№12 პერიკარდიტის მიზეზები და პროფილაქტიკა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა ხშირად რთულია, შემთხვევათა უმეტესობაში ექიმები ან ვერ ადგენენ გამომწვევ მიზეზს ან ეჭვი ვირუსულ ინფექციაზე აქვთ. პერიკარდიტი, ასევე, შეიძლება განვითარდეს ინფარქტის გადატანიდან მოკლე ვადაში, გულის კუნთის გაღიზიანების გამო. პერიკარდიტის დაგვიანებული ფორმა შეიძლება, აღმოცენდეს გულის შეტევისა და ოპერაციიდან რამდენიმე კვირაში. დაავადების ეს სახე დრესლერის სინდრომის სახელწოდებითაც არის ცნობილი. პერიკარდიტის გამომწვევი სხვა მიზეზებიდან შეიძლება, გამოიყოს ისეთი სისტემური ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი. ტრავმა, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს გული ან გულმკერდის არე, ჯანმრთელობის სხვა დარღვევები, მაგალითად, თირკმლის უკმარისობა, აივ ინფექცია, ტუბერკულოზი, სიმსივნე. პერიკარდიტი შეიძლება გამოიწვიოს, ასევე, სხვადასხვა მედიკამენტმა, თუმცა იშვიათად.
რისკის ჯგუებს მიეკუთვნებიან:
* ნივთიერებათა ცვლის, ინფექციური დაავადებების, სისტემური დაავადებების, ონკოლოგიური დაავადებების ქრონიკული ფორმების მქონე პირები;
რეკომენდებულია
* კარდიოლოგისა და რევმატოლოგის სისტემური კონტროლი;
* ქრონიკული ინფექციების დროული მკურნალობა;
* დასვენებისა და დატვირთვის ადეკვატური რეჟიმი.