№12 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1969 წლის 17 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატებების მისაღწევად?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის დადებითი შტრიხები; იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მეტი სერიოზულობით მიუდექით. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული მონაცემები, ამავე დროს, იყავით მაქსიმალისტი. იბრძოლეთ კარიერული წინსვლისთვის. ოჯახში ურთიერთგაგება და სიმშვიდე დაამყარეთ. ეს ყოველივე ბევრად განაპირობებს თქვენს წარმატებებს ცხოვრებაში. ასევე, პატივი ეცით იერარქიულ სისტემას და ყოველთვის გახსოვდეთ, ვინ არის უფროსი და ვინ უმცროსი.
კითხვა: ჩემი შვილი 2002 წლის 19 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე დაიბადა. რომელ პროფესიაში მიაღწევს მეტ წარმატებას და რა არის მისი კარმული მისია?
პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს მეტად აქტიური, ენერგიული, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, წარმოაჩინოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, სადაც საჭიროა, გამოავლინოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთება. იმავდროულად, იყოს ოპტიმისტი, კეთილშობილი, კომუნიკაბელური. ასევე, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, პრაქტიკულად გადაანაწილოს და ხარჯოს თანხები. დაიცვას სისუფთავე და წესრიგი. იმუშაოს ზედაპირულობისა და მიფუჩეჩების გარეშე. იყოს მიზანსწრაფული და მარტოხელა მებრძოლი. გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ამით ის დადგება სწორ კოსმიურ, ევოლუციურ გზაზე და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევს. გაითვალისწინოს ისიც, რომ მისი კოსმიური მისია უცხოეთთან კავშირსაც გულისხმობს. ამიტომ, აუცილებელია, დიდი დრო გაატაროს იქ და შეიძინოს ცოდნა და გამოცდილება. პროფესიებიდან კი კარგია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, სოციოლოგია; ავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის ბიზნესი ან შემოქმედება, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. იურისპრუდენცია, ტურიზმი, ტერიტორიული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფოტოგრაფის ხელოვნება ან ბიზნესი, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში წარმატებების შანსი მას ნამდვილად აქვს.