კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ვინ მოიშორა ნარკომაფიაში ჩანერგილი ქართველი აგენტი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ჰეროინი
  1986 წლის 18 თებერვალს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა ქალაქ ბაქოში „ურალის“ მარკის მანქანა გააჩერა და იქიდან 500 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. სამხედრო „ურალი“ მოტომსროლელთა დივიზიაზე იყო მიწერილი, რომელიც თბილისში ვაზიანის ბაზაზე დისლოცირდებოდა. „ურალი“ სწორედ თბილისში მიდიოდა და მანქანა ბაქოს გასასვლელთან დააკავეს. 20 წლის მძღოლის, გერმანე ჩოჩიას განცხადებით, ტომრები მას სამხედრო აეროდრომზე დაუტვირთეს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ იქ ჰეროინი იყო. მანქანას აცილებდნენ მაიორები – სიმონ კოშკინი და ივან ბაგაპოვი. მათ აღიარეს, რომ ტომრები ავღანეთიდან სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავმა ჩამოიტანა. მათ იცოდნენ ისიც, რომ იქ ნარკოტიკები იყო და ისიც თქვეს, პოლკოვნიკ ჩიჩერინის დავალებით ვმოქმედებდითო. ჩიჩერინი კი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და ავღანურ მიმართულებას კურირებდა. ეს ამბავი ბაქომ თბილისს შეატყობინა და პოლკოვნიკი პავლე ჩიჩერინი ძალიან ოპერატიულად აიყვანეს ვაკეში, თავისი ბინის სადარბაზოში. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია. მალევე, ჩოჩიას გარდა, სამივე სამხედრო ოფიცერი მოსკოვში გადააფრინეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში მოათავსეს. ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია კი „ცენტრის“ სპეციალურმა აგენტმა „მურამ“ მიაწოდა, რომელიც მილიციის კაპიტანი იყო და ნარკომაფიაში ჩანერგეს 16 თვის წინ.
გაუჩინარებული „მურა“
  აგენტი „მურა“, 28 წლის მილიციის კაპიტანი, თბილისელი გურამ გადელია, საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური აგენტი იყო და წარმატებით მუშაობდა ნარკომაფიის მხილების კუთხით. გადელია მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ საკუთარი „ჟიგულით“ გადაადგილდებოდა და ავღანური ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი მეკავშირე იყო. 26 თებერვალს გადელია ტაშკენტიდან მოსკოვში უნდა ჩასულიყო და თავის კურატორს, თანამემამულე ოთარ კვიციანს შეხვედროდა კონსპირაციულ ბინაში. პოლკოვნიკი კვიციანიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და როდესაც „მურა“ შეხვედრაზე არ გამოცხადდა, მის ფარულ ძებნას შეუდგა. გადელიას კვალს ვერსად მიაგნეს. თუმცა, მოსკოვის მისადგომებთან, ტყის სიღრმეში იპოვეს მისი „ჟიგული“. საგულისხმო კი ის იყო, რომ შინაგან ციხეში მოთავსებული კოშკინი, ბაგაპოვი და ჩიჩერინი 19 თებერვალს თავ-თავიანთ საკნებში გისოსებზე ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს... მიუხედავად იმისა, რომ არცერთს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, კვიციანი დარწმუნებული იყო, რომ სამივე კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს. ხოლო, როდესაც გადელიაც გაუჩინარდა, კვიციანს უკვე ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ნარკომაფია კვალს მალავდა და მათ „მურაც“ ამიტომ გააქრეს. თუმცა, გადელიას შესახებ მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იცოდნენ. აქედან გამომდინარე კი, აშკარა იყო, რომ ნარკომაფიის მფარველი ცენტრალურ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბუდობდა და მისი გამოააშკარავება და დასჯა იყო საჭირო. 27 თებერვალს, დილით „მურას“ გვამიც აღმოაჩინეს ტყეში. გადელია „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან თავში ორი გასროლით იყო მოკლული.
გაუხმაურებელი პროცესი
  პოლკოვნიკი ოთარ კვიციანი საბჭოთა მილიციელთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვისაც ვერც ვერაფრით მოისყიდდა ვინმე და ვერც ვერაფრით შეაშინებდა. მას მერე, რაც მოკლული გურამ გადელია დაასაფლავეს, კვიციანმა ტაშკენტში, კონსპირაციულ ბინაში მდებარე „მურას“ საიდუმლო სამალავი შეამოწმა და იქ კინო-ფოტო მასალისა და კაპიტნის ჩანაწერების სახით უამრავი კომპრომატი აღმოაჩინა საბჭოურ-ავღანურ ნარკომაფიაზე, რომელიც ავღანეთიდან საბჭოთა კავშირში ჰეროინის ნარკოტრაფიკს ახორციელებდა. ფოტოსურათებსა და კინოფირზე აეღბეჭდილი იყო 20-ზე მეტი სამხედრო, მილიციისა და უშიშროების სხვადასხვა რანგის თანამშრომელი, რომლებიც საბჭოთა ნარკომაფიის ღერძს წარმოადგენდნენ. „მურას“ ჩანაწერებში კი თითოეული მათგანის დაწვრილებითი დახასიათება იყო წარმოდგენილი და სწორედ ამ ინფორმაციის გადასაცემად უნდა შეხვედროდა  მოსკოვში გადელია კვიციანს. თუმცა, როგორც ცოტა ხნის მერე კვიციანმა შეიტყო, „მურა“ პოლკოვნიკმა არსენ ჰასანოვმა „ჩაუშვა“ და ქართველი სპეცაგენტი მისი შეკვეთით მოკლეს. ჰასანოვი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. კვიციანმა კომპრომატების ასლები გადაიღო და შეინახა. ხოლო ორიგინალები კი იმჟამინდელ საკავშირო მინისტრს ალექსანდრე ვლასოვს მიუტანა, რომელიც ამ პოსტზე სულ რაღაც ერთი თვის დანიშნული იყო. ვლასოვმა კვიციანს უთხრა, რომ ეს ამბავი არ „გაებაზრებინა“ და შეჰპირდა, რომ დამნაშავეებს დასჯიდა. და მართლაც, ახალი მინისტრის კურატორობით, საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ოპერაცია, რომელშიც კვიციანიც მონაწილეობდა და საბჭოეთის  9 ქალაქში (ძირითადად, შუა აზიასა და ამიერკავკასიაში) ერთდროულად დააპატიმრეს საბჭოთა ნარკომაფიის 27 წევრი. გაითვალისწინეს რა წინა შემთხვევა, ყველა მათგანი საიმედო იზოლაციაში მოაქციეს. ხოლო 1986 წლის ივნისში კი დახურული პროცესი გაიმართა, რომელიც არ გახმაურებულა. 27 მსჯავრდებულს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანეს და მართალია, სიკვდილით არავინ დაუსჯიათ, მაგრამ თითქმის ყველას 15-15 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. მათ შორის, არსენ ჰასანოვსაც, რომელსაც „მურას“ მკვლელობის შეკვეთა არ დაუმტკიცდა, მაგრამ კვიციანი მას თავისი თანამემამულე კოლეგის მკვლელად მიიჩნევდა...
  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა პატიმარი გაათავისუფლეს და მათ შორის არსენ ჰასანოვიც. თუმცა 1993 წლის მაისში ის თავისი ბინის სადარბაზოში „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოკლული აღმოაჩინეს. გამოძიებამ მკვლელი ვერ იპოვა. თუმცა, ხმა დაირხა, რომ ჰასანოვი ოთარ კვიციანმა მოკლა, მან  გადელიას გამო იძია შურიო.
скачать dle 11.3