№12 როგორ გავუმკლავდეთ სეზონურ ვირუსს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჩაი ლიმონითა და თაფლით საუკეთესო წამალია სახლის პირობებში. ასე მომზადებულ ჩაის დადებითი ეფექტი აქვს თქვენს ყელზე და მთლიანად სხეულზეც. თუ შესაძლებელია, ჯობს მიიღოთ ბუნებრივი ჩაი, ვიდრე მწვანე ან შავი ჩაი, არა იმიტომ, რომ ჰერბალურ შემადგენლობას რამე განსაკუთრებული ეფექტი აქვს, არამედ იმიტომ, რომ კოფეინს (რომელსაც შესაძლოა, ჩაი შეიცავდეს) აქვს დეჰიდრატიული ეფექტი.
მართალია, ყავის მიღებამ შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს თქვენს პროდუქტიულობაზე, თუმცა ეს, სავარაუდოდ, არაეფექტური იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. მართალია, დილით ერთი ფინჯანი ყავის მიღება არ დაგაზარალებთ, თუმცა ეცადეთ, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ისეთი სითხე მიიღოთ, რომელიც არ შეიცავს კოფეინს.
თბილი, მარილიანი წყალი დადებით ეფექტს მოახდენს თქვენს ყელზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს ჰიდრატაციის პროცესს.
სხვა დანარჩენთან ერთად, ქათმის წვნიანის მიღებაც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ გაციებას. ქათმის ბულიონს ნამდვილად აქვს დადებითი ეფექტი. ის ხელს უწყობს ჰიდრატაციის პროცესს და, ასეც რომ არა, შეიცავს საჭირო რაოდენობით მარილს, რაც დადებითად აისახება თქვენს ყელზე.
მიიღეთ ხახვი. მართალია, ეს პირდაპირ არ მოკლავს ვირუსს და არ გაგათავისუფლებთ გაციებისაგან, თუმცა შესაძლოა, დადებითი ეფექტი ჰქონდეს ყელზე და ასევე, თავი უფრო ჯანსაღად გაგრძნობინოთ. თუ ეს დაგეხმარებათ ნაკლებად დაღლილად იგრძნოთ თავი, მიიღეთ დღეში რამდენიმეჯერ.
ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა დღეს საქართველოში ძალიან არამიზანმიმართულად ხდება. არარაციონალურია ანტიბიოტიკების გამოყენება. ვირუსული ინფექციის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება, რადგან ეს ბაქტერიის საწინააღმდეგო პრეპარატია და არა ვირუსის. ვირუსული ინფექციის დროს მხოლოდ სიცხის დამწევ საშუალებებს უნდა მივმართოთ, ისიც მაღალი ტემპერატურის (38-38,5 გრადუსის) დაფიქსირებისას.