების შემთხვევაშიც ისე მოიქცა, როგორც რამდენიმე წლის შემდეგ მაგულისთან მოიქცევა: ანუ, თვითონ არ წაართვა დას დედის სახსოვარი, მაგრამ როცა მას, პრაქტიკულად, ნაქურდალი შესთავაზეს, სიამოვნებით და წარბშეუხრელად მიიღო. ისე გამოვიდა, რომ, საბოლოო ჯამში, არცერთხელ თავისი ბრალი არ იყო, მაგრამ ორივეჯერ თვითონ დარჩა გამარჯვებული (და არა მოგებული, თუ არ ჩავთვლით მატერიალურ მოგებას სამკაულის შემთხვევაში).
მოკლედ, თემას ცოტა გადავუხვიე და ისევ იქ უნდა დავბრუნდე, სოფიოს ოთახში, რომელშიც საწოლზე თენგო ზის, მუხლებზე აბრჭყვიალებული სამკაულებით ნახევრად სავსე ზარდახშა უდევს და ბებიას ჩახრინწული ხმა შელოცვასავით შორიდან ჩაესმის:
„ეს ყველაფერი შენია... შენია... შენია...
მაგრამ ჯერ ნურავის ეტყვი... ნურავის... ნურავის...“
ბიჭმა ნერწყვი გადაყლაპა და ხარბი თვალებით ახედა სოფიოს:
– ამას სახლში მატან?
– ჯერ რად გინდა, გოგო ხომ არა ხარ! ცოლ რომ მაიყვან, იმაი უნდა მიართო. დეიდაშენ ვარინკაი არ უთხრა, თორე წაგართომს. არც ლიზაი უთხრა, გეტყვის, ჩემიაო და სულ წაიღებს. გამიგე, რასაც გეუბნები?
თენგომ თავი დაუქნია, თითოეული ბეჭედი, ბროში და საყურე ცალ-ცალკე დაათვალიერა, კარგად დაიმახსოვრა და მერე დანანებით დაუბრუნა სოფიოს, მაგრამ სამაგიეროდ, კარგად ჩაიბეჭდა გონებაში, სად შეინახა ქალმა ზარდახშა და კმაყოფილს ბოროტად ჩაეღიმა.
ზარდახშის ნახვის შემდეგ თენგომ ბებიასთან სტუმრობას მოუხშირა. ისეთ დროს მიდიოდა ხოლმე, როცა ივან ივანიჩი სახლში არ იყო. გახარებული სოფიო მაშინვე სამზარეულოში გავარდებოდა, ათასნაირ ნუგბარს მოუმზადებდა, მერე ჯიბეში კარგა ბლომად ფულსაც ჩაუკუჭავდა და ისე ისტუმრებდა შვილიშვილს. ერთხელ მეზობლის ქალი შეესწრო ამ სურათს და სოფიოს შენიშვნა მისცა – პატარა ბიჭს ამდენ ფულს რატომ აძლევ, რატომ აფუჭებო.
– რაღა პატარაა, ქა, უკვე წვერ-ულვაში ამოუვიდა. მართალია, მშობლები არაფერ აკლებენ, მაგრამ, ბიჭია, ავტობუსში გოგო რო შეხვდეი, ბილეთი ვეღარ უნდა აუღოი? მაგაი ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე! ყელი რო გამამჭრას საყვედურ არ ვეტყვი (რა იცოდა საწყალმა სოფიომ, რომ თითქმის წინასწარმეტყველება გამოუვიდა)!
მართლაც ასე იყო. ორიოდე თვის შემდეგ სოფიომ ვარინკას დედისეულ ზარდახშაში რომ ჩაიხედა, იქ ერთი ძეწკვისა და წვრილი ოქროს ბეჭდის გარდა აღარაფერი იდო. მაშინვე მიხვდა, ვინც წაიღო, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მხოლოდ გაიფიქრა:
„ენაცვალოი ბებო, ალბათ რამეში დასჭირდა და, იგეთი მორიდებულია, ვერ მითხრა. ძალიანაც კარგი, რომ ვარინკამ კი არა, ჩემმა შვილიშვილმა გამოიყენა. ღმერთმა შაარგოი“.
