კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი დედამიწიდან წამოსული კოსმიური ენერგიით

  ნებისმიერი ჩვენგანისთვის აუცილებელია იმ ძალების აღდგენა, რაც ჩვენამდე დედამიწიდან, კოსმოსიდან მოდის და გვავსებს, გვამარაგებს სასიცოცხლოდ საჭირო, აუცილებელი ენერგიებით. ნებისმიერს სჭირდება ბუნებრივი ენერგიის წყარო, რომელსაც ასტროლოგები დედამიწის ძალას უწოდებენ. სწორედ ამის საშუალებით, კვებავს თითოეული ჩვენგანი თავის იმუნიტეტს, ნერვულ სისტემას, შიდა ორგანოებს და სულსაც კი. ზოგადად, ბუნების ძალები სამ კატეგორიად იყოფა, ესენია, დედამიწის, კოსმოსური და უნივერსალური ჯგუფები.
  უნივერსალური, ანუ როგორც მას უწოდებენ – ზეციური ძალა, ვლინდება, როგორც პლანეტებისა და გალაქტიკის ერთობლივი ენერგია. ეს ძალა კვებავს სამყაროში ყველაფერს. ასევე, ის კვებავს ადამიანის გონებას, სულს და სამყაროში მის ყველა გამოვლინებას უწყობს ხელს. ადამიანები ამ ენერგიას მხოლოდ ზედა კოსმოსური ხვრელიდან იღებენ. მას ადამიანის გონების ენერგიასაც უწოდებენ. დედამიწასა და მთვარეს შორის უდიდესი მიზიდულობის ძალა არსებობს. ამით იქმნება ერთიანი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწისკენ მიმართავს ჩვენი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავის ენერგიას და მას ადამიანის ერთიან ენერგეტიკულ ველზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.
  დედამიწის მეორე ენერგია კოსმიური ძალაა. მას ასტროლოგები ადამიანის სასიცოცხლო ძალასაც უწოდებენ. ის უნივერსალურ ძალთა ნაწილია და მთელ კოსმოსს ავსებს ამ ძალებით. ყველა ადამიანი კოსმიური ძალის უმაღლესი გამოვლინებაა. ის ამ ენერგიას მედიტაციისა და სუნთქვითი ტექნიკის მეშვეობით ითვისებს და შეიწოვს, რითაც შემდეგ ენერგიის საწყის წყაროს ბუმერანგივით უბრუნებს.
  ბუნების მესამე ჯგუფი დედამიწის ძალაა. ის შეიცავს მცენარეების, ცხოველებისა და დედამიწის ყველა ბუნებრივი მინერალის ენერგიას. თუ დააკვირდებით, ამას ადვილად დაინახავთ. მაგალითად, ყოველი მცენარე ზრდის პროცესში ზევით მიიწევს, ამით კოსმიურ ენერგიას შთანთქავს და ზრდის პროცესს და საზრდოობას განაგრძობს. ცხოველები ამ კოსმიურ ენერგიას ბალახისა და სხვადასხვა მცენარის საშუალებით იღებენ. დედამიწის ძალას ადამიანი ყველაზე კარგად ფეხისგულში მდებარე წერტილებიდან იღებს, შემდეგ ჭიპის ქვედა არეში ათავსებს და ასე იზოგავს. სწორედ ამიტომაა, რომ ამბობენ, თუ გინდა, სასიცოცხლო ენერგია აღიდგინო, დაღლა მოიხსნა, შვება იგრძნო და დედამიწის ენერგიით დაიმუხტო, მაშინ ფეხშიშველმა ხშირად უნდა იარო ბალახზეო.
  ადრე ადამიანის კანის უჯრედებს შეეძლო, შთაენთქა და საკვებად გამოეყენებინა კოსმიური და სინათლის ენერგიის 80-90 პროცენტი. შემდგომ ადამიანმა დაიწყო სექსუალური ენერგიის ავხორცულად გამოყენება, რასაც მისი უჯრედების დეგრადირება მოჰყვა. ამის შედეგი კი ის არის, რომ დღეს, სამწუხაროდ, ადამიანს კოსმიური ენერგიის მხოლოდ, დაახლოებით, ათი პროცენტის გამოყენება შეუძლია. ადამიანები ბუნებრივი ცხოვრების წესის შედეგად დაშორდნენ თავის შინაგან მეს, ბუნებას და კოსმიურ ძალებთან კონტაქტს. ჩვენი გონება სხვა მიმართულებით წავიდა, რის გამოც კონტაქტი დაკარგა კოსმიურ ძალებთან. მცენარეებმა და წყალმა კი ეს კონტაქტი შეინარჩუნა და ადამიანი ცდილობს, სწორედ მათგან შეივსოს თავისი ბიოველი ბუნებრივი ენერგიით. კერძოდ, ის იკვებება ცხოველის ხორცით, მცენარეებით, ბოსტნეულით, მინერალებით, რითაც ამარაგებს თავის გამოფიტულ ორგანიზმს საჭირო და აუცილებელი კოსმიური ენერგიით. ასევე, გეტყვით, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია დედამიწის ორბიტის მოძრაობაზე მზის გარშემო და ასევე, წელიწადის დროებზე, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ ადამიანის მიერ მიღებულ საჭმელსა და ენერგიის გამოყენებაზე.
скачать dle 11.3