თენგომ ყველაფერი „შეირგო“. ოქროული ნაწილ-ნაწილ გაყიდა და ფული შავბნელ საქმეებში მოიხმარა. გარდა ამისა, სკოლაში, ცოტა არ იყოს, ჩაგრავდნენ ბიჭები, აჩმორებდნენ, რას არ ეძახდნენ, ხანდახან კარგადაც წაუთაქებდნენ ხოლმე და თან ემუქრებოდნენ – არავისთან წამოგცდეს, თორემ ცემა-ტყეპა მერე ნახეო. ერთხელ კი ერთ-ერთმა მათგანმა გაიგო, რომ თენგო ლომჯარიძე მდიდარი დედ-მამის შვილია და, აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი: კვირა ისე არ გავიდოდა, რომ დიდი თანხის მოტანა არ დაევალებინათ და ისიც ეზიდებოდა და ეზიდებოდა, ოჯახის ჩუმად, ცხადია. მისმა ამ ქმედებებმა შედეგად ის გამოიღო, რომ ბიჭები მის ცემასა და დაჩმორებას შეეშვნენ, თავიანთ „სასტავში“ შეიყვანეს, „პლანის“ მოწევაც დააწყებინეს და ბოზებშიც წაიყვანეს. ქალის გემო რომ გაიგო, სულ აიწყვიტა და თავისი თანაკლასელი გოგო, ქეთათო გააუპატიურა, საერთო მეგობრის დაბადების დღიდან სახლში რომ აცილებდა, ქუჩაში, გოგოს სახლის წინ, ბუჩქებში. სიმართლე უნდა ითქვას, მთლად თენგოს ბრალიც არ იყო, რადგან გოგომ თვითონ იაქტიურა, მთვრალი ლაწირაკის პროვოცირებას კი რა დიდი ამბავი უნდოდა – პატარა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილ შალავას სულაც არ გაუჭირდებოდა სულელი და ფულებით გატუტუცებული ბიჭის შეცდენა.
თენგოს საამისო გამოცდილება არ ჰქონდა, თორემ, მიხვდებოდა, რომ ქეთათოსთვის ის პირველი მამაკაცი არ იყო და, მეორე დილით, როცა გოგო სახლში მიადგა პრეტენზიებით, პანიკაში ჩავარდა. სახლში ვერაფერს იტყოდა – დედას, ნუციკოს, სრულიად მოულოდნელად, ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, თანაც, მეოთხე სტადია და უკვე დღეებს ითვლიდა. ვერც დეიდამისს, ვარინკას ვერ გაუბედა თავისი გასაჭირის გამხელა და ვერც დეიდაშვილ ლიზას, რომელსაც ის საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, მაგრამ მაინც ვერ გაუბედა. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი ადამიანი, თენგოს აზრით, იყო თავისი კლასის დამრიგებელი, რომელიც, აგერ უკვე თითქმის ხუთი წელია, გამაღიზიანებლად ზრუნავდა მასზე: ყველგან იცავდა, ყველაფერში ამართლებდა. ბიჭი ვერ ხვდებოდა, რა უნდა ყოფილიყო მასწავლებლის მხრიდან მისი ასეთი სიყვარულის მიზეზი, რადგან არც განსაკუთრებული სწავლით და არც განსაკუთრებული ზრდილობით ის არასდროს გამოირჩეოდა. ბოლოს იფიქრა, ალბათ, დედაჩემი ძვირფას საჩუქრებს უზიდავს და ლენა მასწავლებელიც იმიტომ „გიჟდება“ ჩემზეო. თენგოს, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა მისი ასეთი ხაზგასმული მზრუნველობა და, რატომღაც, დამრიგებელი დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ ახლა არჩევანი არ ჰქონდა, მით უფრო, რომ დარწმუნებული იყო, ის გაუგებდა და საქმიან რჩევასაც მისცემდა. ყველაზე მეტად კი თენგოს იმის ეშინოდა, მამამისს არ გაეგო, რაც შეემთხვა გოგოსთან – ირაკლი ხელით შეეხებოდა, შეიძლება, სახლიდანაც კი გაეგდო. ამიტომ სჭირდებოდა მესაიდუმლე და ერთგული ადამიანი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ირაკლისაც დააშოშმინებდა და ქეთათოსაც – ლენა მასწავლებელი ხომ ქეთათოსა და მის ოჯახსაც დიდი ხანია, იცნობდა.
ამ გადაწყვეტილებით იმედმოცემული, თენგო კლასის დამრიგებლის სახლისკენ გაეშურა. დედასთან ვარინკა და ლიზა იყვნენ და მისი იქ ყოფნის აუცილებლობა აღარ იყო, თანაც, ძალიან უჭირდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედის ყურება. არც არავის შეხმიანებია, ისე გაიკეტა სახლის კარი, ტაქსი გააჩერა და მძღოლს მასწავლებლის მისამართი უთხრა. ძალიან ნერვიულობდა. არ იცოდა, როგორ უნდა დაეწყო ასეთ საჩოთირო თემაზე საუბარი.
– სახლში რომ არ დამხვდეს, მერე რა ვქნა? – წამოსცდა ხმამაღლა.
– რაო, შვილო? – გამოეპასუხა ასაკოვანი მძღოლი.
– არა, არაფერი. უკაცრავად, ჩემთვის ჩავილაპარაკე რაღაც. დღეს ხომ კვირაა?
– ჰო, შვილო, კვირაა, – უკანმიუხედავად უპასუხა მძღოლმა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ტაქსი მითითებულ მისამართზე გაჩერდა. თენგომ ფული გადაიხადა, მერე სადარბაზოში შევარდა და სირბილით აუყვა კიბეებს. თითქოს ეშინოდა, გზაში არ გადაეფიქრა მასწავლებელთან მისვლა.
მეხუთე სართულამდე ქოშინით ირბინა. ნაცნობ კართან ოდნავ სული მოითქვა და, ის იყო, ხელი ასწია კარზე დასაკაკუნებლად, რომ კარი გაიღო და ბინიდან ირაკლი გამოვიდა, რომელსაც დილის ხალათში გამოწყობილი ლენა აცილებდა. კაცი კინაღამ ზედ შეასკდა გაოცებისგან პირდაღებულ შვილს, მაგრამ ლენამ ბიჭი ვერ დაინახა და ვნებიანი ჩურჩულით ჰკითხა მამაკაცს:
– ხვალაც ხომ მოხვალ, საყვარელო?
ირაკლის პასუხი არ გაუცია, გაქვავებული იდგა ზღურბლზე და ვერც გარეთ გამოსვლა მოეხერხებინა და ვეღარც ბინაში დაბრუნება. ამასობაში ბიჭიც გამოერკვია შოკიდან, მამა უხეშად გასწია გვერდზე, ქალს წინ დაუდგა და ცინიკური ღიმილით უპასუხა:
– ვერ მოვა, საყვარელო, ვერც ხვალ, ვერც ზეგ და ვერც ვერასდროს, რადგან სახლში ცოლი უკვდება და, ეს რომ კაცი იყოს, ცოტა ხნით მაინც უნდა შეეწყვიტა ბოზებში სიარული, – თენგომ მუშტები შეკრა და კბილები გააღრჭიალა.
– შენ აქ რა გინდა? – ხმის გამკაცრება სცადა კლასის დამრიგებელმა და ხალათის ფართო საყელო მექანიკურად აიფარა მკერდზე, მაგრამ ბიჭს დასმულ კითხვაზე აღარ გაუცია პასუხი. დამცინავად შეხედა თავის მასწავლებელს და წარბების აწევით უთხრა:
– ააა!.. ახლა კი მივხვდი, რატომ მიცავდი და მაფარებდი ხელს ყველა უსაქციელობის ჩადენისას – გინდოდა, შენი კუროსთვის გესიამოვნებინა! მე კი რა არ ვიფიქრე, შენ წარმოიდგინე, მექრთამეობაც კი დაგწამე! საწყალი დედაჩემი! იმას ჰგონია, რომ მისი ქმარი რაიონშია წასული ვიღაც მკურნალის ჩამოსაყვანად, ეს კი ამ ბორდელში გდია...
– დედაშენს მაინც აღარაფერი ეშველება, – ამოილუღლუღა კაცმა.
– წადით, თქვენი დედაც, ორივესი, პირუტყვებო! – მიაძახა თენგომ და კისრისტეხით ჩაირბინა კიბეები.
დასასრული შემდეგ ნომერში